ნანახია: 843
FINAM LIMITED საბროკერო მომსახურეობა, აქტივების მართვა. 22 საფონდო და 16 სასაქონლო ბირჟა. FOREX, NYSE, NASDAQ, LSE, FSE, RTSI, MICEX და სხვა. ბირჟებზე მუშაობის სასწავლო კურსები ფინანსური მენეჯმენტის სასწავლო კურსი www.finam.eu geofinam@yahoo.com www.giakalandia.ucoz.com 898 183911, 890183911 გია კალანდია თრეიდერი, ფინანსური მრჩეველი
06.06.2010 Dow 9931,97 -3.153% S&P 1089,41 -3.441% FTSE 5126 -1.635% NQ Comp 2219,17 -3.641% Nikkei 9901,19 -0.131% RTSI 1346.89 -1.020% Shanghai Composite 2553.593 0.037% Eur/Usd 1.197 -1.603% Gbp/Usd 1.445 -1.163% Usd/Chf 1.162 0.493% Usd/Jpy 91.88 -0.745% 10-Yr US Treasury 120.235 0.949% 2-Yr US Treasury 109.036 0.684% 30-Yr US Treasury 124.08 2.317% 5-Yr US Treasury 117.066 0.822% Brent 72.09 -4.403% Gold 1217.7 0.636% Copper 6215.93 -4.310% Natural Gaz 4.797 2.281% Silver 17.299 -3.525%
ამერიკის ბირჟებზე ინდექსებმა კვირის ბოლო სავაჭრო სესია მნიშვნელოვანი კლებით დაასრულეს. ფუნდამენტალური მხარე ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიური პროცესების შენელებაზე მიგვანიშნებს. ნეგატიური გავლენა იქონია სამუშაო ადგილების ზრდის მაჩვენებლის პროგნოზისგან განსხვავებამ. ტექნიკური თვალსაზრისით ნეგატიური ფონის შენარჩუნების შემთხვევაში S&P მიუახლოვდება 1000 პუქტს. სრულფასოვანი ზრდისთვის ინდექსს სჭირდება 200 დღიანი MA-ს ზემოთ პოზიციების გამყარება, რაც 1100–1120 პუქტს შეესაბამება.
EURUSD – საშუალოვადიანი კლების ტენდენცია აქტუალურია.ფუნდამენტალური თვალსაზრისით მდგომარეობა ნეგატიურია. საერთაშორისო რეიტინგული სააგენტოები S&P და Fitch რელიზში აღნიშნავენ ევროზონაში შრომის ბაზრის შესაძლო კრიზისზე და საბაკო სექტორის რესტრუქტურიზაციის სტაგნაციაზე.საბერძნეთის და ესპანეთის ეკონომიკის პრობლემურ მხარეებს გამოუჩნდა მიმდევარი. უნგრეთმა განაცხადა ეკონომიკაში არსებულ პრობლემებზე. ინვესტორების პესიმისტური განწყობა ევროს კლებაში გამოიხატება . G-20 სამიტის გადაწყვტილებები გავლენას მოახდენს ევროს დინამიკაზე. ფონის გაუარესების შემთხვევაში ევროს ვარდნისთვის შუალედურ მიზნობრივ ზონას 1.1600 პუნქტი წარმოადგენს. პოზიტიური ფაქტორების არსებობა ევროს ზრდას გამოიწვევს 1.2300 პუნქტამდე.
RTSI – კლების საშუალოვადიანი ტენდენცია ძალაშია. ფუნდამენტალური თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა პოზიტიურია, თუმცა მსოფლიოში მიმდინარე ნეგატიური პოცესების ფონზე ინდექსის ზრდა შეუძლებელია, რადგან ის კორელაციას ახდენს როგორც ამერიკის და ევროპის ინდექსებთან, ასევე ნავთობის და ევროს დინამიკასთან. ინდექსი მიუახლოვდა მნიშვნელოვანი წინაარმდეგობის დონეს, საიდანაც ნეგატიური ფონის არსებობამ აჩქარებული ვარდნა გამოიწვია. მყიდველების მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. ტექნიკური თვალსაზრისით ნეგატიური ფონის შენარჩუნებისას ინდექსი გააგრძელებს კლებას. საშუალოვადიანი ზრდის ტენდენციის ფორმირებისთვის საჭიროა ინდექსის გამყარება 1450 პუნქტს ზემოთ და პოზიტიური ფონის არსებობა.
ნავთობი კლების ფაზაშია. ფუნდამენტალური თვალსაზრისით ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელება ნავთობზე კლებით აისახება. ნეგატიური ფონის არსებობამ ძლიერი წინააღმდეგობის დონიდან გამყიდველების გააქტიურება გამოიწვია, რასაც მნიშვნელოვანი ვარდნა მოჰყვა. ტექნიკური ანალიზით 68$ სერიოზული მხარდაჭერის დონეა. ნეგატიური ფონის უფრო გაუარესების შემთხვევაში ფასის ვარდნის მიზნობრივი ზონაა 64$. პოზიტიური ფონის არსებობის შემთხვევაში ნავთობი 80$ მიუახლოვდება. FOREX–ზე და საფონდო ბირჯებზე მიმდინარე ტენდენციები ნეგატიურ გავლენას ახდენს ნავთობის ზრდაზე.
ოქრო ზრდის ფაზაშია. კვირის განმავლობაში ოქროს ფასმა მოიმატა. ინვესტორები სარისკო აქტივებს ყიდიან, ოქრო კი ასეთ პირობებში ნეგატივისგან თავშესაფარს წარმოადგენს. 1150$ ის დონეა სადაც გამყიდველებს სერიოზული ძალისხმება დასჭირდებათ ოქროს შემდგომი ვარდნისთვის. არსებული ფონის შენარჩუნება ოქროს აძლევს 1300–1350$ პუნქტამდე ზრდის შესაძლებლობას.
|