ეკონომიკა და ბიუჯეტი იზრდება, ლარის კურსის ვარდნა არაფერ შუაშია » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ეკონომიკა და ბიუჯეტი იზრდება, ლარის კურსის ვარდნა არაფერ შუაშია
ნანახია: 450

მთავრობა 2010 წლის ბიუჯეტში ცვლილელების შეტანას ითხოვს. ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, მიმდინარე წლის ბიუჯეტი 215 მილიონით იზრდება. ზრდა ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდით ყოფილა განპირობებული. არადა, ექსპერტები ლართან დაკავშირებით დღეს არსებული პრობლემების გამო, ბიუჯეტის პარამეტრების ცვლილებას ელოდნენ. ამ საკითხს კი, როგორც ჩანს, მთავრობა ყურადღებასაც არ აქცევს.
ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის პროექტი მთავრობამ პარლამენტს განსახილველად ორშაბათს წარუდგინა და განხილვის გრაფიკი ბიუროს სხდომაზე დამტკიცდა.
ბიუროზე მიღებული გადაწვეტილების თანახმად, 2010 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტს კანონმდებლები 18 ივნისს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ, მანამდე კი კანონპროექტს კომიტეტების დონეზე განიხილავენ. შენიშვნები მთავრობას გადაეგზავნება, რომელიც პარლამენტს სესიაზე გადამუშავებულ ვარიანტს წარუდგენს და კენჭი სწორედ აღნიშნულ პროექტს ეყრება.
რაც შეეხება ბიუჯეტში პარამეტრების შეცვლის საკითხს, როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი განმარტავს, ბიუჯეტი 215 მლნ ლარით გაიზრდება, რაც საბოლოო ჯამში 6 მილიარდ 974 მილიონ ლარს შეადგენს.
215 მილიონიდან 150 მილიონი საგადასახადო შემოსავლების გაზრდას უკავშირდება, ხოლო თავად ბიუჯეტის გაზრდა კი ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ გამოიწვია.
2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას მშპ გათვალისწინებული იყო 2%-ზე და აღნიშნული პარამეტრიც 4,5%-მდე იზრდება.
დამატებული თანხა დევნილების პრობლემების მოგვარებას მოხმარდება. მათ შორის, დევნილების კომუნალური გადასახადების დაფარვას და ბინათმშენებლობას. ასევე თანხები გადანაწილდება პენიტენციალურ სისტემაში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის, ტურიზმის განვითარებისთვის, სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად და რეგიონებში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებისთვის.
?ს არის პირობითი ჩამონათვალი იმის, თუ რაში დაიხარჯება ბიუჯეტში ნამატი თანხა. თუმცა, ეს შეიძლება კიდევ შეიცვალოს კანონპროექტის საკომიტეტო თუ სასესიო განხილვისას, - აცხადებს მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი.
ბიუჯეტის ნებისმიერი ცვლილებისას ბიუჯეტის სწორად დაგეგვმის საკითხი დგება და საქართველოში ეს წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენს. გასული წლის შემოდგომაზე, როდესაც პარლამენტმა ახალი საბიუჯეტო კანონი მიიღო, ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად დასახელდა სწორედ ის ფაქტორი, რომ ახალი სისტემა მთავრობას საშუალებას მისცემდა, ბიუჯეტში ხშირი ცვლილებები თავიდან აერიდებინა.
მართალია, ბიუჯეტი ახალ, ანუ სამწლიან დაგეგმარებაზე ჯერ არ გადასულა, მაგრამ სულ რამდენიმე თვის წინ მთავრობა აცხადებდა, რომ საბიჯუტო პროგნოზი და შესაბამისად, ბიუჯეტის პარამეტრები მაქსიმალური სიზუსტით ჰქონდათ გათვლილი. რაც იმას ნიშნავს, რომ საბიუჯეტო ცვლილებები არ უნდა მომხდარიყო. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა აუცილებელია და თანაც ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების მატების გამო.
?რ ვიცი, რა შეიძლება გახდეს პრობლემა. ბიუჯეტი იზრდება ეკონომიკური ზრდის გამო და ეს მხოლოდ დადებითი ეფექტის მომტანი შეიძლება იყოს, - აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.
რაც შეეხება იმ საკითხს, თუ საბიუჯეტო ცვლილებები კიდევ თუ არის მოსალოდნელი და ამ პროცესზე რა გავლენას იქონიებს ლარის კურსის დაცემა, ამ საკითხზე არც მთავრობა და არც საპარლამენტო უმრავლესობა არ საუბრობს.

მთავრობის წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები ლარის კურსის ცვალებადობასა და საბიუჯეტო პროცესს შორის კავშირს არ ადასტურებენ




 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48