საბანკო სისტემა პოლიტიკაში ჩაერთო » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : საბანკო სისტემა პოლიტიკაში ჩაერთო
ნანახია: 681

ბანკები "ნაცმოძრაობის" მომავალი გამარჯვებების სამსახურში

ლარის გაუფასურების პარალელურად საქართველოს ბიუჯეტი იზრდება. ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიციით, ამ ორ პროცესს საერთო არაფერი აქვს. ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტში გასატარებელ ცვლილებებს ეკონომიკის ზრდას უკავშირებენ.
საქართველოს მთავრობამ 2010 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის (მშპ) მაჩვენებელს გადახედა. 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, რეალური მშპ-ის ზრდის 2%-იანი მაჩვენებლის ნაცვლად, კორექტირებულ ბიუჯეტში 4,5%-ით ჩაიწერება. პროექტის მიხედვით, 2010 წელს ნომინალური მშპ-ი 19,694 მლრდ. ლარით, მშპ-ი ერთ სულ მოსახლეზე კი 4 490 ლარით განისაზღვრება. საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პროგნოზით, 2010 წლისთვის მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი, დაახლოებით, 4% იქნება.
სარეიტინგო სააგენტო Fიტცჰ ღატინგს-ი 2010 წელს საქართველოში მშპ-ის 6%-იან ზრდას პროგნოზირებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს ოფისის პროგნოზი საქართველოს მთავრობისას ემთხვევა და 4,5%-ს შეადგენს. 2010 წლის დასაწყისში მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 2%-ით დაიგეგმა. გასულ წელს მშპ 3,9%-ით შემცირდა.
არის! ასრულდა ოცნება! მთლიანი შიდა პროდუქტი იზრდება. ძალაუნებურად, მახსენდება ლადო გურგენიძის პრემიერობისდროინდელი განცხადება, რომელმაც 3 წლის განმავლობაში ეკონომიკის 100%-იანი ზრდა ივარაუდა. 2005-2008 წლებში ეკონომიკა მართლაც იზრდებოდა, თუმცა, არც ისეთი ტემპით, გურგენიძის წინასწარმეტყველება რომ ასრულებულიყო. ამასთან, გურგენიძემ ეს სასაცილო განცხადება 2008 წელს გააკეთა, ანუ ამ, ერთი შეხედვით, წარმატებული ციკლის დასასრულს.
თავის დროზე, გურგენიძემ მართლაც ბევრი გააკეთა საქართველოს ეკონომიკაში ზრდა რომ დაფიქსირებულიყო. ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც მხოლოდ ვირტუალური კეთილდღეობის განცდას ქმნიდა, საბანკო სექტორის მიერ ეკონომიკაში გაშვებული ფულის დამსახურება გახლდათ. თუმცა, ცოტა არ იყოს, რთულია ამ მოვლენას ქართული ეკონომიკის დაკრედიტება ვუწოდოთ. იქიდან გამომდინარე, რომ 2008 წლამდე კრედიტების დიდი ნაწილი სამომხმარებლო დანიშნულების იყო, ვინაიდან ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქტის 80%-ზე მეტი იმპორტირებული გახლდათ, იმ დროს გაცემული კრედიტებით არა საქართველოს ეკონომიკა და ადგილობრივი წარმოება, არამედ ჩვენ უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკები დაფინანსდა.
ერთი სიტყვით, 2008 წლის დასაწყისში მივიღეთ სიტუაცია, სადაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ბანკის მიმართ დავალიანება ჰქონდა, ამ დროს კი მას თავის დროზე აღებული კრედიტი, უხეშად რომ ვთქვათ, "შეჭმული" ჰქონდა. თუმცა, კრედიტის აღებას ისევ ახერხებდა, რომლითაც ძველ დავალიანებებს ფარავდა. თუმცა, 2008 წლის გაზაფხულიდან გაღვივებულმა მსოფლიო საფინანსო კრიზისმა და აგვისტოს მოვლენებმა, როდესაც ბანკებმა ობიექტური მიზეზების გამო, პრაქტიკულად, შეაჩერეს კრედიტის გაცემა, საპნის ბუშტივით გაბერილი ვირტუალური კეთილდღეობა გახეთქა.
ეს ყველაფერი ეკონომიკური ზრდის ფონზე მოხდა. ანუ, ეს იყო არა რეალური ზრდა, არამედ ვირტუალური, რომლის დასასრულიც თავიდანვე აშკარა გახლდათ. ქვეყანა ჩაეფლო ღრმა კრიზისში, "კრედიტინფოს" "შავ სიაში" ვადაგადაცილებული სესხების ჩანაწერების რაოდენობა კატასტროფულ მაჩვენებლებს აღწევს, ბანკებმა 2009 წელი ძალიან ცუდი მაჩვენებლებით დაასრულეს.
ამის შემდეგ საბანკო სისტემა თითქოს გონს მოეგო, სამომხმარებლო სესხების გაცემა შეჩერდა, ხოლო ბიზნესკრედიტების გაცემა უაღრესად გამკაცრდა.
თუმცა, საპირისპირო ტენდენცია ფიქსირდება ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. საბანკო სისტემაში გაჩნდა უამრავი ახალი პროდუქტი, ბანკებმა განაახლეს სხვადასხვა სახის საკრედიტო ბარათების გაცემა, რომელიც ძირითადად ისევ სამომხმარებლო შინაარსის გახლდათ.
ამის პარალელურად, ბუნებრივია, იზრდება მოხმარების მაჩვენებელი, შესაბამისად, მთლიანი შიდა პროდუქტი და ეკონომიკა. სამწუხაროდ, დღევანდელი სიტუაცია ძალიან ჰგავს იმას, რაც უკვე ერთხელ ვნახეთ. ეკონომიკა ისევ სამომხმარებლო კრედიტების ხარჯზე ხდება. გაუაზრებლად და მოკლევადიან ეფექტებზე გათვლილმა საკრედიტო პოლიტიკამ საქართველოს ეკონომიკა ერთხელ უკვე დააყენა კატასტროფის ზღვარზე.
ამ ფონზე იკვეთება მარტივი სიტუაცია - ბანკებმა უბრალოდ ვერ ისწავლეს ჭკუა, ისინი საკრედიტო რესურსით ისევ აკრედიტებენ იმპორტს, სხვა ქვეყანაში წარმოებას.
ვის, ვის და ამ ქვეყნის საბანკო სისტემაში წარმოდგენილ ადამიანებს ნამდვილად არ ესწავლებათ ჭკუა, ერთის მხრივ, დიდი გამოცდილება და მეორეს მხრივ, დასავლური განათლება გვაძლევს იმის დასკვნის საშუალებას, რომ ისინი ასე მარტივად არ შეცდებიან.
ძალიან ხშირად ხდება, იმდენად ხშირად, რომ უკვე ტენდენციადაც კი შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ბანკები მხარს უჭერენ სახელისუფლებო ძალებს. ხელისუფლებას ყოველთვის აწყობს ქვეყანაში სტაბილურობის იმიტაცია და ამ იმიტაციის შექმნაში ყველა თავის აგურს დებს. ვირტუალურ სტაბილურობას ეწირება ქვეყნის ეკონომიკა, ეკონომიკურ ზრდას ეწირება ქვეყანაში ეკონომიკურად ყველაზე აქტიური სუბიექტები. გავიხსენოთ, რომ `კრედიტინფოს~ `შავ სიაში~ მოხვედრილები 7 წლის განმავლობაში ვეღარ ისარგებლებენ საბანკო პროდუქტით. ეს ბანკებმაც უნდა გაიაზრონ. სწორედ მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ საქართველოში ბანკის კლიენტი გადარჩეს. ინსტიტუციურად ეს საქართველოს ეროვნულ ბანკს ეკისრება, მაგრამ, როგორც ჩანს, ბენდუქიძის ოცნება მალე ახდება, ის მალე გაუქმდება, შენობა გაიყიდება და პრივატიზაციის პროცესის წარმატებულობით იამაყებენ ხელისუფალნი.
და ჩვენ ისევ მოვუგებთ არჩევნებს ქართველებს, ჩვენ გვაქვს სიები, საკრედიტო ბარათების შევსებისას ისინი (ქართველები) პირად ნომრებსაც უთითებენ.






 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48