რაში იხარჯება USAID-ის გაცემული 3 მილიონი » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : რაში იხარჯება USAID-ის გაცემული 3 მილიონი
ნანახია: 640

რაში იხარჯება USAID-ის გაცემული 3 მილიონი დოლარი საქართველოში

ამერიკელი ხალხის გამოგზავნილი ფულით დაგრანტული არასამთავრობოების გაწეული საქმიანობა

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ 2009 წელს საქართველოში 8 არასამთავრობო ორგანიზაციაზე გაცემულ გრანტებთან დაკავშირებით ,,ბ&ფ~ წინა ნომერშიც წერდა. სტატიაში ყურადღება იმ საეჭვო ფაქტებზე იყო გამახვილებული, რომლის თანახმადაც, არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის ხელმძღვანელობაში ხელისუფლების წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები არიან. მათ შორის ერთ-ერთი დაგრანტული ორგანიზაციის - `საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის~ გამგეობის წევრთა შორის შემდეგი პირები არიან: დავით რაქვიაშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე რეინტეგრაციის საკითხებში; გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში; თამარ ბერუჩაშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ევროინტეგრაციის საკითხებში; თემურ იაკობაშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში; ლევან რამიშვილი – თავისუფლების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე.
გრანტის მიმღებთა შორის მოხვდა ორგანიზაცია "ქალთა ფონდი". მსგავსად `საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა~, ამ ორგანიზაციისთვისაც გრანტის მიცემის პროცესთან დაკავშირებითაც გარკვეული ეჭვები ჩნდება. გამომდინარე იქედან, რომ ამ ორგანიზაციის მრჩეველთა საბჭოს წევრი საზოგადოება "ბაგები 2000"-ის პრეზიდენტი ნუნუ ბენდუქიძეა, რომელიც თავად კახა ბენდუქიძის დაა.
ეს კი აჩენდა ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, გრანტების გაცემისას ადგილი ტენდენციურობას ჰქონდა. თუმცა, ამის დამტკიცება, მითუმეტეს ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციისთვის, როგორიც USAID-ია, ურთულესი საქმეა და, ამასთან, ამის მიღწევა ჩვენს მიზანს არც წარმოადგენს. მოკლედ, ამერიკელების ობიექტურობაში ეჭვის შეტანა რთულია, თუმცა, ფაქტები გარკვეულ ეჭვებს აჩენს.
ჩვენ ორგანიზაციებს მივმართეთ, რომ მათ ჩვენთვის პროექტის ფარგლებში განხორციელებული და მომავალში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოეწოდებინათ და თავად მკითხველმა გადაწყვიტოს, თუ რამდენად ეფექტიანად იხარჯება ამერიკელი ხალხის მიერ გამოგზავნილი 3 მილიონი აშშ დოლარი.
"ბ&ფ" ,,წალენჯიხის უნარშეზღუდულ პირთა ასოციაციასა" და ,,ველური ბუნების კონსერვაციის ქართულ ცენტრს" ვერ დაუკავშირდა, ხოლო როგორც "თბილისის ბიზნეს სერვის ცენტრში" პროგრამის კოორდინატორმა ნინო ვაშაკიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, სხვადასხვა გარემოებების ცვლილების გამო პროექტი გაუქმდა.


ტრენინგისა და კონსულტაციების ცენტრმა კითხვებზე პასუხების გაცემისგან თავი შეიკავა

"ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრისგან" შემდეგი პასუხი მივიღეთ, - ,,ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ეს საკითხი USAID-ს უნდა შევუთანხმოთ და ერთი თვის შემდეგ დაგიკავშირდებით, როცა დალაგდება ყველაფერი და საჭიროდ ჩავთვლით ინფორმაციის მოწოდებას~.
რაც შეეხება სხვა არასამთავრობოებს, მათ საკითხთან დაკავშირებით შემდეგი პასუხი გაგვცეს.


"საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი"

ნინო დოლიძე პროექტის კოორდინატორი

ეს პირველი შემთხვევა იყო როდესაც, USAID-მა გრანტები უშუალოდ მცირე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას და სასწავლო ინსტიტუტს მისცა. საერთოდ USAID ისეთ მსხვილ ორგანიზაციებს ირჩევს როგორიცაა ,,იუნისეფი~ და სხვა. შემდეგ კი ისინი ირჩევენ ადგილობრივ პარტნიორებს. ამ შემთხვევაში პირდაპირ მოხდა ამ 8 ორგანიზაციის არჩევა. გრანტი ეხება სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერებას სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით დისკუსიების გამართვას და მთავრობასა და საზოგადოებას შორის დიალოგის გაუმჯობესებას. ეს პროექტი წელიწადნახევრის განმავლობაში გრძელდება და ამ დროში, გრანტის ფარგლებში უნდა შედგეს 10 შეხვედრა, სადაც განხილული იქნება საზოგადოებისთვის დღეს ყველაზე საინტერესო და მწვავე საკითხები. უკვე ჩატარდა შეხვედრები საბუღალტრო სტანდარტების კანონმდებლობის შესახებ და აგროსექტორის განვითარების კუთხით. 10 ივნისს დისკუსია განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაიმართება. ჯერ დაინტერესებული მხარეების მოძიება მოხდება, შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელიც გადავა დიალოგში და საბოლოოდ განთავსდება გაზეთებში სტატიის სახით და ჩვენს ვებ-გვერდზე. 10 შეხვედრა გაიმართება საზოგადოების, ექსპერტების, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების თუ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების თანდასწრებით.


ქალების ფონდი საქართველოში
გულიკო ვედიაშვილი პროექტის კოორდინატორი
ეს პროექტი ითვალისწინებს ომის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, რაც გულისხმობს შვიდდღიან ინტენსიურ ტრეინინგს, ბიზნესგეგმის შესწავლასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ხდება გრანტების გაცემა, რათა წამოიწყონ საკუთარი ბიზნესები. ოქტომბრის დასაწყისში მივიღეთ თანხმობა 500000 აშშ დოლარზე, მაგრამ თანხა ჩაგვერიცხა იანვრის ბოლოს და პროექტის განხორციელება, ფაქტობრივად, იანვრის ბოლოს დაიწყო. თებერვალში მოხდა პირველი სატრეინინგო ჯგუფის ტესტირება, რომელშიც მონაწილეობა 200-მა ქალმა მიიღო. მათგან 30 ქალი შეირჩა, რომლებსაც 7 დღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ. თუ ისინი UშAID-ის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ და წარმოადგენენ ბიზნესგეგმას, მიიღებენ გრანტს.
ივნისიდან გრანტს 25 ადამიანზე გავცემთ და ისინი უკვე შეუდგებიან თავიანთი ბიზნესსაქმიანობას. ერთი წლის განმავლობაში, რამდენიმე თვეში ერთხელ, მათზე დაკვირვებას მოვახდენთ მონიტორინგის სახით და მათი საქმიანობის შესწავლას.Eროგორც ბიზნესგეგმაშია გაწერილი, ეს 25 ქალი წამოიწყებს თავიანთ ბიზნესებს მესაქონლეობაში, მეფრინველეობაში, მეფუტკრეობაში, აგრეთვე, სამკერვალოში, სასათბურე მეურნეობაში, მაღაზიაში და სხვა. 25 ადამიანზე, ჯამში, 1000-1700 დოლარი გაიცემა.
ივლისის თვეში ვგეგმავთ მეორე ტრეინინგს. უნდა ჩატარდეს კიდევ 9 ტრეინინგი და ყოველთვე შეირჩევა 25 ადამიანი. მთლიანობაში კი ეს გამოიწვევს ომის შედეგად დაზარალებულ რეგიონში 250 ქალის დასაქმებას.



"კავკასიის გარემოს დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი"
კახა ბახტაძე პროექტის კოორდინატორი
პროექტი ოქტომბერში დაიწყო და იგი კლიმატის ცვლილებებს ეხება.
ჩვენ ამ პროგრამით ვმუშაობთ ექვს მუნიციპალიტეტში, ესენია: კახეთში –საგარეჯო და დედოფლის წყაროს რაიონი; სამცხე-ჯავახეთში _ ახალციხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტი; აჭარაში _ ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტები. ამ მუნიციპალიტეტების შერჩევა სპეციალურად მოხდა, რადგან აქ კატასტროფულად რთული მდგომარეობაა.
ჩვენი ორგანიზაცია არ არის ფონდი, რომელიც გრანტებს გასცემს, თუმცა, პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია საგრანტო პროგრამაც, რომელიც დაკავშირებული იქნება კლიმატის ცვლილების პრობლემის მოგვარებასთან, მაგრამ ეს არ მოხდება პირველ წელს. პროგრამა 2012 წლამდე გრძელდება. პირველი წელი ითვალისწინებს ინფორმაციის მიღებას, გარკვევას, ეს იქნება კვლევების წელი, რა შეიძლება მოხდეს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება დაფინანსება. ვმუშაობთ მოსახლეობასთან, ადგილობრივ მთავრობასთან ერთად. ვეხმარებით მოსახლეობას, რომ მათ მოითხოვონ დახმარება და დაიცვან თავიანთი უფლებები. ჩვენი მიზანია მობილიზებული, განათლებული და აქტიური ადამიანების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, რომელიც ადგილზე თვითონ შეძლებს პრობლემის მოგვარებას.
გარდა სკოლებთან აქტიური მუშაობისა, მოლაპარაკებები გვაქვს განათლების სამინისტროსთან და ვმუშაობთ მოსწავლეებთან კლიმატური ცვლილებების თემასთან დაკავშირებით. ამით ხდება მათი საკითხში გათვიცნობიერება. არათუ ბავშვებმა, ხშირად დიდებმაც კი არ იციან, სად შეიძლება ხის მოჭრა, როგორ უნდა დაამუშაონ მიწა და ა.შ.

პარტნიორობა სოციალური ინიციატივებისთვის (PSI)

ნინო ზაქარიაძე პროექტის კოორდინატორი

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ 2009 წელს გამოაცხადა კონკურსი საპროექტო წინადადებაზე "საზოგადოებრივ განხილვათა მხარდაჭერა".
წინადადებას სათაურით "საჯარო განხილვები საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე" კონკურსში წარსადგენად ორი თვის განმავლობაში ვამზადებდით.
ჩვენი ორგანიზაციის დაფინანსება მკაცრი შერჩევის შედეგად, USAID-ის საკონკურსო კომისიის მიერ, 5 თვის განმავლობაში საპროექტო წინადადებების დეტალური შესწავლის საფუძველზე გადაწყდა.
სავარაუდოდ, გადაწყვეტილების მიღებისას გარდა, კარგად ჩამოყალიბებული წინადადებისა, გათვალისწინებული იყო ის ფაქტორიც, რომ "პარტნიორობა სოციალური ინიციატივებისათვის" (PSI) სერიოზული გამოცდილების მქონე ორგანიზაციაა და მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პოლიტიკის განვითარებაში.
მიმდინარე პროექტის მიზანია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ სფეროებში მნიშვნელოვანი პროცესების შესახებ საზოგადოების სწორად ინფორმირება და მისი ჩართულობის შესაძლებლობის შექმნა ამ სფეროების პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას. გადაწყვეტილებები აღნიშნულ სფეროებთან დაკავშირებით ვიწრო წრეში მიიღება, საზოგადოება კი ამის შესახებ ძალიან ნაკლებად არის ინფორმირებული და, შესაბამისად, საერთოდ არ მონაწილეობს ამ პროცესში.
პროექტის პრაქტიკული განხორციელება ბევრად რთული აღმოჩნდა გაწერილ გეგმასთან შედარებით.
PSI-ს საქმიანობა რამოდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს: იმართება პროფესიული განხილვები/დებატები ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროების მნიშვნელოვან საკითხებზე, თვეში ერთხელ ან ორჯერ. დებატებში მონაწილეობენ მთავრობის, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესის (ჰოსპიტალური, ფარმაცევტული და სადაზღვევო) და მედიის წარმომადგენლები. დებატებისთვის თემებს ამზადებენ PSI–ში კონკურსის წესით შერჩეული ექსპერტები. 2011 წლის ივლისამდე დაგეგმილია 20-დე დებატის ჩატარება თემებზე: ჰოსპიტალური რეფორმა საქართველოში, ჯანმრთელობის დაცვის დაფინანსების სახელმწიფო პროგრამები, ფარმაცევტული ბაზარი, სოციალური პროგრამები და სხვა.
ვებ-გვერდზე თავსდება განხილვების/დებატებისათვის დამუშავებული თემები და შესაბამისი საპრეზენტაციო ფაილები. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია კომენტარის დატოვება თითოეულ თემასთან დაკავშირებით. ვებ-გვერდზე ასევე იტვირთება ყველა დებატის ვიდეოჩანაწერები.
რაც მთავარია, ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ სფეროსთან დაკავშირებული ქვეყანაში არსებული ნებისმიერი დოკუმენტი ხელმისაწვდომია.
ეთერში გადის ყოველკვირეული გადაცემა რადიო "იმედზე". ყოველ. გადაცემაში მონაწილე მკვლევარები და მოწვეული ექსპერტები რადიომსმენელს აწვდიან ინფორმაციას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სფეროების ყველა მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხზე.
საბოლოოდ, ანალიტიკურ სარეკომენდაციო ნაშრომს კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით ამზადებენ PSI-ის გუნდი და თემაზე მომუშავე ექსპერტი. ნაშრომში გათვალისწინებულია დებატებზე გამოთქმული ყველა კონსტრუქციული აზრი, რადიოგადაცემებში დასმულიYყველა საინტერესო შეკითხვა და ვებ-გვერდზე დატოვებული ყოველი საყურადღებო კომენტარი.
სემინარები ჟურნალისტებისთვის.
საზოგადოებისათვის სწორად მიწოდებული ინფორმაცია აუცილებელია მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების დროულად გამახვილებისა და პრობლემებზე სწორად რეაგირებისათვის. სამწუხაროდ, ეს სათანადოდ ვერ ხორციელდება, რადგან ქვეყანაში მედიის განათლების დიდი დეფიციტია.
მედიისთვის მოწყობილ სპეციალურ სემინარებზე PSI-ის გუნდის წევრები და მოწვეული ექსპერტები დაეხმარებიან ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ხარისხიანად და სწორად გაშუქებაში.


ლევან ცენტერაძე









 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48