მეორადი ავტომობილების ბაზარი მონოპოლიზირებულია » ბანკები და ფინანსები

მეორადი ავტომობილების ბაზარი მონოპოლიზირებულია

მთავარიფინანსები 03.06.2010


საქართველოს ავტომობილების ბაზრის უდიდესი ნაწილი მეორად ავტომობილებს უკავია

საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის მევლუდ მელაძის ინფორმაციით, რომელიც მან გაზეთ "ბანკები და ფინანსებთან" საუბრისას გააჟღერა, ამ ეტაპზე საავტომობილო ბაზრის დაახლოებით 85% მეორადი მანქანების სეგმენტზე მოდის.
აგვისტოს ომის შემდეგ შესამჩნევად შემცირდა გაყიდვები როგორც ახალ, ასევე მეორად მანქანებზე და ახალი ავტომობილების გაყიდვების მაჩვენებელი 1%-მდე დაეცა. დღესდღეობით კი ავტობაზარი ისევ გამოცოცხლდა და ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ავტომობილების იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60-70%-ით არის გაზრდილი.
მეორადი ავტომობილების ბაზრის 50% ამერიკულ ავტომობილებს უკავია. როგორც მელაძე განმარტავს, ეს გამოწვეულია იმით, რომ მანქანები აშშ-ში ძალიან იაფია, გარდა ამისა, კარგად მუშაობს კონტეინერული სისტემა, არცთუ ისე ძვირი ჯდება მათი ტრანსპორტირება- 600-დან 1000-მდე დოლარამდე, გააჩნია, საიდან იგზავნება ესა თუ ის ავტომობილი.
მეორადი მანქანების ბაზრის 30% იაპონიას, 15% გერმანიას, ხოლო დანარჩენი ევროპის სხვა ქვეყნებს უკავია. იაპონური ავტომობილების პოპულარობა მათი ხარისხის მაღალი მაჩვენებლით არის განპირობებული. ერთადერთი ნაკლი არის ის, რომ ძირითადად ისინი მარჯვენასაჭიანია, თუმცა, ქართველი მომხმარებლისთვის ეს სერიოზულ წინაღობას არ წარმოადგენს საიმისოდ, რომ მან უარი თქვას იაპონური ავტომობილის ხარისხზე.
ევროპიდან ავტომობილების ძირითადი იმპორტიორი საქართველოში დღეს არის გერმანია, თუმცა, გერმანული მანქანების იმპორტის მოცულობა სადღეისოდ ძალიან არის შემცირებული და როგორც საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი განმარტავს, ამის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ დილერებს ძირითადად თვითონ ჩამოჰყავთ მანქანები, მაშინ როდესაც გაძვირებულია საწვავი, ძვირი ღირს ფრენა და იმატა სავიზო პრობლემებმაც.
აქედან გამომდინარე, ყველა საჭირო პროცედურა დილერს საკმაოდ ძვირი უჯდება, რაც 600-დან 1200 ევრომდე მერყეობს და ის, ფაქტიურად, მოგებას ვეღარ იღებს ამ ბიზნესიდან. უფრო მეტიც, ის შეიძლება წაგებაშიც დარჩეს. ,"მოგებას ძირითადად ძვირიანი ავტომობილი ტოვებს, რომელიც კონკრეტული კლიენტისთვის ჩამოჰყავთ", -ამბობს მელაძე. მისი თქმით, 5000 დოლარის ღირებულების "მერსედესში" დილერს, უკეთეს შემთხვევაში, 1600, ხოლო უარეს შემთხვევაში 500 დოლარის ოდენობის სუფთა მოგება რჩება.
არის შემთხვევები, როდესაც ავტომობილი დაზიანებით ან დეფექტით ჩამოდის და ხშირად ეს ხდება ხოლმე დილერის წამგებიანობის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი. პრობლემები ექმნებათ, ასევე, ახალი ავტომობილებით მოვაჭრე დილერებსაც, მაშინ როდესაც ისინი ყიდულობენ საკმაოდ ძვირადღირებულ მაქანებს, ხოლო შემდეგ კი ეცემა მათი ფასი, რაც ბევრად იაფია საწყის ფასთან შედარებით.
აშშ-დან და ევროპიდან ავტომობილების ტრანსპორტირებას თითქმის ერთიდაიგივე დრო სჭირდება და დილერიც, ფასიდან გამომდინარე, ამერიკული მანქანების იმპორტს ამჯობინებს, მიუხედავად იმისა, რომ ხარისხიანობის თვალსაზრისით იაპონური და გერმანული ავტომობილები ბევრად უკეთესია.
"ქართველი მომხმარებელი აქცენტს ,"ბმვ"-სა და ,"მერსედესზე" აკეთებს. რომ იტყვიან, მათ გაფანატებული ჰყავთ ეს ორი მოდელი. უბრალოდ, გადასაადგილებლად კი ,"ოპელი" ლიდერობს", - ამბობს მელაძემ.
მელაძის ინფორმაციით, ბაზრის 60-70% დღეს მეორადი ავტომობილების ბაზარზე სწორედ ქართველ მომხმარებელს უკავია. მეორე ადგილზე არიან აზერბაიჯანელები, რადგან ისინი თვითონ არ არიან აღნიშნული ბიზნესით დაკავებულები, ხოლო მესამე ადგილს საკმაოდ მცირე პროცენტით სომხები იკავებენ. ისინი თვითონ ყიდულობენ მანქანებს ევროპაში და აქედან გამომდინარე, მათთვის ქართული ავტობაზარი ნაკლებად მიმზიდველია.
დღესდღეობით ავტობაზარზე ძირითადად მყიდველის სამი კატეგორია იკვეთება. ეს არის კატეგორია, რომელიც ყიდულობს ახალ და პრესტიჟულ ავტომობილებს, მეორე – რომელიც იძენს 2-3 წლის მანქანას, მაგრამ აუცილებლად პრესტიჟულს და მესამე – მყიდველი, რომელიც უფრო პრაქტიკულ მხარეს ანიჭებს უპირატესობას. ყველზე მეტად გაყიდვადი კი 5000-10000 დოლარის ღირებულების ავტომობილებია.
ახალი ავტობაზარი დღეს ქალაქ რუსთავში, 250 ათასი კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული და 5000 ავტომობილზეა გათვალისწინებული. ახალი ავტობაზრობა უკრაინულ "პრივატჯგუფს" ეკუთვნის, რომელიც მან 40 მლნ. დოლარად ააშენა და მოგებას 7 წელიწადში ელოდება. ავტობაზრის ტერიტორიაზე ასევე არის გახსნილი "ტაოპრივატბანკის" ფილიალი და ყველანაირი მომსახურების გადახდა მხოლოდ აღნიშნული ბანკის მეშვეობით ხორციელდება. როგორც ცნობილია, "ტაოპრივატბანკიც" სწორედ "პრივატჯგუფს" ეკუთვნის და როგორც ჩანს, ერთგვარი მონოპოლიაც აქვს დღევანდელი ავტობაზრის ტერიტორიაზე.
მელაძე ლოგიკურად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ჯგუფს, რომელიც ავტობაზრობის და ამავდროულად, ზემოთხსენებული ბანკის მფლობელია, ცხადია, უფლება აქვს თავისივე საბანკო მომსახურება შესთავაზოს მომხმარებელს. "სხვა საკითხია, თუ სხვა ბანკმაც გამოთქვა სურვილი ავტობაზრის ტერიტორიაზე გაეხსნა თავისი ფილიალი და მას სხვა პირობები შესთავაზეს ან ხელოვნურად გაურთულეს მდგომარეობა", - ამბობს საავტომობილო ასოციაციის პრეზიდენტი.
ავტობაზრის დიღმის ტერიტორიიდან რუსთავში გადატანით უკმაყოფილო არიან ქართველი ავტოდილერები. ისინი კლიენტის კლიენტის სიმცირეს უჩივიან და მიზეზად ბაზრობის სიშორეს ასახელებენ. გარდა ამისა, არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და პარკირების გადასახადი 1-დან 7 ლარამდე მერყეობს. დილერები შიშობენ, რომ ავტობაზრის მფლობელი პარკინგის საფასურსაც მალე გაზრდის.
"თუ ქვეყანაში შენარჩუნდება სტაბილური მდგომარეობა, ტენდენცია მეორადი ავტომობილების ბაზარზე გაუმჯობესებისკენ მიდის", - დასძენს მელაძე. მისი თქმით, იგეგმება ავტობაზრის გამოცოცხლება. საინფორმაცო და მედიასაშუალებებით მოხდება მოსახლეობას ინფორმირება, თუ მოთხოვნის შესაბამისად, როგორ შეარჩიოს მყიდველმა მისთვის საჭირო ავტომობილი.


ქეთი სიხუაშვილი





მსოფლიოში ოქრო ნებაყოფლობით იაფდება, საქართველოში - იძულებით
მსოფლიოში ოქრო ნებაყოფლობით იაფდება, საქართველოში - იძულებით

18.04.2014 · ფინანსები
უცხოურ ბაზრებზე ოქრო იაფდება.

შემოსავლების სამსახურმა დაუბეგრავი მინიმუმის სახით უკვე თითქმის 37 მილიონი ლარი გასცა
შემოსავლების სამსახურმა დაუბეგრავი მინიმუმის სახით უკვე თითქმის 37 მილიონი ლარი გასცა

18.04.2014 · ფინანსები
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, პირველი აპრილიდან დღემდე შევსებული დეკლარაციების რაოდენობა 410 ათასზე მეტია.

გიორგი ქადაგიძე ქართული საბანკო სექტორის მთავარ პრობლემებს ასახელებს
გიორგი ქადაგიძე ქართული საბანკო სექტორის მთავარ პრობლემებს ასახელებს

18.04.2014 · ფინანსები
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ქართული საბანკო სექტორის ერთერთ მთავარ პრობლემად მსესხებლებში დაბალ საბუღალტრო სტანდარტებს და გაუმჭვირვალობას ასახელებს.

რა რისკებთანაა დაკავშირებული „საქართველოს განვითარების ბანკის“ ფუნქციონირება?
რა რისკებთანაა დაკავშირებული „საქართველოს განვითარების ბანკის“ ფუნქციონირება?

18.04.2014 · ფინანსები
მთავრობამ „განვითარების ბანკის“ დაფუძნების განზრახვის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

2014-2015 სასწავლო წლის პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამები
2014-2015 სასწავლო წლის პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამები

18.04.2014 · საზოგადოება
2014-15 სასწავლო წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დასაფინანსებელი მიმართულებების სია უკვე ცნობილია

,,სილქნეტი" GMG-ს ყიდულობს
,,სილქნეტი" GMG-ს ყიდულობს

17.04.2014 · ბიზნესი
გაიზრდება თუ არა სილქტივის პაკეტების ღირებულება?

რატომ ლანძღავს ხელისუფლებასა და გოგი თოფაძეს ბიზნესმენი ფადი ასლი
რატომ ლანძღავს ხელისუფლებასა და გოგი თოფაძეს ბიზნესმენი ფადი ასლი

17.04.2014 · ბიზნესი
თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე საგადასახადო კოდექსში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით პოზიციას აფიქსირებს.

სახაზინო ვალდებულებების გაზრდილმა ემისიამ საპროცენტო განაკვეთები 42%-ით გააძვირა
სახაზინო ვალდებულებების გაზრდილმა ემისიამ საპროცენტო განაკვეთები 42%-ით გააძვირა

17.04.2014 · ეკონომიკა
სახელმწიფო ბანკებს ბიზნესის დასაკრედიტებელ რესურსს აცლის

სამინისტროები და დეპუტატები მეცხვარეობის გადასარჩენად
სამინისტროები და დეპუტატები მეცხვარეობის გადასარჩენად

17.04.2014 · საზოგადოება
ბოლო წლებში მეცხვარეებს საქმე ისე წაუვიდათ, რომ რეალურად გადასახადების გარდა, ხელში აღარაფერი შერჩა

მეწარმეობის განვითარების სააგენტო ბენეფიციარებს ძირითადად გრანტების სახით დააფინანსებს
მეწარმეობის განვითარების სააგენტო ბენეფიციარებს ძირითადად გრანტების სახით დააფინანსებს

17.04.2014 · ეკონომიკა
,,მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ბიუჯეტი ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩადებული თანხებისგან იქნება შედგენილი"