რა ზეგავლენა მოახდინა თვითმმართველობის არჩევნებმა ეკონომიკაზე » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : რა ზეგავლენა მოახდინა თვითმმართველობის არჩევნებმა ეკონომიკაზე
ნანახია: 481

ჩვეულებრივ, არჩევნები ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლაზე დადებით ზეგავლენას არ ახდენს, რადგან ინვესტორები მოლოდინის რეჟიმში გადადიან და შედეგების გამოცხადებამდე აქტივობებისგან თავს იკავებენ. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დემოკრატიული არჩევნები ქვეყნის ავტორიტეტს და რეიტინგს ზრდის, რაც, შესაბამისად, ინვესტიციებზე დადებით ზეგავლენას ახდენს. "ბანკები და ფინანსები" შეეცადა გაერკვია, როგორ იმოქმედებს 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს ეკონომიკაზე, ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებაზე და სხვა მსგავს პროცესებზე. გთავაზობთ ექსპერტების, ბიზნესმენებისა და მთავრობის წარმომადგენლების კომენტარებს.

დავით ნარმანია, ა/ო "ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის" ექსპერტი, - "თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არჩევნებმა ძალიან მშვიდ გარემოში ჩაიარა და მას არანაირი ექსცესები არ მოჰყოლია, ვფიქრობ, რომ ხელს არ შეუშლის, თუმცა არც შეუწყობს. ამას ემატება ისიც, რომ თვითმმართველობა ბიზნესთან პირდაპირ კავშირში არ არის. აქედან გამომდინარე, ვერ შეცვლის ფონს ვერც თბილისში და ვერც რეგიონებში. ასე რომ, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ვერც წაეხმარება ბიზნესს და ვერც ხელს უშლის".

ზურაბ მელიქიშვილი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, - "ქვეყნის მასშტაბით წარმატებით ჩატარებული ნებისმიერი არჩევნები, რა თქმა უნდა, მუდმივად დადებით გავლენას ჰპოვებს ქვეყნის შიგნით ინვესტიციების შემოდინებაზე და ამ მიმართულებით მიზიდულობის გაზრდაზე. საქართველომ ჩააბარა ძალზედ მნიშვნელოვანი გამოცდა ქვეყნის სტაბილურობის და აღმშენებლობის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ამას უდაოდ დადებითი და პოზიტიური გავლენა ექნება".

გიგა ხუხაშვილი, ეკონომიკის ექსპერტი, - "ნებისმიერი ტიპის არჩევნები უკავშირდება გარკვეულ პოლიტიკურ რისკებს, შესაბამისად, წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეული მოლოდინების გამო ეს ინვესტიციები იკლებს, ხოლო შემდგომ უბრუნდება არსებულ ნიშნებს. წმინდა ფსიქოლოგურად და მოკლევადიან ჭრილში შეიძლება ამას რაიმე მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ გრძელვადიან ბიზნესგარემოში და ასევე, ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით, არა მგონია, რომ ამ არჩევნებს რაიმე დადებითი ან უარყოფითი შედეგები მოჰყვეს, რადგანაც ის სისტემური პრობლემები, რაც ქვეყანაში გვაქვს, ყოველგვარი არჩევნებისგან დამოუკიდებლად, არ იძლევა საშუალებას ნორმალური საინვესტიციო კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებისა. ეს არის სისტემური პრობლემა და არა საარჩევნო პრობლემა. ვიღაცეები ხატავენ სურათს, თითქოს, ინვესტორები საბაჟოსთან რიგში იყვნენ ჩამდგარნი და ელოდებოდნენ არჩევნების შედეგებს. ხოლო ამ არჩევნების შემდეგ მოაწყდებიან სახელმწიფოს. ეს არის ილუზია, სატყუარა, რომელიც პროპაგანდა უფროა. ჩვენ ვხედავთ, რომ პრობლემა ბლომად არის და ბევრად უფრო საფუძვლიანია, ვიდრე ეს შეიძლება ადგილობრივი არჩევნები იყოს".

გიორგი ისაკაძე, ბიზნესმენი, "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტი, - "კარგია, რომ ეს არჩევნები ჩატარდა და უკვე დამთავრდა. წინასაარჩევნო პერიოდი ყოველთვის არის რაღაცის შემაფერხებელი. ალბათ, ყველაფერი გაგრძელდება ჩვეულებრივად, როგორც ადრე იყო. რაიმე განსაკუთრებულს არ ველოდები, მაგრამ ზოგადად ვიტყვი, რომ ის, რაც იყო არჩევნებამდე, მინდა შენარჩუნდეს, როგორიცაა ბანკების გააქტიურება და ინვესტიციების მოზიდვა".

ირაკლი ღვალაძე, "საქპატენტის" ხელმძღვანელი, - "ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო პოლიტიკურად მომწიფებული ქვეყანაა. პროცესმა ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა და ეს თავისთავად ხელს შეუწყობს ბიზნესსაც. განცდა არის და რეალობაც, რომ უკეთესად მუშაობს ბიზნესი და უკეთესი საინვესტიციო გარემო არის. ამიტომაც, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევენები დადებით გავლენას იქონიებს".

ნოდარ ჯავახიშვილი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი, - "მე მაინტერესებს, ამ არჩევნებზე რაიმე შეიცვალა საქართველოში? უპირველესად, მინდა გითხრათ, რომ არ ვეთანხმები იმ ე.წ. ექსპერტებს, რომელიც თვლიან, რომ ეს არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა. მეორე, ხელისუფლების რიგები ამით არ შეიცვალა, რასაც აკეთებდა სააკაშვილი და მისი გუნდი, იმასვე გააგრძელებენ და როგორ შეიძლება შეიცვალოს ეს ქვეყანა. ეს მთავრობა ანგრევდა ქართულ ეკონომიკას და ისევ ესენი დარჩნენ ხელისუფლებაში. შესაბამისად, გააგრძელებენ ამ დანგრევას. არანაირ ცვლილებას ქართული საზოგადოება არცერთ შემთხვევაში არ უნდა ელოდოს".

ლევან კალანდაძე, ეკონომიკის ექსპერტი, - "ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, თავისთავად ბიზნესის განვითარებაზე არანაირ გავლენას არ ახდენს. გავლენას ახდენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გატარებული პოლიტიკა, ანუ რამდენად შედეგზე ორიენტირებული იქნება ახლადარჩეული საკრებულოს პოლიტიკა. ბუნებრივია, ეს გავლენას მოახდენს და ამაზე მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული ქვეყანაში ბიზნესის განვითარების პერსპექტივა. თვითონ არჩევნები კი, ბუნებრივია, არანაირ გავლენას არ მოახდენს. არჩეული ხელისუფლების თვითმმართველობა და მმართველობის ორგანოების მიერ განხორციელებული პოლიტიკა კი ნამდვილად ახდენს გავლენას. რამდენად ნოვატორული და კრეატიული იქნება ახალი მერი და ახალი საკრებულო ამ მიმართულებით, ამას უახლოესი პერიოდის ინიციატივები გვაჩვენებს. სამწუხაროდ, მმართველი გუნდის მხრიდან, მხედველობაში მაქვს ნაციონალური მოძრაობა და მერობის კანდიდატი ბატონი უგულავა, წინასაარჩევნოდ რაიმე კონკრეტული ბიზნესის განვითარების კუთხით და ზოგადად, ეკონომიკური ინიციატივები და პროგრამები საზოგადოებას არ მოუსმენია. პრაქტიკულად, მათ მხოლოდ განცალკევებული და განდგომილი დაპირებები შესთავაზეს საზოგადოებას. ამ დაპირებებს არანაირი არც გათვლები და არც პრიორიტეტები თან არ ახლდა, შესაბამისად, ის არც პროგრამულად იყო უზრუნველყოფილი, ის ეკონომიკის და ბიზნესის განვითარებას არ ეხებოდა. სხვა რა დაგვრჩენია, უნდა დაველოდოთ შედეგებს".

ნოდარ ხადური, ეკონომიკის ექსპერტი, - "სიმართლე გითხრათ, რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ადგილობრივმა არჩევნებმა, არ ვიცი. ის, რომ ქვეყანაში არ დაძაბულა სიტუაცია, ეს, რა თქმა უნდა, კარგია. თუმცა, ადგილობრივ არჩევნებს შეეძლო მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოეხდინა დადებითი ზეგავლენა ეკონომიკურ ზრდაზე, თუ ადგილობრივ ხელისუფლებას ექნებოდა შესაბამისი ბერკეტები იმისა, რომ მათ შეეძლებოდათ გარკვეულად წაეხალისებინათ ინვესტორთა საქმიანობა მათ რეგიონებში. ჩვენთან კი ადგილობრივ ხელისუფლებას არანაირი რესურსი არ გააჩნია, ამიტომ, ჩემი აზრით, ამ არჩევნებს არანაირი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია ეკონომიკის შემდგომ განვითარებაზე".

ირაკლი ლექვინაძე, ეკონომიკის ექსპერტი, - "საერთოდ, წინასაარჩევნო პერიოდში ინვესტიციები იკლებს, რადგან ელოდებიან შედეგებს. ასე იყო ჩვენს შემთხვევაშიც. თუმცა, ჩემი აზრით, თუ ყველაფერი ასეთ მშვიდ ვითარებაში გაგრძელდება, როგორც აქამადე იყო, ის არანაირ გავლენას არ იქონიებს ბიზნესზე".


მოამზადა დაკო შონიამ


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48