საქართველოს საგარეო ვალის ზრდა 2007 წლიდან ფიქსირდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : საქართველოს საგარეო ვალის ზრდა 2007 წლიდან ფიქსირდება
ნანახია: 449



ბევრი იტყვის - ხომ ხედავთ, რამდენ რამეს აშენებენ, გზებიც იგებაო. მაგრამ რაც კეთდება, მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული სესხით კეთდება, რომლის ლომის წილიც ისევ ხელისუფლების ჯიბეში მიდის და მერე ამ სესხის გადახდა მოსახლეობის ხარჯზე მოხდება ხუთმაგად. ამ ხნის განმავლობაში ქვეყანას ბიუჯეტის 18 _ 20%-ის გადახდა მოუწევს ვალის პროცენტების დასაფარად.
ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტის (CEPR) მიერ სახელმწიფო ვალის მოცულობისა და სიმძიმის შეფასების თანახმად, 2005-2006 წლებში საგარეო ვალის კლების ტენდენცია შეიმჩნეოდა.
2005 წელს საქართველოს საგარეო ვალი 3 509.0 მლნ ლარი იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 15.6 პროცენტით ნაკლებია, 2006 წელს საგარეო ვალის მოცულობა 2 954.2 მლნ ლარს შეადგენდა, რაც 2005 წლის მაჩვენებელზე 15.8 პროცენტით ნაკლებია. 2007 წელს კი საგარეო ვალი 3.015.3 მლნ ლარზე დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებლის 2.1 პროცენტით აღემატება.
2008 წელს საგარეო ვალი 4.4074 მლნ ლარზე დაფიქსირდა, ხოლო 2009 წელს კი - 5.927.4 მლნ ლარზე.
ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ევროგაერთიანების მიმართ დავალიანება შემცირდა, თუმცა, მნიშვნელოვნად გაიზარდა მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და აზიის განვითარების ბანკის მიმართ დავალიანება.
საქართველოს საგარეო ვალის 73 პროცენტი მრავალმხრივ კრედიტორებზე მოდის, 2009 წელს ეს მაჩვენებელი 4 048.0 მლნ ლარს შეადგენდა.
2010 წელს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულია საგარეო ვალდებულებების მატება 1 213 527 300 ლარით, ხოლო დავალიანებების დაფარვა 135 318 700 ლარით.
რაც შეეხება ორმხრივ კრედიტორებს, ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიზარდა საქართველოს ვალი გერმანიის მიმართ - 2009 წელს ამ ქვეყნის მიმართ საქართველოს ვალდებულებებმა 360 700 000 ლარი შეადგინა, წელს კი 420 200 000 ლარზე ფიქსირდება.
სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტების მოცულობა წლების მიხედვით შემცირდა და წელს 6.5 მლნ ლარს შეადგენს.
მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის მიმართ არსებული ვალდებულებების შემდეგ, სიდიდით სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით (ევროობლიგაციები) არსებული ვალდებულება მოდის, რომელიც 2010 წლის ბიუჯეტის მონაცემებით, 850 მლნ ლარს შეადგენს.
ევროობლიგაციები 2008 წელს 5 წლის ვადით იქნა გამოშვებული, მისი დაბრუნება 2013 წლისთვისაა განსაზღვრული, რის გამოც აღნიშნული წელი, საგარეო ვალდებულებების გასტუმრების თვალსაზრისით საქართველოსთვის ყველაზე მძიმეა.
ამ თანხების დიდი ნაწილი არაკვლავწარმოებად სექტორებში იხარჯება, მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად. აღებული ვალით კი ჩვენი მოქალაქეების მიერ ძირითადად იმპორტირებული პროდუქციის შესყიდვები ხორციელდება. გამოდის, რომ საქართველო აღებული ვალით სხვა ქვეყნებს და მათ წარმოებებს აფინანსებს.
ექსპერტების აზრით, ბუნებრივია, საგარეო ვალების მომსახურება ქვეყნისთვის მძიმე ტვირთია. რადგან ისედაც უარყოფითი სავაჭრო სალდო მნიშვნელოვნად იზრდება. იმისათვის, რომ აუცილებელი პროდუქტი შემოვიდეს ქვეყანაში, ისევ დაგვჭირდება უცხოური ვალუტა, რომლის წყარო არ არსებობს. სახელმწიფო პოლიტიკა კი ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და ექსპორტის გაზრდას ხელს არ უწყობს.
ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48