ნანახია: 621
"საქართველოს ბანკმა" სამედიცინო დაწესებულება 5,8 მილიონი დოლარით დააკრედიტა
სს "საქართველოს ბანკი" მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მშენებელობა-რეკონსტრუქციისათვის 5,8 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის 6-წლიან სესხს გამოყოფს. საკრედიტო ხაზის გახსნის თაობაზე 25 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ბანკის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა განაცხადა, რომ ბანკის მენეჯმენტი გათვლას მომავალზე აკეთებს. მან აღნიშნა, რომ ჰოსპიტალური სექტორი ამ ეტაპზე მომგებიანი არ არის თუმცა პერსპექტიულია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 8% ჯანდაცვის სფეროზე მოდის. გილაურმა აღნიშნა, რომ პერსპექტიულია 3-4 ვარსვლავიანი სასტუმროების ბიზნესი - ამ მიმართულებით სესხი ბანკმა "აჭარა ჯგუფს" რამდენიმე დღის წინათ გამოუყო. საავადმყოფო შენდება 4,435 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთზე, შენობის საერთო ფართი დაახლოებით 18 ათასი კვ. მეტრია. მრავალპროფილური საავადმყოფო მოიცავს: ტრავმატოლოგია-ორთოპედიას, მუცლის და გულმკერდის ქირურგიას, ნეიროქირურგიას, ნევროლოგიას, ოფთალმოლოგიას, ყბა-სახის ქირურგიას, სხივოთერაპიას, ენდოვასკულარულ ნეიროქირურგიას, დიაგნოსტიკას, ლაბორატორიას, სისხლის ბანკს, ტრახითერაპიას, ნუკლეალური მედიცინას, ონკოგემატოლოგიას, ქიმიოთერაპიას, დღის სტაციონარს, პოლიკნილიკასა და ენდოსკოპიურ ქირურგიას, განთავსდება 12 სართულზე და ექნება 205 საწოლი. "მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრის, საუნივერსიტეტო კლინიკის" მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება, რისთვისაც 3 მლნ. აშშ დოლარია საკმარისი. ცენტრის ორი სართულის (0 და პირველი სართული) რეაბილიტაციისთვის მანამდე 2 მლნ. აშშ დოლარის საკრედიტო ხაზი გახსნილი ჰქონდა ბანკ "რესპუბლიკას", რომელმაც შემდეგი ეტაპის სამუშაოების დაფინანსებისგან თავი შეიკავა.
2010 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, "საქართველოს ბანკის" მიერ კორპორაციულ კლიენტებზე გაცემული სესხები 951 მლნ. ლარს შეადგენს, რაც 9,4%-იანი ზრდაა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით. "მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრის, საუნივერსიტეტო კლინიკის" მშენებლობა, ჯანდაცვის სფეროში, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია. სამედიცინო ცენტრი საერთაშორისო სტანდარტებითა და მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღიჭურვება.
|