ხელისუფლებისა და კომერციული ბანკების პრიორიტეტები განსხვავდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ხელისუფლებისა და კომერციული ბანკების პრიორიტეტები განსხვავდება
ნანახია: 565

ხელისუფლებისა და კომერციული ბანკების პრიორიტეტები მნიშვნელოვნად განსხვავდება

ხელისუფლებამ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად დღემდე არაერთი ანტიკრიზისული პროგრამა წარმოადგინა, თუმცა ის, თუ რამდენად ეფექტურია ეს პროგრამები და ახდენს თუ არა კრიზისის დაძლევის ხელშეწყობას, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია.

ანტიკრიზისული პოლიტიკის ნაწილად უნდა განვიხილოთ ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკის მიერ დაწყებული დედოლარიზაციის პოლიტიკაც, რაც ქვეყანაში ლარის მიმართ მოსახლეობის ნდობის ხარისხის ამაღლებას ისახავს მიზნად.
გამომდინარე იქედან, რომ ქვეყნებს, სადაც ადგილობრივი ვალუტას მოსახლეობაში მაღალი ნდობა აქვს, კრიზისის უარყოფითი შედეგები ნაკლებად ეხება.

მართალია, მთავრობა და ეროვნული ბანკი გამალებით ცდილობს დაძლიოს კრიზისი, თუმცა, საინტერესოა, რამდენად კოორდინირებულად მიმდინარეობს ეს პოლიტიკა მთავრობას, ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებს შორის.
კრიზისის დასაძლევად, მითუმეტეს, განვითარებად ქვეყანაში დიდი მნიშვნელობა აქვს კომერციული ბანკების საკრედიტო პოლიტიკას, რომელიც საქართველოში გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება.
2008 წლის მოვლენების შემდეგ კომერციული ბანკები თითქმის წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში თავს იკავებდნენ სესხების გაცემისგან და აქცენტს ძირითადად პრობლემური სესხების ამოღებაზე აკეთებდნენ.
ბოლო პერიოდში კი ბანკებმა საკრედიტო პოლიტიკა გაააქტიურეს, რის მიზეზადაც ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობა და რისკების შემცირება სახელდება.

აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ მიმდინარე წელს ბანკების საკრედიტო პორტფელის ზრდის გარდა, კიდევ ერთი სასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა, კერძოდ, 1 აპრილის მონაცემებით, ჯამში, ბანკების მოგებამ 15 მილიონს გადააჭარბა. ამასთან, ბანკების მიერ მარტის თვის მოგებით დახურვის პარალელურად, სისტემაში ვადაგადაცილებული სესხები 5 მილიონ 481 ათასით, 217 მლნ. ლარამდე გაიზარდა.

თუმცა, ექსპერტები ამ მაჩვენებლების მიუხედავად, ერთ საშიშ ტენდენციაზე მიანიშნებენ. ბანკებმა საკრედიტო პოლიტიკის გააქტიურებასთან ერთად, გაააქტიურეს სამომხმარებლო დაკრედიტება, რაც ექსპერტთა დიდი ნაწილის მოსაზრებით, შეცდომის გამეორებად შეიძლება იქცეს. ექსპერტები განმარტავენ, რომ კრედიტი, რომელიც არა შიდა ეკონომიკის განვითარებას, არამედ იმ სამომხმარებლო საქონლის შეძენას ხმარდება, რომელიც საქართველოში არ იწარმოება, ხელს უწყობს კრიზისის გაღრმავებას.
თუკი მიმდინარე წლის 1 იანვრისთვის ბანკების საკრედიტო პორტფელი 4 984 641 000 ლარს შეადგენდა, 1 აპრილისთვის საკრედიტო პორტფელმა 5 088 688 000 ლარს მიაღწია.
1 აპრილის მონაცემებით წინა თვეებთან შედარებით კვლავ გაზრდილია ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა და 217 139 000 ლარს აღწევს.

მართალია, ბანკებმა საკრედიტო პოლიტიკა გაააქტიურეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, თუ რა სახის სესხებს გასცემენ ბანკები და სად მიდის მათ მიერ გაცემული თანხები.
ეროვნული ბანკის ოფიციალური ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების ნახევარი იმპორტის დაფინანსებაზე მოდის. მისი ზრდის ტენდენცია მიმდინარე პერიოდშიც შენარჩუნებულია.

საბანკო სექტორში მიმდინარე წლის 1 აპრილის მონაცემებით დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი 47%-იანი წილი ვაჭრობის სფეროზე მოდის. მრეწველობაში გაცემული სესხების წილი 22%, მშენებლობაზე კი მხოლოდ 11%-ია.
განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა აგროსექტორის დაკრედიტების კუთხით. გამომდინარე ამ სფეროს მაღალი რისკებიდან და არარენტაბელობიდან, ბანკები ამ სფეროსთვის სესხების გაცემისგან თავს იკავებენ. ეს მაშინ, როცა სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის განცხადებით, სოფლის მეურნეობა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულ სფეროს წარმოადგენს და მისი განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია.

თუმცა, გაუგებარია, როგორ უნდა მოხდეს სოფლის მეურნეობის განვითარება, როცა ბანკები, პრაქტიკულად, კეთროვანად აღიქვამენ სოფლის მეურნეობას და ფერმერებს, რომელთაც სესხის აღება უნდათ. აგროსესხები მიმდინარე წლის 1 აპრილის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ უცხოურ ვალუტაში მთლიანად გაცემული სესხების 1%-საც კი არ შეადგენს. მაშინ, როცა საშუალო საპროცენტო განაკვეთი აგროსესხებზე უცხოურ ვალუტაში 18%-ს აღწევს. რაც შეეხება ადგილობრივ ვალუტას, აქაც ანალოგიური ვითარებაა. აგროსესხები ლარში მთლიანად გაცემული სესხების 0,4%-ს შეადგენს, ხოლო საშუალო საპროცენტო განაკვეთი სხვადასხვა სესხებს შორის, ასევე, ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და 19%-ს შეადგენს.
აი, ასე განსხვავდება ერთმანეთისგან ხელისუფლებისა და კომერციული ბანკების მიერ გატარებული პოლიტიკა და პრიორიტეტები.

ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სესხების ძირითადი ნაწილი დედაქალაქში გაიცემა, კერძოდ, თბილისზე ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების 72%, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების 85% მოდის.
ამ საკითხთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი შემდეგ კომენტარს აკეთებს: "ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკა ეკონომიკის განვითარებისა და აღმასვლისა. ქვეყანაში უნდა არსებობდეს პოლიტიკა, რომელიც გათვლილი იქნება 5-10 წელიწადზე, სახელმწიფოს არ უნდა სჭირდებოდეს 80% პროდუქციის ქვეყნის გარედან შემოტანა. ქართული ხელისუფლება ეკონომიკის აღმასვლას შადრევნებისა და სავაჭრო ობიექტების გახსნას უკავშირებს. ეკონომიკის გამოცოცხლება და განვითარება კი სასოფლო-სამეურნეო გადამამუშავებელი ქარხნების და საწარმოების ამუშავების გარეშე წარმოუდგენელია. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ეროვნულ ბანკის საქმე, ეს ხელისუფლების ნება უნდა იყოს, რომელიც უნდა ქმნიდეს შესაბამის ბიზნესგარემოს ეკონომიკისა და წარმოების განვითარებისთვის.

ასე რომ, თუკი ქვეყანაში 20 წლიანი კრიზისის დაძლევა გვინდა, ამისთვის ხელისუფლებისა და კომერციული ბანკების პოლიტიკა კოორდინირებული უნდა იყოს და მათი პრიორიტეტები მეტ-ნაკლებად მაინც უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს."


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48