მობილური ბანკინგი » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : მობილური ბანკინგი
ნანახია: 556

"მაგთიკომმა" და "ლიბერთი ბანკმა" მომხმარებელს ინოვაციური პროდუქტი _ მობილური ბანკინგი შესთავაზა
ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიამ "მაგთიკომი" და "ლიბერთი ბანკმა" მომხმარებელს ერთობლივი პროდუქტი – მობილური ბანკინგი შესთავაზეს, რომელიც მაგთი/ბალის აბონენტს საშუალებას აძლევს გახსნას საკუთარი ფულად ანგარიში "ლიბერთი ბანკში" და ეს საბანკო ანგარიში მობილური ტელეფონით მართოს.
როგორც ახალი პროდუქტის პრეზენტაციაზე "მაგთიკომის" მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ირაკლი ლობჟანიძემ განაცხადა, "მაგთის" მობილური ბანკინგი, საქართველოში პირველად ეშვება და ეს არის უპრეცედენტო პროდუქტი, რომელიც არამარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში სულ რამდენიმე კომპანიას აქვს დანერგილი. საუბარი არის საბანკო ანგარიშის მართვაზე მობილურის საშუალებით, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას გადავურიცხოთ თანხა "მაგთიკომის" სხვა აბონენტებს და გადავიხადოთ კომუნალური გადასახადები". მისივე განცხადებით, ამ პროდუქტს დიდი მომავალი აქვს, რადგან ამ სერვისის მომხმარებლებს უახლოეს მომავალში შეეძლებათ მიიღონ მიკრო სესხები ას ლარამდე თანხის ოდენობით, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ დააკმაყოფილებენ ბანკის მოთხოვნებს.
"ლიბერთი ბანკის" ვიცე-პრეზიდენტი გიორგი არველაძე კი იმედოვნებს, რომ ამ ორი კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული სერვისი უფრო კომფორტული და მისაღები იქნება მოსახლეობისთვის. "იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის ადვილი გახდეს თანხების შეტანა და გამოტანა, "მაგთის" ოფისებისა და "ლიბერთი ბანკის" მომსახურების ცენტრების გარდა, იგეგმება, რომ ეს სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურებზე, სუპერმარკეტებში და ისეთ ადგილებშიც გახდეს შესაძლებელი, სადაც არის ფულადი მასა".

ირაკლი ლობჟანიძის განცხადებით, ამ სერვისით სარგებლობა მომხმარებელს ნებისმიერი მოდელის ტელეფონით შეეძლება. ეს პროგრამა ჩაწერილია სიმ-ბარათზე. ამ სერვისით სარგებლობის მსურველებს "მაგთიკომი" ოფისებში შეუცვლიან ამ სპეციალური სიმ-ბარათით ძველ სიმ-ბარათს და ავტომატურად გაიხსნება ანგარიში "ლიბერთი ბანკშიც".

"ლიბერთი ბანკის" ვიცე-პრეზიდენტი გიორგი არველაძე იმედოვნებს, რომ ამ ორი კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული სერვისი უფრო კომფორტული და მისაღები იქნება მოსახლეობისთვის. "იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის უფრო ადვილი გახდეს მობილური ბანკინგით სარგებლობა, "მაგთის" ოფისებისა და "ლიბერთი ბანკის" მომსახურების ცენტრების გარდა, მომსახურება იგეგმება სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურებზე, სუპერმარკეტებში და ა.შ"

სიმ-ბარათის შეცვლა მომხმარებელს 5 ლარი დაუჯდება. თანხის შეტანა მობილურ საბანკო ანგარიშზე "მაგთიკომისა" და ბანკის ოფისებში უფასოა, ხოლო მონო-ბარათით შევსების შემთხვევაში, მონოს ნომინალის 5% - მომსახურებით სარგებლობის საკომისიო კი განსხვავებულია. მობილური საბანკო ანგარიშიდან თანხის გამოტანა – თანხის 5%, მობილური საბანკო ანგარიშიდან მობილურ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვა – 1 ლარი, მობილური საბანკო ანგარიშიდან თანხის გადარიცხვა იმ აბონენტებთან, რომელსაც არ აქვს გახსნილი ანგარიში – 1 ლარი + გადარიცხული თანხის 5%. მობილური საბანკო ანგარიშიდან საკუთარი სატელეფონო ანგარიშის შევსება – უფასო, სხვისი სატელეფონო ანგარიშის შევსება კი 30 თეთრი. კომუნალური გადასახადების დაფარვა – 1 ლარი.

"მაგთიკომისა" და "ლიბერთი ბანკის" წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ პროდუქტი მომხმარებელში დიდი პოპულარობით ისარგებლებს და ბევრი მომხმარებელიც ეყოლებათ. თუმცა, სერვისი რამდენად პოპულარული და მოთხოვნადი გახდება, უახლოეს მომავალში შევიტყობთ.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48