საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მონიტორინგი » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მონიტორინგი
ნანახია: 970

ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი 2009 წლის აგვისტოდან მუშაობდა პროექტზე - "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა მონიტორინგის გზით". პროექტი განხორციელდა ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით.

უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველოს გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში, კვლავ ბევრი ხარვეზი იქნა დაშვებული შემოსავლების პროგნოზირების, საბიუჯეტო პრიორიტეტების ჩამოყალიბების, საბიუჯეტო ასიგნებათა ალოკაციისა და ხარჯების ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის პროცესში. აღნიშნული საკითხები განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც საქართველოში 2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენებისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის გავლენით, დადგა საბიუჯეტო შემოსავლების შემცირების რეალური საფრთხე და ქვეყანაში უამრავმა სოციალურმა პრობლემამ იჩინა თავი.

პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მონიტორინგის გზით საბიუჯეტო პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ბიუჯეტის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და 2010 წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის აქტიურ თანამონაწილეობას.

დასახული მიზნების უზრუნველსაყოფად, მონიტორინგი განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით: 2009 წლის საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზებისა და ბიუჯეტის შესრულების ანალიზი; საგარეო ვალის მონიტორინგი; ბიუჯეტის ხარჯების მიზნობრიობის, ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის მონიტორინგი; საბიუჯეტო პრიორიტეტების საქართველოს სოციალურ - ეკონომიკურ მდგომარეობასთან შესაბამისობის ანალიზი; მთავრობის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისობის მონიტორინგი და სხვა.

პროექტში ჩართულმა ექსპერტებმა, 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისა და საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მონაცემებისა და მასალების დამუშავების შედეგად, ჩამოაყალიბეს რეკომენდაციები 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებასთან და საბიუჯეტო კანონმდებლობის სრულყოფასთან დაკავშირებით.

საბიუჯეტო სისტემის სამართლებრივი რეგულირების თვალსაზრისით, ექსპერტებმა დიდი ყურადღება დაუთმეს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის პროექტის შესწავლას. აღნიშნული პროექტის შესწავლის საფუძველზე შემუშავებულ იქნა მოსაზრებები და წინადადებები საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის სრულყოფისათვის, რომლებიც წარედგინა საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს კონტროლის პალატას, საქართველოს პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს. თუმცა, პრაქტიკულად ცენტრის მიერ შემუშავებული მოსაზრებები და წინადადებები არ იქნა გათვალისწინებული.
საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის ბიუჯეტის პროექტის წარმოდგენის შემდეგ, ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი ეკონომიკასა და საბიუჯეტო საკითხებში მოწვეულ ექსპერტებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე გაიმართა მსჯელობა 2009 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებულ პრობლემებზე, გამოითქვა მოსაზრებები 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით.

ცენტრის აზრით, ბიუჯეტის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად მასმედიის ჩართვა ბიუჯეტის მონიტორინგის პროცესში განსაკუთრებით აქტუალურია. ამ მიზნით, ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრმა პროექტის მსვლელობისას გამართა რამდენიმე შეხვედრა მას-მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე ექსპერტებმა ჟურნალისტებს წარუდგინეს სახელმწიფო ბიუჯეტის მონიტორინგის მიმდინარე კვლევის შედეგები. აგრეთვე, მოეწყო ორი სემინარი: (1) საბიუჯეტო კლასიფიკატორი (GFSM -2001) და ბიუჯეტის ფორმირების წესები; (2) ძირითადი მიმართულებები და კვლევის მეთოდები, რომელიც უნდა გამოიყენოს ჟურნალისტმა საბიუჯეტო პროცესის მონიტორინგის მიზნით.
ცენტრის მიერ გამართულ შეხვედრებს დაესწრო სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოს, ბეჭდვითი და ელექტრონული პრესის, ტელე და რადიო მაუწყებლობის წარმომადგენელი. ექსპერტების მიერ წარმოდგენილი დასკვნები ფართოდ გაშუქდა საინფორმაციო საშუალებებით.
საბიუჯეტო პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურად ჩართვის უზრუნველსაყოფად, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან ცენტრმა ლექცია-სემინარები გამართა. განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: თუ როგორ მოიძიონ სახელმწიფო ბიუჯეტი; რა ძირითადი ნაწილებისაგან შედგება ბიუჯეტი; რა ხარვეზები იქნა გამოვლენილი 2009 წლის ბიუჯეტის შედგენისას და შესრულებისას; რა მნიშვნელობა აქვს ბიუჯეტის სამოქალაქო მონიტორინგს. აგრეთვე, ჩატარდა სტუდენტთა გამოკითხვაც.

კვლევის პროცესში მოძიებულ იქნა სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ყველა მნიშვნელოვანი პუბლიკაცია, ანგარიში და სტატისტიკური ინფორმაცია საბიუჯეტო საკითხებთან დაკავშირებით. ოფიციალური საჯარო ინფორმაციის მოძიების მიზნით, ცენტრი აქტიურად თანამშრომლობდა სახელმწიფო დაწესებულებებთან, განსაკუთრებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან.

ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი 2010 წლის 14 მაისს გამართავს ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მონიტორინგის" პრეზენტაციას. პუბლიკაციაში წარმოდგენილია პროექტის ფარგლებში განხორციელებული ანალიტიკური კვლევის, მონიტორინგის შედეგები და შემუშავებული რეკომენდაციები შემდეგი მიმართულებით: საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ძირითადი მიმართულებები; საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზი; საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზი; სახელმწიფო საგარეო ვალი; საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; ბიუჯეტი თანამედროვე სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის პრიზმაში.
ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი მზად არის ბიუჯეტთან დაკავშირებულ და სხვა საკითხებზე გააგრძელოს მუშაობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად და გაითვალისწინოს საქმიანი შენიშვნები და წინადადებები.






 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48