ქართული ბანკების საკრედიტო პოლიტიკა არ იცვლება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ქართული ბანკების საკრედიტო პოლიტიკა არ იცვლება
ნანახია: 910


კრედიტის გაცემის პირობები მარტივდება, მაგრამ დაკრედიტების მოცულობა არ იზრდება

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, პრაქტიკულად, პირველად დაფიქსირდა სასიხარულო ტენდენცია საქართველოს საბანკო სექტორში. 2010 წლის 31 მარტის მონაცემებით სექტორის მთლიანმა მოგებამ 15 მილიონ 337 ათასი ლარი შეადგინა.
წამყვან ქართულ ბანკებში აცხადებენ, რომ მოგების მაჩვენებლის ზრდის ერთ-ერთი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი 2010 წლის პირველ კვარტალში, მათ მიერ გაცემული სესხების მოცულობის ზრდაა. კერძოდ, "საქართველოს ბანკში" განმარტავენ, რომ 2010 წლის პირველ კვარტალში, ბანკის მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 335 მილიონ ლარს გადააჭარბა. მთლიანი სასესხო პორტფელი 5.7%-ით გაიზარდა და 1.8 მილიარდი ლარი შეადგინა. ხოლო 2009 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, "საქართველოს ბანკის" საცალო საბანკო საქმიანობის სასესხო პორტფელის 12%-ს შეადგენდა მიკრო სესხები, 43%-ს იპოთეკური სესხები, 29%-ს სამომხმარებლო სესხები, 16%-ს კი საკრედიტო ბარათები და ოვერდრაფტები.
ბოლო პერიოდში ბანკებმა საკრედიტო პოლიტიკა განსაკუთრებით გაააქტიურეს და ინტენსიურად აწარმოებენ სარეკლამო კამპანიას საკრედიტო განაკვეთების შემცირებასთან დაკავშირებით. ქართულ ეკონომიკას მდგრადობისა და განვითარებისთვის დღეს, ისე როგორც არასდროს, მართლაც ესაჭიროება საბანკო დაკრედიტება და არც სისტემაშემქმნელი ბანკები უჩივიან ლიკვიდობის პრობლემას. მათ საკრედიტო ლიმიტების მოცულობის გაზრდის შესახებაც გააკეთეს განცხადებები, მაგრამ "ძაღლის თავი" სხვაგანაა დამარხული, თუმცა არცთუ შორს – რა შეთავაზებაც არ უნდა აკეთოს საბანკო სექტორმა, თუ ეკონომიკამ არ აითვისა ბაზარზე არსებული საკრედიტო რესურსი (იგულისხმება ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი საკრედიტო პროექტები), მხოლოდ გაზრდილი ლიკვიდობა და მხოლოდ ბევრი ფული ბანკებში ეკონომიკას დიდ ვერაფერ სტიმულს მისცემს. აქ კომპლექსური მიდგომების შემუშავებაა საჭირო და ამას ცალკე აღებული საბანკო სექტორი ვერ შეძლებს, ამას ქვეყნის ეკონომიკაზე პასუხისმგებელ პირთა და სტრუქტურათა მიერ შემუშავებული თანმიმდევრული და გეგმაზომიერი ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა ესაჭიროება. და, რაც მთავარია, ამ გეგმას ასევე თანმიმდევრული და გეგმაზომიერი განხორციელება უნდა. თუმცა, ჩვენთან ხომ კრიზისი დასრულდა...
კრიზისის "დასრულებაზე" მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ბანკების მიერ მარტის თვის მოგებით დახურვის პარალელურად სისტემაში ვადაგადაცილებული სესხები 5 მილიონ 481 ათასით, 217 მლნ ლარამდე გაიზარდა.
ამ კონტექსტში საუბრისას ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბანკებმა კვლავ გაააქტიურეს სამომხმარებლო დაკრედიტება, რაც ექსპერტთა ფართო წრის მოსაზრებით, შეცდომის გამეორებად შეიძლება იქცეს. ექსპერტები განმარტავენ, რომ კრედიტი, რომელიც შიდა ეკონომიკის განვითარებას კი არ ხმარდება, არამედ იმ სამომხმარებლო საქონლის შეძენას, რომელიც საქართველოში არ იწარმოება, ხელს უწყობს კრიზისის გაღრმავებას.
საკრედიტო პოლიტიკის გააქტიურებასთან ერთად, ბანკების პრიორიტეტად კვლავ იქცა კლიენტების მოზიდვა. ბანკები არ იშურებენ მომხიბლველ განცხადებებს საპროცენტო განაკვეთების შემცირებასთან და სესხის გაცემის პირობების გამარტივებასთან დაკავშირებით. "პროკრედიტ ბანკის" მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე წლის მარტიდან საპროცენტო განაკვეთები ყველა სახის კრედიტზე საშუალოდ 2-3 პროცენტით შემცირდა. "პროკრედიტ ბანკმა" ბიზნეს კრედიტზე საპროცენტო განაკვეთები, ერთ-ერთმა პირველმა, ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში შეამცირა". როგორც ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ფილიპ პოტმა, 22 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათი საკრედიტო განაკვეთები ომამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა და დღეისთვის 16%-დან 32%-მდეა განსაზღვრული. `ჩვენმა ბანკმა ჯერ კიდევ 2009 წლის მეორე ნახევარში დაიწყო საპროცენტო განაკვეთების შემცირება მიკრო, იპოთეკურ, ავტო, სამომხმარებლო და კორპორატიულ სესხებზე. ანალოგიურ განცხადებებს აკეთებენ "საქართველოს ბანკშიც". სადაც ამბობენ, რომ თითოეული ამ პროდუქტის ჭრილში საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად შემცირდა და გაუტოლდა კრიზისამდელ განაკვეთებს.
რაც შეეხება სესხის გაცემის პირობების გამარტივებას, "პროკრედიტ ბანკში" აცხადებენ, რომ `კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებასთან ერთად, შეიცვალა დაკრედიტების ზოგადი პირობებიც, რითაც ბანკს კლიენტებისთვის უფრო მოქნილი მომსახურების შეთავაზების საშუალება მიეცა. განახლებული პირობები მეწარმეებს საჭირო ფინანსური რესურსის მიღებასა და მათი საქმიანობის მდგრად განვითარებაში შეუწყობს ხელს".
კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით, სესხის გაცემის პირობების გამარტივებაზე "საქართველოს ბანკშიც" საუბრობენ, _ "საქართველოს ბანკი" პირველი იყო, ვინც მომხმარებელს ლარში დენომინირებული იპოთეკური სესხი შესთავაზა, რაც საშუალებას აძლევს მსესხებელს, რომელსაც შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში ერიცხება, თავიდან აიცილოს ვალუტის კურსთა შორის სხვაობათა გამოწვეული რისკი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბანკები საჯარო განცხადებებისას ზუსტად არ აკონკრეტებენ, კრედიტის მიმღებთათვის კრედიტის მიღების პირობები და კრიტერიუმები, რა სახით გამარტივდა, რა არის დღეს ის საფუძველი, რაზე დაყრდნობითაც ბანკების მენეჯმენტები იღებენ გადაწყვეტილებას კრედიტის გაცემის შესახებ.
კვლავ გააქტიურდა შეთავაზებები იპოთეკურ დაკრედიტებასთან დაკავშირებით. იპოთეკურ სესხებზე, ზოგიერთ საბანკო რეკლამაში, 13%-იან განაკვეთზეც კი არის საუბარი. ცალკეული ბანკები კი, იპოთეკური სესხით სარგებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს საჩუქრად სხვადასხვა საბანკო პროდუქტს სთავაზობენ. მაგალითად, "საქართველოს ბანკი" _ "ჩვენ ორჯერ შევთავაზეთ მომხმარებელს 1 თვიანი აქციის სახით იპოთეკური სესხები ლარში, 15%-ად, 10 წლამდე ვადით. აქციის ფარგლებში კი, რომელიც 1 მაისამდე იყო ძალაში, იპოთეკურ სესხს სხვა ბევრი დამატებითი ბენეფიტი მოყვებოდა საჩუქრად. კერძოდ, ბანკი ფარავდა სესხთან დაკავშირებულ ქონებისა და ჯანმრთელობის დაზღვევას, ასევე მომხმარებელი არ გადაიხდიდა სესხის გაცემის საკომისიოს და ბანკი აუნაზღაურებდა საჯარო რეესტრის და ნოტარიულ ხარჯებს", _ განმარტავენ "საქართველოს ბანკში". ცხადია, წამახალისებელი აქციები პრუდუქტის გაყიდვას სტიმულს აძლევს, თუმცა აქვე ისიც საინტერესოა, თუ როგორ შეცვალეს ბანკებმა, კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით, იპოთეკურ სესხებზე გირაოს შეფასების კრიტერიუმები და გირაოს საბაზრო ღირებულების რამდენ პროცენტს გასცემენ დღეს კრედიტად. "პროკრედიტ ბანკის" წარმომადგენელთა განცხადებით, ეკონომიკის სტაბილიზაციისა და რისკების შემსუბუქების კვალდაკვალ, გირაოს შეფასების კრიტერიუმებიც გამარტივდა. გირაოს საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე, ამჟამად გირაოს შეფასებისას მოქმედებს მინიმუმ 20%-იანი (და ზემოთ) დისკონტი". "საქართველოს ბანკის" წარმომადგენელთა განმარტებით კი იმის ფონზე, რომ უძრავ ქონებაზე ფასების ვარდნა აღარ არის მოსალოდნელი, გირაოს შეფასების კრიტერიუმი შემსუბუქდა. გამარტივდა გადახდისუნარიანაობის კრიტერიუმებიც. ასევე, მსესხებელი შეიძლება იყოს მომხმარებელი, რომელიც არ არის ჩართული მათი ბანკის სახელფასო პროგრამაში.

როგორც ჩანს და როგორც ვხედავთ, ბანკები დაკრედიტების პირობების შემსუბუქებასთან დაკავშირებით კონკრეტულ საუბარს მაინც ერიდებიან და ამ კუთხით მაინც ზოგადი განცხადებებითა და ფრთხილი მარკეტინგული კამპანიით შემოიფარგლებიან. ეს არცაა გასაკვირი, რამდენადაც, დღეს ქვეყნის ფინანსურ ბაზარზე საკრედიტო რესურსის დეფიციტი არ არის, პირიქით მისი ჯანსაღად დაბანდების პრობლემა დგას. ეს პრობლემა კი, თუ უახლოეს ხანში ეკონომიკის გაჯანსაღების რეალური სიმპტომები არ დავინახეთ, სისტემის მზრდი ლიკვიდობისა და რეალური ეკონომიკის არცთუ სახარბიელო მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა უფრო და უფრო გამწვავდეს.

ბუნებრივია, მკითხველს დააინტერესებდა, რატომ აიგო მასალა მხოლოდ ორი ბანკის - "საქართველოს ბანკისა" და "პროკრედიტ ბანკის" მონაცემებზე დაყრდნობით. ეს იმან განაპირობა, რომ სხვა ბანკებმა ჩვენს კითხვებზე მიმდინარე ეტაპზე მათ საკრედიტო პოლიტიკასთან დაკავშირებით, პასუხებს თავი აარიდეს. თუმცა, ვფიქრობ, ბაზარზე არსებული რეალური ვითარების წარმოჩენა და განზოგადება "საქართველოს ბანკისა" და "პროკრედიტ ბანკის" მაგალითზეც შესაძლებელია.

თეონა ჭიტაძე





 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48