მთავრობის ილუზია თუ რეალური ზრდა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : მთავრობის ილუზია თუ რეალური ზრდა
ნანახია: 460

"თუ საბანკო სექტორი ისე იმუშავებს, როგორც დღეს, 3.5%-იანი ზრდა ვერ გვექნება _ ეს ილუზიაა"

"ჯერჯერობით მაკროეკონომიკური სიტუაცია იძლევა იმის საფუძველს, რომ საგადასახადო შემოსავლები გაიზარდოს, თუ მთავრობამ არ გადაამლაშა საგადასახადო ადმინისტრირებას და ყველა კომპანია ერთად არ დახურა", - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა ნოდარ ხადურმა მთავრობის იმ ვარაუდთან დაკავშირებით, რომელიც 2010 წელს 3.5%-იან საგადასახადო შემოსავლების ზრდას ითვალისწინებს.
ბუნებრივია, ყველა ქვეყანაში ცდილობენ, რომ კანონში არსებული ხვრელების გამოყენებით თავიდან აიცილონ გადასახადების გადახდა, ანუ ცივილიზებულ სამყაროში ამას ცდილობენ კანონიერი გზებით. არსად, დედამიწის ზურგზე არ არის სრულყოფილი კანონმდებლობა, არასრულყოფილი კანონმდებლობა კი იძლევა გადასახადებისგან თავის არიდების საშუალებას. ასეა ჩვენთანაც, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ჩვენთან მხოლოდ კანონიერი გზებით არ ხდება გადასახადებისთვის თავის არიდება.
გადასახადებიდან თავის არიდება წელს ნამდვილად გაუჭირდებათ, რადგან მთავრობა სწორედ საშემოსავლო გადასახადებზე ამყარებს იმედებს.
2010 წლის I კვარტალში საგადასახადო შემოსავლები 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ით გაიზარდა, ხოლო 2008 წელთან შედარებით 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამ შემოსავლებში დღგ-ის წილი 44%-ს შეადგენს, საშემოსავლო გადასახადების წილმა 24%-ი, ხოლო მოგების გადასახადების წილმა 17% შეადგინა.
მთავრობის მონაცემებით, ექვსივე გადასახადში 2010 წლის I კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დღგ-ის წილი 15%-ით, საშემოსავლო გადასახადების წილი 9%-ით, მოგების გადასახადის - 10%-ით, აქციზის გადასახადის 5%-ით, ქონებისა და საბაჟოს გადასახადი 48%-ით გაიზარდა.
"საგადასახადო შემოსავლების ზრდაზე მოქმედებს 3 ფაქტორი: 1. ეკონომიკის რეალური ზრდა და ამაში მთავრობის პროგნოზი არის 4%, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ 2%-მდე იქნება. 2. ინფლაცია, რომელიც ნომინალურ ბაზას გაზრდის და მთავრობა ფიქრობს სადღაც 5% იქნება ინფლაცია. 3. ადმინისტრირების გაუმჯობესება.
ასე რომ, თუ წინა 3 პარამეტრი შესრულდა, მე ვფიქრობ, რომ საგადასახადო შემოსავლებში მთავრობას პრობლემა არ ექნება. მთავარია მაკროეკონომიკური სიტუაცია როგორი იქნება ქვეყანაში", _ აღნიშნავს ნოდარ ხადური.
შარშანდელი 4%-იანი ეკონომიკური ვარდნის შემდეგ მიმდინარე წელს მთავრობა საგადასახადო შემოსავლების 5,3%-იან ზრდას მაინც რეალურად აღიქვამს და ფინანსთა სამინისტროში იმასაც ვარაუდობენ, რომ 2010 წელს ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლები წინა წელთან შედარებით 220,5 მილიონი ლარით გაიზრდება.
მთავრობისგან განსხვავებით, არც ისე ოპტიმისტურად არიან განწყობილი ექსპერტები და ფიქრობენ, რომ ასეთი ზრდის მიღწევა, მხოლოდ ფინანსური სექტორის ხელშეწყობითაა შესაძლებელი, რაც ამ მთავრობის პირობებში ნაკლებად მოსალოდნელია.
"თუ ასე მოხდა, ძალიან კარგი მაჩვენებელი იქნება. ნამდვილად შეუძლია მთავრობას 3.5%-ია ზრდას მიაღწიოს, თუ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ კერძო სექტორის ეკონომიკური აქტივობა მხარდაჭერილი იქნეს საბაზრო ეკონომიკისთვის მიღებული ფორმებით. ჩვენ გვჭირდება საბანკო სექტორის მხარდაჭერა. თუ საბანკო სექტორი ისე იმუშავებს, როგორც დღეს, ვერანაირი 3.5%-იანი ზრდა ვერ გვექნება და ეს ილუზიაა.
თუ მთავრობა ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეთა ეკონომიკური აქტივობის ზრდას და ამას უზრუნველყოფს, მაშინ ასეთი ზრდა შესაძლებელია, მაგრამ თუUფინანსური სექტორი ასეთ მდგომარეობაში დარჩა, როგორც ახლაა, არანაირი ზრდა არ იქნება", _ აცხადებს ექსპერტი დემურ გიორხელიძე.

ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48