ეკონომიკის "ზრდის" ფონზე "შავი სიაც" იზრდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ეკონომიკის "ზრდის" ფონზე "შავი სიაც" იზრდება
ნანახია: 854

"კრედიტინფო საქართველო" საკრედიტო ინფორმაციის სფეროში საქმიანობს და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანი მონაცემების მიწოდებით უზრუნველყოფს ბანკებს, სალიზინგო კომპანიებს და სხვა ორგანიზაციებს - რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია სესხის გაცემასთან, მომსახურების ან საქონლის კონსიგნაციით მიწოდებასთან.
პოზიტიური სესხების საერთო ოდენობა - 1 076 843; მათ შორის უკვე დაფარული - 582 322 (54.07%). ნეგატიური სესხების საერთო რაოდენობა - 307 581 ; მათ შორის უკვე დაფარული - 117 343 (38.15%). პოზიტიური ჩანაწერების რაოდენობა ერთ თვეში 37 287-ით გაიზარდა. ასეთი ვითარებაა დღეისათვის "კრედიტინფო საქართველოში."
ამას საბანკო საქმის ექსპერტები წინასწარმეტყველებდნენ კიდეც, თუმცა მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა და საქართველოს ეკონომიკაში ომის შემდგომ შექმნილმა ვითარებამ ეს პროცესი, ერთის მხრივ, საგრძნობლად დააჩქარა და, მეორეს მხრივ, დაამძიმა. შედეგი ერთია - საკრედიტო ხელშეკრულებების დამრღვევთა რაოდენობა, ანუ მათი რიცხვი, ვინც კრედიტს ვეღარ ისტუმრებს, დღითიდღე იზრდება.
თუმცა ექსპერტებისგან განსხვავებით, "კრედიტინფო საქართველოში" ამბობენ, რომ ამაში საგანგაშო არაფერია _ "ეს ჩანაწერი ყოველთვის გაიზრდება, იმიტომ, რომ ვადაგადაცილება ბანკებში ყოველთვის იქნება. რადგან 30 დღეზე მეტი თუ არის ვადაგადაცილება, ფიზიკური პირების შესახებ ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში მოდის ჩვენთან. ეს კი ყოველთვის მოხდება. თუ ეს არ მოხდა, პირიქით, საბანკო სექტორისთვის ცუდია, ე.ი. ვერ გასცემენ საკმაო რაოდენობის სესხებს."
მართალია პოზიტიური ჩანაწერების ზრდა დიდ გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს, მაგრამ როდესაც 2 წლის წინანდელ ზრდასა და დღევანდელ ზრდას შორის ასეთი დიდი სხვაობაა, ვფიქრობ, ეს ნამდვილად საგანგაშოა.
ეკონომიკურმა კრიზისმა, ომმა, პოლიტიკურმა არასტაბილურობამ, გამოიწვია ის, რომ შემცირდა ბიზნესის განვითარების ტემპები, იმპორტი, ექსპორტი და საერთოდ ბიზნესაქტივობა, ამის შედეგად კი ბევრი ადამიანი უმუშევარი დარჩა. ძირითადად ხომ სწორედ ისინი იყვნენ დასაქმებული, ვისაც სხვადასხვა ბანკში კრედიტი ჰქონდათ აღებული, სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ კი გადახდისუუნარონი გახდნენ. ზოგს სამსახური არ დაუკარგავს, მაგრამ კრიზისის გამო შემოსავალი შეუმცირდა.
ეს პირველ რიგში სერიოზული სოციალური პრობლემაა. რადგან ეს ადამიანები ვერ იხდიან კრედიტებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მათმა უდიდესმა ნაწილმა დაკარგა ის საქმე, რომლის იმედითაც ეს კრედიტები აიღეს. მაგრამ ამ შემთხვევაში, მთავარია ის, თუ როგორ დაარტყამს ამდენი შრომისუნარიანი ადამიანის გარიყვა საქართველოს ეკონომიკას. ჩვენი ეკონომიკა იმათ გარეშე რჩება, ვინც ქვეყნის საწარმოო ძალის მესამედს, იმ ადამიანების მესამედს წარმოადგენდნენ, რომლებიც ეკონომიკაში ყველაზე ადაპტირებულები იყვნენ.
თუ ბანკები პრობლემურ მსესხებლებს არაკეთილსაიმედოთა სიაში შეიყვანენ, ისინი ბანკის მომსახურებას, მინიმუმ, 6 წლით უნდა დაემშვიდობონ. ექსპერტთა შეფასებით, ვადაგადაცილებული და გადაუხდელი სესხების მონაცემთა ბაზის ზრდა ბანკებისთვისაც დიდი პრობლემაა, რადგან ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაშიც კი ისინი მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში პოტენციური მომხმარებლების უმეტესობას კარგავენ. ბანკებში აცხადებენ, რომ მომავალში სესხის გაცემისას "კრედიტინფოში" მსესხებლის შესახებ არსებულ ინფორმაციას გაითვალისწინებენ თუ არა, ეს ცალკეული ბანკის გადასაწყვეტია.
კრედიტინფო _ საინფორმაციო ბაზაში ასევე თავმოყრილია ინფორმაცია დადებითი საკრედიტო ისტორიის მქონე პირების, ანუ კარგ გადამხდელთა შესახებაც. თუმცა, კრედიტინფო საზოგადოების ცნობიერებაში უფრო შავ საიდ მოიაზრება, ვიდრე საინფორმაციო ბიუროდ და, ალბათ, არცთუ უსაფუძვლოდ.
ეს მხოლოდ ერთ-ერთი იმ პრობლემათაგანია, რომელიც დღეისათვის საქართველოს ეკონომიკაში არსებობს. მიუხედავად დიდი სურვილისა, ფაქტი სახეზეა. რადგან დღეს ეკონომიკა ასეთ მდგომარეობაშია, მიუხედავად იმისა, რომ ვარდნა შეჩერდა, აღმავლობის გზას არ ვადგავართ. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ კრიზისი გრძელდება და არ დასრულებულა. თუ ვიღაცას უნდა, რომ ამას მაინცადამაინც რეცესია უწოდოს, დაე, უწოდოს, მაგრამ რეალობას ეს არ ცვლის.


ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48