დედოლარიზაცია თუ დელარიზაცია » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : დედოლარიზაცია თუ დელარიზაცია
ნანახია: 793


"ბანკები და ფინანსები"-ს კითხვა ეროვნულ ბანკს

სებ-ის ტრაგედია, _ გამალებული დედოლარიზაციის ფონზე ლარი უფასურდება

საქართველო ღია ეკონომიკის ქვეყანაა, თუმცა ეროვნული ბანკი გირჩევთ: შეინახეთ დეპოზიტი ლარში და შეიმცირეთ რისკები, გაზარდეთ მოგება!
რჩევა ერთია, ფაქტი კი მეორე _ 2010 წელი ლარის დოლართან მიმართებაში გაუფასურებით დაიწყო და ის კვლავ გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში დოლარი უფასურდება, ის ჩვენთან ყოველდღიურად მყარდება. ამაში საგანგაშოს ექსპერტებისგან განსხვავებით ვერაფერს ხედავენ ეროვნული ბანკში და აცხადებენ, რომ სხვა უფრო განვითარებული ქვეყნების ვალუტების ყოველდღიური მერყეობა ლარის მერყეობაზე გაცილებით დიდია.
ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ სანამ ქვეყანაში იმპორტის წილი მაღალია, ეროვნული ვალუტის კურსის პროგნოზირება ყოველთვის რთული იქნება. ამავე დროს, როდესაც ქვეყანაში დახმარებების ან ინვესტიციების სახით უცხოური ვალუტა საკმაო რაოდენობით ვეღარ შემოდის, ლარი უფასურდება.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს რჩევები არც ბიზნესისთვის დავიწყებია. მან საფუძვლიანად განმარტა ლარის გაცვლითი კურსის ტენდენციები და ის, თუ რატომაა დედოლარიზაცია და სესხის ლარში აღება ბიზნესისთვის უფრო მომგებიანი და ნაკლებად რისკიანი.

მისივე თქმით, სისტემის დედოლარიზაცია, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს, სავალუტო რისკის თავიდან აცილებას გამოიწვევს, რაც გრძელვადიან პერიოდში საკრედიტო აქტივობის ზრდასაც უზრუნველყოფს და ეკონომიკის გაჯანსაღებასაც. ამ მიმართულებით ეროვნულმა ბანკმა საბანკო სექტორს რამდენიმე ინსტრუმენტი შესთავაზა, რომელთა მთავარი ამოცანა ეროვნულ ვალუტაში სესხების გაცემის სტიმულირება იქნება. ქადაგიძის განცხადებით, ეს იმისთვის კეთდება, რომ თუ ადამიანს აქვს ხელფასი ლარში და სესხი დოლარში, მაშინ ის, ბუნებრივია, ძალიან მგრძნობიარეა კურსის ცვლილების მიმართ, რადგან ყოველთვიურად უწევს ლარით იყიდოს დოლარი და ისე დაფაროს სესხი. მაგრამ თუ სესხიც ლარში იქნება, მაშინ სავალუტო კურსის რისკი ამ ნაწილში აცილებული იქნება.

ამ ყველაფრის ფონზე კი, იმის ნაცვლად, რომ ლარში ანაბრების მოცულობის გაზრდასთან ერთად მასზე მოთხოვნა გაიზარდოს, ლარი დოლართან მიმართებაში უფასურდება. მიზეზების გარკვევა ეროვნულ ბანკში ვცადეთ, თუმცა საერთაშორისო კონფერენციის მომიზეზების გამო სათანადო პასუხი ვერ მივიღეთ, ამიტომ "არაკომპეტენტური" დასკვნებისგან თავს შევიკავებთ და ამჯერად გაზეთის საშუალებით შევეცდებით გავარკვიოთ პასუხები.
1.კითხვა ეროვნულ ბანკს:
2.როგორც ბატონმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, დედოლარიზაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, ანუ კომერციულ ბანკებში გაიზარდა ანაბრების მოცულობა ლარში, რაც უნდა ნიშნავდეს ლარზე მოთხოვნის გაზრდას. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში ლარი დოლართან მიმართებაში უფასურდება. რა არის ამის მიზეზი?
მაშინ, როცა კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების დიდი ნაწილი დოლარშია, ამ დროს კი დოლარი ლართან მიმართებაში მყარდება, ბუნებრივია, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს უძვირდებათ სესხები. აპირებს თუ არა ეროვნული ბანკი რაიმე ღონისძიებების გატარებას ამის საწინააღმდეგოდ?


ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48