სახელმწიფოს ფარული ანგარიშები კომერციულ ბანკებში » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : სახელმწიფოს ფარული ანგარიშები კომერციულ ბანკებში
ნანახია: 823

კორუფციის ჭაობში ჩაძირული ფინანსთა სამინისტრო და ქართული კომერციული ბანკები

რამდენიმე თვის წინ სახელმწიფო დაწესებულებების ნაწილმა ეროვნულ ბანკში არსებული თავისუფალი სახსრების ნაწილი სხვადასხვა კომერციულ ბანკში გადაიტანა. კულუარული ინფორმაციით, ეროვნული ბანკიდან კომერციულ ბანკებში თითქმის ყველა სახელმწიფო ორგანოს ანგარიშებიდან გადატანილია თანხა და მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით 500 მლნ. ლარს შეადგენს, თუმცა ამის შესახებ საუბარს როგორც ეროვნულ ბანკში, ასევე სახელმწიფო ორგანოებში ერიდებიან და ამტკიცებენ, რომ ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა. ამ თანხებზე სახელმწიფო ორგანოები დაახლოებით წლიურ 5%-იან სარგებელს იღებენ, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში მიდის. ეს თანხები სახელმწიფომ ბანკში ჩადო და სარგებელიც ერიცხება, მეორე მხრივ კი იმავე წელს სახაზინო ვალდებულებების სახით კომერციულ ბანკებიდან სახელმწიფო სესხს იღებს წლიური 13% სარგებლით.
ამ "კონფიდენციალურ" ინფორმაციას მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის უფროსი, კახა სეხნიაშვილი ადასტურებს - "გასულ წელს ჩატარდა ტენდერი და ფინანსთა სამინისტრომ გადაიტანა თავისი ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან ფული ანუ თავისუფალი სახსრების ნაწილი "სახალხო ბანკში" - 50 მლნ. ლარი. ეს არის მიმდინარე ანგარიში და ერიცხება საპროცენტო სარგებელი 5%, ეს სარგებელი შედის სახელმწიფო ბიუჯეტში."
კულუარული ინფორმაციით თბილისის მერიას "საქართველოს ბანკში" 100 მლნ. ლარი აქვს და მასაც დაახლოებით 5%-იანი წლიური სარგებელი ერიცხება. თუმცა, ამ ინფორმაციას მერიაში არ ადასტურებენ.
ყველაფერი კი ასე დაიწყო: 2009 წლის 23 აპრილს ფინანსთა სამინისტრომ კომერციულ ბანკში მიმდინარე ანგარიშზე ხაზინის ფულადი რესურსის გადატანის მიზნით კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც 5 კომერციული ბანკი მონაწილეობდა. ფინანსთა სამინისტროს ეროვნული ბანკის ანგარიშზე განთავსებული 160 მლნ. ლარიდან 50 მლნ. ლარის ოდენობის ხაზინის ფულადი რესურსების კომერციულ ბანკში განთავსების მიზნით ჩატარებულ აუქციონში "სახალხო ბანკმა" გაიმარჯვა.
2009 წლის 14 აპრილის 77 დადგენილებით ეს აუქციონი სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული ჭარბი ლიკვიდურობის მართვის შემდგომი ოპტიმიზაციისთვის მოხდა.
ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემა მოიცავს ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშსა და ბიუჯეტის ხარჯების ძირითად და რეგიონულ ანგარიშებს, დეპოზიტური სახსრებისა და ფულადი გრანტების ანგარიშებს, სავალუტო და სხვა მიზნობრივ ანგარიშებს.
ამ აუქციონის შემდეგ მთავრობამ 2009 წლის აგვისტოში გადაწყვიტა სახაზინო ვალდებულებების გამოშვება და ამტკიცებდა, რომ ეს ხელს შეუწყობდა ეკონომიკის განვითარებას, მაგრამ ყველასთვის ნათელი იყო, რომ მართალია ამის შედეგად შემცირდებოდა საბანკო სექტორის ვალი, თუმცა ქვეყნის შიდა ვალი სულ უფრო გაიზრდებოდა.
სახაზინო ვალდებულებების აუქციონში მონაწილეობის უფლება მხოლოდ პირველად დილერ ბანკებს აქვთ, კომერციულ ბანკებსა და მხოლოდ მათი მეშვეობით - რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. თავდაპირველად სახაზინო ვალდებულებების შეძენას ბანკები ერიდებოდნენ, თუმცა მთავრობას რომელი მათგანი გაუბედავდა უარის თქმას, მაგრამ როგორც გაირკვა, არა მარტო მთავრობის შიშით დათანხმდა კომერციული ბანკები მათ შეძენას.
ექსპერტთა უმრავლესობა სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას სხვადასხვა მიზეზის გამო ეწინააღმდეგებოდნენ. ერთნი ფიქრობდნენ, რომ სახაზინო ვალდებულებების აღების შემდეგ ბანკები ბიუჯეტის წურბელები გახდებიან.
მეორენი ფიქრობდნენ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება, კომერციული ბანკებისგან ისესხოს თანხა, ბანკებს ალტერნატივის წინაშე დააყენებს: ან კომერციული სტრუქტურების დაკრედიტება, ან სახელმწიფოსი. სავარაუდოდ, ბანკები სახელმწიფოზე გააკეთებენ აქცენტს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკებში კომერციული სექტორისთვის მინიმალურ თანხები დარჩება და არც იმას გამორიცხავდნენ, რომ ეს გამოიწვევდა კრედიტების გაძვირებას.
მესამენი მიიჩნევდნენ, რომ ამით სახელმწიფოს ვალები სულ უფრო და უფრო გაიზრდებოდა და მთავრობას სამომავლოდ თუ ფული ექნებათ, ბანკებს ფასიან ქაღალდებს გაუნაღდებს, ხოლო თუკი ბიუჯეტი კვლავ ღრმა დეფიციტში იქნება, მორიგ სახაზინო ვალდებულებებს გამოუშვებს, რომლითაც ძველ ვალებს დაფარავს, ახალს კი გადაავადებს და ასე - ყოველი ახალი ვალდებულების აღება, უფრო "დამძიმებული" პირობებით მოხდება.
"ბანკი იმ თავისუფალი სახსრებით, რომელსაც კრიზისის გამო აღარ აბრუნებს ეკონომიკის რეალურ სექტორში, ყიდულობს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს და გარკვეული დროით იღებს მაღალ პროცენტს. ეს ბანკისთვის კარგი შემოსავალია, მაგრამ ბიუჯეტისთვის ეს ნიშნავს, რომ იქ არის გარკვეული პრობლემები", - ასე მიაჩნია ექსპერტ დემურ გიორხელიძეს.
თუმცა, როგორც ჩანს, ეს არა მხოლოდ კომერციული ბანკებისთვისაა კარგი შემოსავალი. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ შემთხვევაში მოგებული როგორც კომერციული ბანკები, ასევე სახელმწიფოს კონკრეტული ჩინოვნიკებიც არიან. აი, როგორ: სახელმწიფოს კომერციულ ბანკებში შეაქვს თანხა ანუ ხსნიან მიმდინარე ანგარიშებს და იღებენ სარგებელს 5%-ს, ამავე დროს სახაზინო ვალდებულებების სახით კომერციული ბანკებიდან კრედიტს იღებენ, რომელზეც ბანკებს 2009 წლის სახაზინო ვალდებულებებზე საშუალოდ წლიური 13% ერიცხებათ. ჩნდება კითხვა, თუ სად მიდის დარჩენილი 8% (13-5=8), ამას კი ძალიან მარტივი პასუხი აქვს - სად მიდის და ჯიბეში, ნაწილი სახელმწიფო ჩინოვნიკების, ხოლო ნაწილი კომერციული ბანკების მფლობელების. მოგებული კი მეტ-ნაკლებად ორივე მხარეა, დაზარალებული კი, როგორც ყოველთვის ხალხია. ერთი მხრივ, ბანკები დიდი რაოდენობით სესხს ვეღარ გასცემენ და კომერციული სტრუქტურა დაკრედიტების გარეშე რჩება, მეორეს მხრივ, მთავრობის მიერ აღებული შიდა ვალი ისევ ჩვენი გადასახდელია, მესამეს მხრივ კი სახელმწიფო და კერძო პირები ხალხის ბიუჯეტში გადახდილ ფულით ჯიბეებს ივსებენ.
საინტერესოა, ამის მერე, რამდენად სწორია განცხადებები, რომ ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლა მიმდინარეობს. სახეზეა კორუფციის თვალსაჩინო მაგალითი, მაგრამ რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, მასზე ჯერ-ჯერობით რეაგირება არავის მოუხდენია. ანდა ვინ გაბედავდა, ამ საქმეში ხომ ქვეყნის მსხვილი ბანკები და ფინანსთა სამინისტროა გარეული, ჩვენთან კი სამართალი შერჩევითია, ელიტარული კორუფცია დასაშვებია, ხოლო 200 ლარის ქრთამისთვის 6 წლიანი სასჯელია. ჩვენი მცდელობის მიუხედავად, ვერ დავადგინეთ ის ბანკები, რომლებსაც 2009 და 2010 წლებში სახაზინო ვალდებულებები აქვთ შეძენილი, ეროვნული ბანკი ამ საკითხსაც კონფიდენციალურს უწოდებს და ბანკების შესახებ ინფორმაციას არ იძლევა.
ასე რომ, რომელი ბანკები მდიდრდებიან ქართველი ხალხის ხარჯზე, უცნობია.

ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48