გადასახადის დარიცხვა - "სპორტის" ახალი სახეობა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : გადასახადის დარიცხვა - "სპორტის" ახალი სახეობა
ნანახია: 876

საგადასახადო სტრუქტურების "კომერციალიზაცია" დაუშვებელია


ახალი საკანონმდებლო ინიციატივებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური 2010 წლის აპრილიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირი ხდება და იგი მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტზე აღარ იქნება დამოკიდებული. საგადასახდოს ჩინოვნიკები საბიუჯეტო დაფინანსების გარდა, დამატებით ხელფასს მათ მიერ მეწარმეებზე დარიცხული და ამოღებული გადასახადებიდან პროცენტის სახით მიიღებენ. შემოსავლების სამსახურს, სხვა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა და დანიშნულების ამოცანების შესრულების გარდა, სხვა "მომსახურების" გაწევის ფუნქციაც მიენიჭება. თუმცა, კონკრეტულად რა ფუნქციაზე და რა მომსახურების გაწევაზეა საუბარი, ამ ეტაპზე სამთავრობო წრეებში არ კონკრეტდება. ამ საკითხებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებების გამოთქმა ეკონომიკის საკითხებში ექსპერტს ლევან კალანდაძეს ვთხოვეთ.
საჯარო სამართლის იურიდიულ პირად შემოსავლების სამსახურის და, შესაბამისად, საგადასახადო ორგანოების გარდაქმნა, ვფიქრობ, არაეფექტური და არარაციონალური გადაწყვეტილებაა. ვერ ვხვდები, რა გვინდა და რის მიღწევას ვგეგმავთ ამ ნაბიჯით. ეს, მარტივად რომ ვთქვათ, სისტემის "კომერციალიზაციას" და თვითდაფინანსებაზე გადაყვანას ნიშნავს. ჩვენ, საზოგადოება და გადასახადების გადამხდელები, გადასახადებს ვიხდით იმიტომ, რომ სახელმწიფომ თავისი ფუნქცია შეასრულოს და უზრუნველყოს სახელმწიფო აპარატის გამართული და თანმიმდევრული ფუნქციონირება. ამასთან, ფისკალური ორგანოების თვითდაფინანსების მოდელზე გადაყვანა, თუნდაც ნაწილობრივ მაინც, ემსგავსება ჯარის თვითდაფინანსებაზე გადაყვანის მცდელობას. როცა შუა საუკუნეებში დაქირავებულ ჯარს საკუთარი სარჩო-საბადებლის მოპოვების უფლებას თავადვე აძლევდნენ, ჯარიც, ბუნებრივია, ძარცვასა და ყაჩაღობას, ხალხისა და დასახლებული პუნქტების დარბევას იწყებდა. ცხადია, 21-ე საუკუნეში ყაჩაღობის ეს შუასაუკუნეობრივი ფორმები და მეთოდები არ გამეორდება, მაგრამ შემოთავაზებული მოდელის დანერგვის შემდეგ, რეკეტის "თანამედროვე" ფორმების აღმოცენებასა და ცხოვრების წესად ქცევას, არ გამოვრიცხავ. ჩვენ, ქართველები, ხომ ამ მხრივაც ძალზედ ნიჭიერი და კრეატიული ხალხი ვართ.
პირველ რიგში ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით, ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რას გულისხმობს ხელისუფლება, როცა აცხადებს, რომ მაგალითად საგადასახადო ორგანოებს შესაძლებელია ბიუჯეტის დაფინანსების გარდა, დაფინანსების სხვა, ალტერნატიული წყაროებიც ჰქონდეთ. კანონპროექტში მითითებულია შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები. კონკრეტულად რა წყაროებზეა საუბარი და ხომ არ გამოიწვევს ყოველივე ეს ხელისუფლებასა და ბიზნესწრეებს შორის ახალ "გაუგებრობებსა" და სირთულეებს? კიდევ ვიმეორებ, ჩვენ გადასახადებს იმისთვის ვიხდით, რომ სახელისუფლებო სტრუქტურები ხალხისა და საზოგადოების სამსახურში იყოს და არა იმისთვის, რომ ხელისუფლება მომსახურების ახალ ტარიფებს გვიწესებდეს. მათი, მათ შორის შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასური, საზოგადოებას გადასახადის სახით უკვე გადახდილი აქვს და ნება უნდა იბოძონ, ბიზნესსექტორსა და საზოგადოებას უფასოდ მოემსახურონ. ყოველი დამატებითი გადასახდელისა თუ მოსაკრებლის შემოღება კი, სახელმწიფოს მხრიდან ყოვლად უკანონო და გაუმართლებელი ქმედებაა.
მეორეც, ჩემი შეშფოთების საფუძველი არის შემოსავლების სამსახურისთვის აწ უკვე დეკლარირებული, თუმცა ჯერ კიდევ დაუზუსტებელი ე.წ. "სხვა მომსახურების" გაწევის ფუნქციის მინიჭება. ისევ იმ შეცდომებს ვუშვებთ და ვიმეორებთ, რა შეცდომების შესახებაც საზოგადოება დღემდე მიუთითებს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს და კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტროს. საქმე ეხება საკანონმდებლო ნორმების ორმაგი ინტერპრეტირების და საკანონმდებლო აქტებში ერთგვარი "აზრობრივი" ხვრელების არსებობის პრობლემას. ანუ, არის დეფინიციები და საკითხები, რომელთა დაუხვეწავობა და არასრულფასოვანი სახით წარმოდგენა, მათი ორმაგი გაგებისა და უმრავლეს შემთხვევაში, მხოლოდ საგადასახადო ორგანოებისთვის ხელსაყრელი სახით ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა. ასეა ამ ახალ ინიციატივაშიც. საგადასახადო ორგანოების მხრიდან "სხვა მომსახურების" გაწევის რა ფუნქციის მინიჭებაზეა საუბარი? ეს ხომ შპს ან რაიმე რიგითი კანტორა არ არის, რომელთაც წესდებაში, საქმიანობის სახეების ნაწილში უწერიათ ხოლმე - "ახორციელებს სხვა ყველა საქმიანობას, რომელიც აკრძალული არ არის საქართველოს კანონმდებლობით". ჩვენ შემთხვევაში ასეთი დეფინიცია და ამგვარი გაურკვევლობა ყოვლად მიუღებელია. სახელმწიფო ორგანოების საქმიანობა და მისი კომპეტენცია მკაცრად განსაზღვრული და რეგლამენტირებული უნდა იყოს კანონით. აქ თვითშემოქმედებისა და, მითუმეტეს, რომანტიზმის ადგილი არ არის.
ფინანსთა სამინისტროს არგუმენტი, თითქოს ამ ცვლილებებით გადასახადის გადამხდელის მომსახურების პროცედურები გამარტივდება, ჩემთვის ყოვლად მიუღებელი და ვფიქრობ, უსაფუძვლოა. აღნიშნული კი არ გაამარტივებს პროცედურებს, არამედ გააძვირებს მათ. ანუ, ამით დაკანონდება საგადასახადო ორგანოების მხრიდან ბიზნესისთვის ე.წ. "ძვირი" სერვისების გაწევის პრაქტიკა. ყველაფერი ფასიანი გახდება, ფორმალური საგადასახადო პროცედურები და უბრალო ფარატინა ცნობის აღებაც კი. ეს ეტაპი ჩვენ ყველას გავლილი გვაქვს და ფრიად "სასიამოვნო" მოგონებებიც მრავლად გვაქვს ყოველივე ამასთან დაკავშირებით.
ამასთან, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემაა შემოსავლების სამსახურის დაფინანსების საკითხი და ის ახალი, "ინოვაციური" მოდელი, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივის სახითაა დღეს წარმოდგენილი. აღნიშნულს, ჩემი აზრით, თან ახლავს რიგი საფრთხეები და რისკები, რომლებიც შეიძლება ორი ძირითადი მიმართულებებით კლასიფიცირდეს. ჯერ ერთი, იმის დაშვება, რომ საგადასახადო ორგანოების თანამშრომლების შრომის ანაზღაურება პირდაპირ იქნება მიბმული მათ მიერ მეწარმეებისთვის დარიცხული გადასახადების ოდენობაზე და საგადასახადო ინსპექტორი ერთგვარ "ბონუსს" მიიღებს დარიცხული გადასახადიდან პროცენტის სახით, რეალურად ფისკალური ორგანოების თანამშრომლებს უბიძგებს იქითკენ, რომ რაც შეიძლება მეტი გადასახადი დაარიცხონ ბიზნესს. ალბათ, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საბიუჯეტო კრიზისის პირობებში, როცა სახელმწიფოს საგადასახადო შემოსავლების მხრივ მუდმივი დეფიციტი აქვს, გაჩნდება ერთგვარი შეჯიბრობითობის პრინციპი - ვინ მეტს დაარიცხავს ბიზნესსექტორს და ამ დარიცხვების "ხარისხი" ამ შემთხვევაში, ბუნებრივად, მეორეხარისხოვანი და არაპრიორიტეტული გახდება. ანუ, ტოტალურად დაარიცხავენ გადასახადებს ყველას და ყველაფერს, იმის მიუხედავად, ეკუთვნის თუ არა მათ ეს გადასახადი. შესაბამისად, გადასახადის დარიცხვა ერთგვარ "სპორტად" იქცევა. საქართველოში სასამართლო ორგანოების, რბილად რომ ვთქვათ, არასრულფასოვანი მუშაობის პრაქტიკა კი, ცხადია, საკუთარი უფლებების სასამართლოს გზით დაცვის თვალსაზრისით მეწარმეებისთვის არასახარბიელო პერსპექტივას ქმნის.
არის სხვა საფრთხეც. საგადასახადო სამსახურების მუშაკთა ხელფასის ოდენობის მეწარმეებზე დარიცხული გადასახადებიდან პროცენტზე მიბმა კორუფციული გარიგებების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. საფრთხე იმისა, რომ მეწარმესა და საგადასახადოს მუშაკს შორის ერთგვარი ჩრდილოვანი, კულისებსმიღმა "შეთანხმება" მოხდეს მნიშვნელოვნად იზრდება, რადგან ჩინოვნიკი წარმოდგენილი სქემის მიხედვით უზრუნველყოფილი არ არის სტაბილური და მუდმივი შემოსავლით. ხოლო ცდუნება, თუნდაც შედარებით დაბალი, მაგრამ "გარანტირებული" შემოსავლის პირდაპირ მეწარმეებისგან მიღებისა, სამწუხაროდ, ყოველთვის არის. საგადასახადო ინსპექტორებისთვის ანაზღაურების ეს ე.წ. "პრემიალური" პრაქტიკა საქართველოში არსებობდა და რეალურად არ გაამართლა, რადგან თავშივე არასამართლიანობის პრინციპზე იყო დაფუძნებული და რიგი სახელმწიფო მოხელეების "ელიტურ", პრივილეგირებულ კასტად ჩამოყალიბებას უწყობდა ხელს. ამ შემთხვევაში რა დააშავეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებმა, რომელთა ხელფასების "მიბმა" ვერანაირ პროცენტზე პრაქტიკულად ვერ ხერხდება. რითია ანაზღაურების მხრივ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი და ნაკლებად პრიორიტეტული ამ უწყების თანამშრომლების სამუშაო და საქმიანობა? ვფიქრობ, არც არაფრით.

მოამზადა ადა ექიზაშვილმა


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48