როდის იქნება პურის ფასი 1 ლარი » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : როდის იქნება პურის ფასი 1 ლარი
ნანახია: 1410

ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცება, რომ ქართულ ეკონომიკაში რაც ხდება, ყველაფერი ლოგიკას ექვემდებარება და სულ მალე აყვავებულ ქვეყანაში ვიცხოვრებთ, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვოა. ქართული ეკონომიკის "მამა" - კახა ბენდუქიძე, ეროვნული ბანკის წარმომადგენლები და სახელმწიფოს სხვა უმაღლესი პირები რამდენიმე დღის წინ ერთხმად აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები არ გაიზრდებოდა და ამისთვის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებდა.
მოსახლეობას, ბუნებრივია, ყველაზე მეტად სწორედ სამომხმარებლო პროდუქტების ფასები აინტერესებს, ვინაიდან ამაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი პროდუქტის შეძენას შეძლებს თავისი შემოსავლით. ხელისუფლების ოპტიმიზმი ყველას აძლევს იმედს, თუმცა ბაზარში გასულებს ხელისუფლებიდან გადმოსული ოპტიმიზმიც უქრებათ და იმედიც. ექსპერტების საერთო აზრის თანახმად, დღეს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქტების ძირითადი ნაწილის ფასები, ეკონომიკური პროცესების განვითარების ობიექტურ ლოგიკას არ ექვემდებარება. ამ გარემოებით ყველა შემთხვევაში ჩვეულებრივი მოსახლეობა ზარალდება.
საზოგადოებისთვის ყოველთვის აქტუალურია და უდიდეს მნიშვნელობას ატარებს პურის ფასი. ზოგადად, პურის წარმოება უდიდესი ინდუსტრიაა და მრავალ ფაქტორს გულისხმობს. თუმცა მოსახლეობას მხოლოდ ფასები ეხება. ისეთ საკითხზე საუბარი, როგორ დგება ფასები პურზე, ეს უკვე ანალიტიკოსებისა და ექსპერტების პრეროგატივაა და ინფორმაცია ასეთი მნიშვნელობის საკითხზე მასმედიის ერთ-ერთი მთავარი ყურადღების საგანი უნდა გახდეს.
პურის ფასს, ბუნებრივია, ნედლეულისა და წარმოების ხარჯები განსაზღვრავს. საქართველოსთვის საჭირო ხორბლის ძირითადი ნაწილი, ჩვენი სოფლის მეურნეობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყანაში იმპორტით შემოდის. ქართული ბაზარი ძირითადად უკრაინული, რუსული და ყაზახური ხორბლით მარაგდება, ადგილობრივი წარმოება მხოლოდ 25-30 პროცენტს აკმაყოფილებს. რუსეთთან დაძაბული ურთიერთობების გამო, ჩვენი ყურადღება ძირითადად უკრაინულ და ყაზახურ ხორბალზე უნდა მივმართოთ. უკრაინული ხორბალი, ყაზახურთან შედარებით, გაცილებით მაღალი ხარისხისაა. თუმცა შედარებით იაფ ყაზახურ ხორბალზეც საკმაო მოთხოვნაა. მსოფლიო ბაზარზე ხორბლის გაიაფების ტენდენციაა. ამას წლევანდელ უხმოსავლიანობას უკავშირებენ. ავსტრალიური და კანადური ხორბალი ერთი ტონა 200 დოლარამდე გაიაფდა, ხოლო უკრაინული ხორბლის ფასი თუ ადრე 450 დოლარს აღწევდა, დღეს 300 დოლარის ფარგლებში მერყეობს. კიდევ უფრო ნაკლები, 250 დოლარი ღირს ერთი ტონა ყაზახური ხორბალი. კანადური და ავსტრალიური ხორბალი გაცილებით იაფია, ვიდრე შესაბამისი ხარისხის უკრაინული ხორბალი, მაგრამ კანადური და ავსტრალიური პროდუქტის ტრანსპორტირებისა და სხვა ზედმეტი ხარჯების გამო ჩვენი ბაზრისთვის ნაკლებად მისაღებია. ერთი სიტყვით, ბოლო რამდენი თვის განმავლობაში საქართველოს ბაზარზე მიღებული ხორბალი 120%-ით გაიაფდა. ამ ფონზე, ბუნებრივია, პურპროდუქტები უნდა გაიაფებულიყო. თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა და ერთი სტანდარტული ნახევარკილოგრამიანი პური კვლავ 60-70 თეთრი ღირს. პურის მწარმოებლები სიტუაციას წარმოების ხარჯების გაზრდით ხსნიან. "ბოლო წლებში უამრავი პურის ქარხანა დაიხურა, ჩვენც ქარხანა კი აღარ ვართ, ფაქტობრივად, საამქროდ გადავიქეცით. საწარმოებისთვის წყლის გადასახადმა მოიმატა, ბუნებრივი აირი გაძვირდა, მეწარმესთვის პირობები, ზოგადად, დამძიმდა", - აცხადებს პურის მეოთხე ქარხნის დირექტორი.
ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბუნებრივი აირის ფასი. როგორც ვიცით, რამდენიმე კვირის წინ, საქართველომ აზერბაიჯანთან გაფორმებული ხელშეკრულებით, უწყვეტი გაზის მიღების გარანტია მიიღო, ხუთი წლის განმავლობაში სტაბილური ფასით. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მოსახლეობისთვის ფასი არ გაიზრდება, თუმცა იქვე განმარტავს, რომ სხვადასხვა საწარმოებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი გადაიხედება და შეიძლება გაიზარდოს. "ბანკები და ფინანსები" დაინტერესდა, გაიზარდა თუ არა გაზის ფასი პურის მწარმოებელი კომპანიებისთვის. მიუხედავად ჩვენი მრავალგზის მცდელობისა, ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი ვერ მივიღეთ. ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლების განცხადებით, ეს საკითხი ჯერ არ გარკვეულა. "მეხორბლეთა ასოციაციის" პრეზიდენტი არკადი მექერიშვილი პარასკევს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა და მასთან ერთად მიმდინარე მოვლენები განიხილა. "ჩვენ შევაფასეთ დღევანდელი სიტუაცია, რომელიც საკმაოდ სტაბილურია. დღესდღეობით, სახელმწიფოს რაც შეეძლო, ის გააკეთა. ჩვენს ქვეყანაში პურის პოლიტიკა, შეძლებისდაგვარად, დაბალანსებულია. ვმუშაობთ პროექტზე და გვაქვს პერსპექტივა, რომ ადგილობრივ ბაზარზე 80-90% საქართველოში მოყვანილი ხორბალი იყოს. ჩვენ იმდენი მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ მინიმუმ 50%-ით მაინც დავაკმაყოფილოთ ქართულ ბაზარზე არსებული მოთხოვნა და სხვა ბაზრებზე არ ვიყოთ დამოკიდებული. დღესდღეობით ჩვენთვის გადამწყვეტი საკითხი ეს არის. რაც შეეხება პურის ქარხნებისათვის გაზის ტარიფის გაზრდას, ამის მცდელობა იყო, მაგრამ ეს პროცესი ახლა შეჩერებულია. მომავალში კი რა იქნება, ამის შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს. ბუნებრივ აირზე ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით საუბარი ჯერჯერობით არ არის", - განაცხადა არკადი მექერიშვილმა. მისი პასუხი, შეიძლება ამ ეტაპზე დამშვიდების საშუალებას იძლევა, მაგრამ საყურადღებოა, რომ "მეხორბლეთა ასოციაციის" პრეზიდენტმა საკმაოდ ბევრჯერ გამოიყენა ტერმინი "ჯერჯერობით". შეიძლება იმის ვარაუდი, რომ გაზი პურის მწარმოებლებს მხოლოდ, ჯერჯერობით არ გაუძვირდება. თუმცა აქვე უნდა დავაფიქსიროთ, ის ფაქტი, რომ "ყასტრანსგაზ თბილისმა", პურის ქარხნებს და მსხვილ მომხმარებლებს სატარიფო შეღავათები გაუუქმა. მიმდინარე თვიდან, კომპანიის ყველა კომერციული მომხმარებელი, ერთნაირ ღირებულებას - 69 თეთრს გადაიხდის. როგორც "ყასტრანსგაზ თბილისში" განმარტავენ, ამის მიზეზი ვალუტის კურსის ცვლილება და იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე ფასის მატება გახდა, რისი კომპენსირებაც კომპანიამ, შეღავათების გაუქმებით მოახდინა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საკითხი, როგორი იქნება პურის ფასი გრძელვადიან პერსპექტივაში, საკმაოდ ბუნდოვანია. პურის წარმოებაში აუცილებელი ნედლეული დღეს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია, ხოლო წარმოების ხარჯების შემცირება პერსპექტივაში მოსალოდნელი არ არის. არავინ იცის, ხორბლის როგორი მოსავალი იქნება გაისად, შესაბამისად, იმის პროგნოზირებაც ძნელია, რა ეღირება ეს პროდუქტი, მაგრამ იმის დასკვნა ნამდვილად შეიძლება, რომ ხორბლის ასეთი ფასი დროებითია. მსგავსი სიტუაციაა წარმოების ხარჯებთან დაკავშირებით, ბუნებრივი აირის გაიაფება გამორიცხულია, შეიძლება იმის ვარაუდიც, რომ "ჯერჯერობით" შენარჩუნებული ტარიფი უახლოეს პერსპექტივაში გაიზრდება.
იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ დღეს პურის წარმოების ხარჯები და ნედლეული შესაძლებელ ვარიანტებს შორის, ყველაზე იაფია, პურის საცალო ფასი მაინც ძალიან დიდია. ექსპერტების გათვლებით, დღეს ერთი სტანდარტული პურის თვითღირებულება მაქსიმუმ 37 თეთრს აღწევს. ამ დროს კი მაღაზიებში პური 60-70 თეთრი ღირს. ეს საგანგაშოდ საგულისხმო განსხვავებაა. ერთი პურის შეძენისას მომხმარებელი, თვითღირებულებაზე 23-33 თეთრით მეტს იხდის. ამ შემთხვევაში, შეიძლება ვისაუბროთ უზარმაზარ მიგებაზე, რომელიც მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და მაღაზიების მეპატრონეებს რჩებათ.
თუ გავაკეთებთ ძალიან მოსალოდნელ პროგნოზს, პურის წარმოების ხარჯებისა და ნედლეულის გაძვირების შესახებ, იმის ვარაუდიც შეიძლება, რომ სტანდარტული პურის ფასი შეიძლება 1 ლარიც გახდეს. გავიხსენოთ, რომ დღეს ბაზარზე არსებული ხორბალი, წინა პერიოდთან შედარებით 120%-ით იაფია, თუ გაისად ხორბლის მოსავალი ნაკლები იქნება, მისი ფასი აუცილებლად გაიზრდება. ბუნებრივი აირის ფასის თუნდაც 69 თეთრიანი ნიშნულის შენარჩუნებაზე გარანტიას ვერავინ იძლევა. ასე რომ, პურის ფასის ფსიქოლოგიური ნიშნული – 1 ლარი არც ისე შორსაა.



ლევან მარტაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48