ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნავთობიმპორტიორებს ამხელს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნავთობიმპორტიორებს ამხელს
ნანახია: 1088

ექსპერტთა აზრით ლარის გაუფასურება ხელოვნურად ხდება


ბოლო ორი კვირის განმავლობაში დოლარი ლართან მიმართებაში მუდმივად მყარდება. თუკი 20 იანვარს ლარი/დოლარის გაცვლითი კურსი 1,70-ს შეადგენდა, 2 თებერვალს გაცვლითმა კურსმა 1,74-ს შეადგენს. საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ მოსალოდნელი იყო ლარის კიდევ უფრო გაუფასურება დოლართან მიმართებაში, თუმცა, ბოლო 2 დღეა ლარი სტაბილურია და, იმედია, რომ ამ მხრივ, უახლოეს მომავალში მკვეთრი ცვლილებები არ იქნება. მართალია ერთკვირიანი დაგვიანებით, მაგრამ ეროვნული ბანკის მხრიდან მაინც გაკეთდა განმარტება ლარის დოლართან მიმართებაში გაუფასურების მიზეზებთან დაკავშირებით, თუმცა, ეს განმარტებები ერთობ ბუნდოვანია და ისინი რეალობასთან საკმაოდ მიახლოებული ეჭვების გაჩენის საფუძველი გახდა. საზოგადოებაში არსებობს ეჭვი, რომ ბოლო პერიოდში ლარის დოლართან მიმართებაში გაუფასურება ხელოვნურად მოხდა და იგი მავანთა ინტერესებს ემსახურება. ამ ეჭვებს ის უფრო ამწვავებს, რომ დევალვაციის პროცესის დაწყებიდან საკმაოდ ხანს ეროვნული ბანკი პოზიციას არ აფიქსირებდა და მოსახლეობას გამომწვევი მიზეზების შესახებ ინფორმაციას არ აწვდიდა.
ფინანსთა მინისტრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ფუნქციებს ითავსებს
როგორც ზემოთ აღვნიშნე, საზოგადოებაში ეჭვები ლარის მოსალოდნელი მკვეთრი დევალვაციის შესახებ იმან გაამძაფრა, რომ ეროვნული ბანკი 1 კვირის განმავლობაში განმარტებას არ აკეთებდა მიმდინარე მოვლენების შესახებ. ბოლოს კი დუმილი ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა დაარღვია და შემდეგი რამ განაცხადა: "ლარის კურსის გაუფასურებასა და და დოლარის გამყარებაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. ამ პროცესს ლარის კურსის გაუფასურებას ვერ დავარქმევდი, ეს უფრო დოლარის კურსის გამყარებაა. თუ მათემატიკურად შევხედავთ კურსის ცვლილებას, აშკარაა, რომ მხოლოდ 3%-იან გაუფასურებას აქვს ადგილი".
აღსანიშნავია ისიც, რომ ლარის ასეთი გაუფასურება პირველად მოხდა ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ. შეიძლება ამასაც დაბრალდეს ის, რომ ქადაგიძემ ლარის გაუფასურების პროცესის დაწყებიდან მხოლოდ 1 კვირის შემდეგ გააკეთა კომენტარი. მისი განცხადებით: "მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში მისი ცვალებადობა ჩვეულებრივი მოვლენაა და სავალუტო ბაზარზე ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. ბანკში განმარტავენ, რომ ლარის კურსი ბანკთაშორის ბაზარზე კომერციული ბანკების და მათი კლიენტების მხრიდან უცხოური ვალუტის მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობის საფუძველზე ყალიბდება. მოთხოვნა და მიწოდება კი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად ისეთებზე, როგორებიცა უცხოური ინვესტიციები, ექსპორტ-იმპორტი, ფულადი ტრანსფერები, სეზონურობა. აღნიშნული ფაქტორებიდან ხან ერთი აჭარბებს, ხან მეორე. შესაბამისად, მოკლევადიან პერიოდში ლარი ხან გაუფასურდება და ხან გამყარდება. მოკლევადიან პერიოდში ლარის გაუფასურება ან გამყარება ჩვეულებრივი პროცესია, რაც ყოველთვის მოსალოდნელია ჩვენს მიერ წარმოებული პოლიტიკის პირობებში, თუმცა, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში ლარის გაუფასურება გამორიცხულია, რადგან ეროვნულ ბანკს ამისთვის საკმარისი რეზერვები გააჩნია.
ლარის გაუფასურება პროდუქტების ფასებზე მომენტალურად აისახა
მიუხედავად იმისა, რომ ლარის გაცვლითი კურსი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, მისმა გაუფასურებამ ქვეყანაში მაინც მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. მართალია, თავდაპირველად იმპორტიორები აცხადებდნენ, რომ თუკი ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი 1,78-ს მიაღწევდა, მაშინ ისინი იძულებულები იქნებოდნენ ფასები გაეზარდათ. ამ პერიოდში გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა დონემ 1,75 შეადგინა, მაგრამ ქვეყანაში ფასები მაინც გაიზარდა. ლარის დევალვაცია სხვადასხვა პროდუქტის იმპორტიორებმა ფასებში მომენტალურად ასახეს. ფასები განსაკუთრებით გაიზარდა შაქარზე, ზეთზე, გაყინულ ხორცპროდუქტებზე, ყავაზე, თევზზე, კონსერვებზე. სხვადასხვა სუპერმარკეტების წარმომადგენელთა განცხადებით, ფასების ზრდა უფრო შესამჩნევი მას შემდეგ გახდება, როცა ძველი მარაგები გამოილევა და მათ პროდუქტის ახალი პარტიების შემოტანა უკრაინიდან და თურქეთიდან, ანუ იმ ქვეყნებიდან, სადაც საქონელს დოლარით ყიდულობენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დოლარის ლართან მიმართებაში გამყარების პარალელურად ბოლო 2 კვირის განმავლობაში ლარი ევროსთან მიმართებაში თითქმის 500 პუნქტით გამყარდა. 2009 წლის ოფიციალური სტატისტიკით კი ევროკავშირის ქვეყნების წილად მოდის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 28,1%, მათ შორის იმპორტის 29,9%, რაც ღირებულებით გამოსახულებაში 1,309 მლრდ. აშშ დოლარია. აქედან გამომდინარე, უცნაურია, თუ რატომ მოხდა თითქმის ყველა დასახელების პროდუქტზე ფასის ზრდა, მაშინ როცა იმპორტირებული პროდუქციის ნაწილი ევროზონიდან შემოდის, სადაც მათი შეძენა ევროში ხდება.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, აშშ დოლარის მიმართ ლარის კურსის ბოლოდროინდელი რყევები არ უნდა იწვევდეს ადგილობრივ ბაზარზე იმ კატეგორიის პროდუქციის ფასების ზრდას, რომელთაAიმპორტი ხდება ევროზონის ქვეყნებიდან, ვინაიდან ლარი ევროს მიმართ სტაბილურია."
ექსპერტ დავით ნარმანიას განცხადებით, როდესაც ქვეყანაში არის კონკურენტული გარემო, ლარის რამდენიმედღიანი გაუფასურება ფასების მკვეთრი მატების საფუძველი არ შეიძლება გახდეს. ამასთან, მისი განცხადებით, არგუმენტი, რომ მსოფლიო ბაზარზე გაძვირდა ესა თუ ის პროდუქტი, არ შეიძლება მისაღები იყოს, რადგან, სანამ გარკვეული პროდუქტი ქვეყანაში შემოვა, საკმაო დრო სჭირდება. შესაბამისად, ფასების ამჟამინდელი გაძვირება შესაძლოა ხელოვნური იყოს.

ნავთობიმპორტიორები ისევ მწარედ გვატყუებენ

ლარის გაუფასურება მომენტალურად სათავისოდ კარგად გამოიყენეს ნავთობიმპორტიორმა კომპანიებმა და საწვავი უმალ გააძვირეს. საწვავის გაძვირებას კი შესაბამისად, მგზავრობის და პროდუქტების გაძვირება მოჰყვა. ნავთობიმპორტიორებმა მათ ქსელში არსებული საწვავი საშუალოდ 15 თეთრით გააძვირეს, რის მიზეზადაც "ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა ლარის დოლართან მიმართებაში გაუფასურება დაასახელა. ფაქტია, რომ ნავთობიმპორტიორები ისევ და შეიძლება უფრო მწვავედაც, გვატყუებენ.
ჯერ ერთი ლარის გაუფასურების პროცესი 3 დღის დაწყებული იყო, როცა საწვავის ფასებმა საქართველოში ზრდა დაიწყო, არადა, როგორც ცნობილია, მათივე განცხადებით საწვავის იმპორტს და საცალო ქსელში გავრცელებას დაახლოებით 1 თვე სჭირდება.
მეორე ფაქტორი, რომელიც ამტკიცებს, რომ ნავთობიმპორტიორები, რბილად რომ ვთქვათ, თაღლითობენ, არის ის, რომ ბოლო 2 კვირაში ლარი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 6 თეთრით გაუფასურდა, მაშინ საწვავის ფასები საშუალოდ 15 თეთრით გაიზარდა.
მესამე ევროზონიდან იმპორტის ჯამურ მოცულობაში სოლიდური წილი უკავია ნავთობპროდუქტებს. ევროპული საწვავის მსხვილი იმპორტიორები არიან "რომპეტროლი”, "ეკო ჯორჯია”, "ლუკოილი” და "ვისოლი”, რომლებიც ბაზრის საკმაოდ დიდ წილს ფლობენ. აქედან გამომდინარე, ლარის აშშ დოლართან კურსის ცვალებადობის გამო, ევროზონიდან იმპორტირებული პროდუქციის ფასების ზრდა, არალოგიკურია.
ყოფილი ენერგოომბუდსმენის დავით ებრალიძის განცხადებით, არ შეიძლება ლარის მცირედი გაუფასურება საწვავის ფასებზე ასე მოქმედებდეს: "რა თქმა უნდა, ლარის ასეთი გაუფასურება საწვავის 10-20 თეთრით გაძვირებაზე ზეგავლენას არ ახდენს. ეს არ არის ძირითადი კომპონენტი იმ ფასთა ნამატისა, რაც არის განსხვავება საერთაშორისო ფასსა და საქართველოს ფასს შორის", - განმარტავს დავით ებრალიძე.

კიდევ ერთი დარტყმა ბანკებს და ბიუჯეტის შევსების მარტივი გზა

ლარის დევალვაციამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებსაც კომერციული ბანკებიდან სესხები დოლარში აქვს აღებული. ასეთი კი ძალიან ბევრია. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში კომერციული ბანკების მიერ სესხების 90% დოლარშია გაცემული. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ამ ადამიანისთვის, რომელთა შორის დიდ ნაწილს ბიზნესსესხები აქვს აღებული, ვალის დაფარვის პირობა გართულდა. ქვეყანაში არსებული მძიმე ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე და ბოლო პერიოდში საგადასახადო სამსახურის მიერ კომპანიების მუდმივი "რეკეტის" ქვეშ ყოფნის პირობებში ვალის დაფარვის პირობების გართულება მათ კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში აყენებს და ისედაც ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთების ფონზე ვალის დაფარვის პირობებს კიდევ უფრო ართულებს. ამიტომ ლარის დევალვაცია ქართული ბიზნესისთვის კიდევ ერთ დარტყმად უნდა მივიჩნიოთ.
ექსპერტთა ნაწილი ლარის დოლართან გამყარებას ხელოვნურ პროცესად მიიჩნევს და აცხადებს, რომ კურსის ცვლილება სპეკულაციურად ხდება და ამით მავანნი ხეირს ნახულობენ, გარდა ამისა, დევალვარებული ლარის პირობებში ბიუჯეტის შესრულება და, შესაბამისად, საბიუჯეტო ხარჯების დაფარვა ადვილი იქნება მთავრობისთვის, ხოლო კურსის შენარჩუნების რეზერვები ეროვნულ ბანკს საკმარისი აქვს.

თაკო მათეშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48