"საბანკო სისტემას სერიოზული რყევები არ ემუქრება" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : "საბანკო სისტემას სერიოზული რყევები არ ემუქრება"
ნანახია: 986

"2007 წლის 1 სექტემბერს 100 დოლარი თავისი მსყიდველობითი უნარით 2008 წლის 1 სექტემბრის 130 დოლარს უდრის"

საბანკო სისტემასა და საფინანსო სივრცეში მიმდინარე ბოლოდრინდელ მოვლენებზე კომენტარი ვთხოვეთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსების მიმართულების ხელმძღვანელსა და სრულ პროფესორს ირაკლი კოვზანაძეს.
- ბოლო წლებში საქართველოს საბანკო სისტემა სწრაფად იზრდებოდა. 2008 წლის დასაწყისისთვის საბანკო სისტემის აქტივებმა 8 მილიარდს გადააჭარბა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 40%-ზე მეტია. ომამდე საქართველოში ერთგვარი საკრედიტო ბუმი იყო. დეპოზიტები უმეტესწილად უცხოურ ვალუტაში იხსნებოდა, აგვისტომდე დეპოზიტების 80% უცხოურ ვალუტაზე მოდიოდა, ანუ ყოველ 10-დან 8 დოლარში და მცირე რაოდენობით ევროში იყო. დოლარიზაციის კოეფიციენტი ლარის კურსის ვარდნის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა.
დღესდღეობით საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას იმის შესაძლებლობა არ აქვს, რომ ბანკებში ფული დააგროვონ, მეტიც, ბევრს მიმდინარე ხარჯების დაფარვაც უჭირთ. ამიტომ, ძნელია ვივარაუდოთ, რომ მომავალში საქართველოს საბანკო სექტორში დეპოზიტების ბუმი იქნება.
ბოლო პერიოდში დეპოზიტებზე პროცენტების ზრდა შეინიშნება. ეს რამდენიმე ფაქტორითაა გათვალიწინებული. ჩვენ ჯერ კიდევ მაღალი ინფლაცია გვაქვს. იმისდა მიუხედავად, რომ ოფიციალურად სტატისტიკის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ინფლაცია 7%-ია, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფლაცია მაღალი იყო და არის დღესაც. აქედან გამომდინარე, თუ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები იქნება დაბალი, მოქალაქეებისათვის დეპოზიტის გახსნა აზრს კარგავს. წლის დასაწყისში 100 დოლარი თავისი მსყიდველობითი უნარით უფრო მეტი იყო, ვიდრე დივიდენდთან ერთად წლის დასასრულს. მაგალითად, თუ არსებული ლარის კურსისა და ოფიციალური ინფლაციის პირობებში, 2007 წლის 1 სექტემბერს 100 დოლარი, თავისი მსყიდველობითი უნარით, 2008 წლის 1 სექტემბრისთვის 130 დოლარს უდრის. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები იზრდება.
აგვისტოს მოვლენებამდე საქართველოს საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობა 4 მლრდ. 130 მილიონ ლარს შეადგენდა. 2008 წელს ომის პერიოდში ეს ციფრი 527 მილიონით შემცირდა. მათ შორის, ფიზიკურ პირთა დეპოზიტები - 311 მლნ. ლარით. სექტემბრიდან სადეპოზიტო ანაბრებზე თანხების დაბრუნება დაიწყო, მაგრამ არა სრული მოცულობით. სექტემბერ-ოქტომბერში საქართველოს საბანკო სისტემამ, ასე თუ ისე, რიგი ვალდებულებები გაისტუმრა და ლიკვიდობის პრობლემაც გარკვეულწილად გადალახა, მაგრამ მომავალში სტაბილურობის შენარჩუნება არც ისე მარტივი იქნება. 2009 წლის პირველ ნახევრში გამოჩნდება თუ, როგორ გაართმევს თავს საბანკო სექტორი მის წინაშე არსებულ პრობლემებს. ამ პრობლემების დაძლევაში მათ იმ უცხოურმა დახმარებებმა უნდა შეუწყოთ ხელი, რომელიც უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი, რომ საქართველოში შემოვა. 4,5 მლდრ. დოლარიდან დაახლოებით 1 მლრდ. დოლარი საქართველოს საბანკო სისტემამ უნდა მიიღოს.



ესაუბრა მერაბ ჯანიაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48