საგადასახადო გირავნობა VS საბანკო იპოთეკა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : საგადასახადო გირავნობა VS საბანკო იპოთეკა
ნანახია: 1780

რატომ ამბობენ ბანკები უარს მთავრობის ბოძებულ "საჩუქარზე"?

გასული კვირის ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ თემად საქართველოს მთავრობასა და ბანკებს შორის მიმდინარე რამდენიმე რაუნდიანი უშედეგო მოლაპარაკებები გახდა. მხარეთა შორის გამართული კონსულტაციები საგადასახადო გირავნობითა და საბანკო იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის პროცედურების სრულყოფას ეხებოდა, რომელმაც მთავრობის აზრით, სავარაუდოდ საბანკო სფეროს აქტივობა უნდა გამოიწვიოს. ცნობისათვის, არსებული კანონმდებლობით, დღეისათვის საგადასახადო გირავნობითა და საბანკო იპოთეკით ერთდროულად დატვირთული ქონების გაყიდვის შემთხვევაში თანხას პირველ რიგში სახელმწიფო იღებს და სახელმწიფო დავალიანების სრულად დაფარვის შემდგომ კი, ბანკი. ხოლო, შეთავაზებული ახალი ინიციატივით, მიღებული შემოსავალი სახელმწიფოსა და ბანკს შორის თანაბრად განაწილდება. აღნიშნულ თემაზე თავის მოსაზრებებს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ლევან კალანდაძე გვიზიარებს.
თავისთავად მთავრობის საბანკო სფეროსათვის გაკეთებული შეთავაზება, რაც გარკვეული პარიტეტის დაცვას ითვალისწინებს, საგადასახადო გირავნობითა და საბანკო იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში, საკმაოდ პროგრესული და მისასალმებელია. ეს ისაა, რაც არაერთხელ აღგვინიშნავს, როცა ხელისუფლებისა და ბიზნესს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ამ ურთიერთობების განვითარების აუცილებლობაზე ვსაუბრობდით. შეთავაზებული ცვლილება ამ შემთხვევაში სწორედ პარიტეტის, მთავრობის მხრიდან თანაბარ და პარტნიორულ პრინციპს ეფუძნება. ანუ, გირავნობითა და იპოთეკით დატვირთული ქონების გაყიდვის შემთხვევაში მიღებული შემოსავალი მხარეებს შორის, ანუ სახელმწიფოსა და ბანკს შორის, თანაბრად განაწილდება. მაქსიმალურად ხდება, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის, ასევე საბანკო სფეროს ინტერესის თანაბარი გათვალისწინება. საბანკო სტრუქტურები, პირდაპირ უნდა ითქვას, აქამდე დაინტერესებულნი არ იყვნენ ამგვარი ქონების გაყიდვით და რიგ შემთხვევებში, ხელოვნურადაც კი "აფერხებდნენ" ქონების გაყიდვის პროცედურებს, რადგან ამ ოპერაციით რეალურ შემოსავალს და სარგებელს მხოლოდ სახელმწიფო იღებდა. ბუნებრივია, ბანკების მხრიდან რბილად რომ ვთქვათ, თავშეკავებული `ენთუზიაზმის~ გამოჩენა ამ მხრივ სავსებით გასაგები და მისაღები იყო. თუმცა, უარი შეთავაზებულ პარიტეტსა და პარტნიორობაზე - ცოტა დამაფიქრებელი.

რა მდგომარეობა გვაქვს დღეს?


რიგი ოპტიმისტური განცხადებების მიუხედავად, მდგომარეობა ქართულ საბანკო ბაზარზე მაინც კვლავ მძიმეა. როცა ამაზე ვსაუბრობ, მხედველობაში სამი ძირითადი კომპონენტი მაქვს. ესენია: ზარალიანი საბანკო წელი, საბანკო პორტფელების არასასურველი ხარისხი და დაბალი საკრედიტო აქტიობა.
ქართულმა საბანკო ინდუსტრიამ, მათ შორის წამყვანმა საბანკო ინსტიტუტებმა გასული წელი წარუმატებლად დაამთავრეს ანუ, მოქმედი ბანკების აბსოლუტურმა უმრავლესობამ 2009 წელი ზარალით დახურა. მართალია, ეროვნულ ბანკს გასული წლის მეოთხე კვარტლის შედეგები და ბანკების საქმიანობის ფინანსური ანგარიში ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა წინა თვეების და კვარტლების მონაცემების ანალიზი და ექსპერტული შეფასებები საფუძველს იძლევა, რომ შედეგები უარყოფითი იქნება. 2009 წლის სამი კვარტლის მონაცემებით 13 კომერციული ბანკის ზარალმა 41 მილიონი ლარი შეადგინა. მათ შორის, ზარალით დაასრულეს კვარტალი "საქართველოს ბანკმა", "ვი-თი-ბი ბანკმა", "ბაზისბანკმა", "რესპუბლიკა ბანკმა", "ეიჩ-ეს-ბი-სიმ", "ბი-თი-ეი ბანკმა", "კორ-სტანდარტ ბანკმა".
ამასთან, მნიშვნელოვნადაა "დამძიმებულია" ქართული ბანკების საკრედიტო პორტფელების "ხარისხი", რასაც დაუბრუნებელი და "უიმედო" კრედიტების მაღალი მაჩვენებელი განაპირობებს. რიგ შემთხვევებში, მოსალოდნელი დანაკარგის დონე მთელი საკრედიტო პორტფელის 15-28%-საც კი აღწევს. და ყველაზე მნიშვნელოვანი კი აქ არის ის, რომ ქართულ საბანკო თOP ელიტას, ამ მაჩვენებლებში "მოწინავე" პოზიციები უჭირავთ. ნიშანდობლივია, რომ "კრედიტინფოს" ე.წ. შავი სიაც მთელი 2009 წლის განმავლობაში შესამჩნევი და საგრძნობი ტემპებით იზრდებოდა. ანუ, იზრდებოდა ბანკების ვადაგადაცილებული პრობლემური სესხების რაოდენობა. და ეს პროცესი სასიკეთოს ჯერ-ჯერობით არაფერს გვიქადის. საპროგნოზოდ, მიმდინარე 2010 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება და აპელირება იმაზე, რომ "კრედიტინფოს" ე.წ. შავი სიის ზრდის ტემპი შემცირება სფეროში სიტუაციის გამოსწორების მანიშნებელია, არასწორია. რადგან ზრდის ტემპის შედარებითი "დასტაბილურება" სწორედაც იმის შედეგია, რომ ბანკების მხრიდან 2009 განმავლობაში საკრედიტო აქტიურობას ადგილი არ ჰქონდა. საპროგნოზოდ კვლავ გაგრძელდება ქართული ბანკების საკრედიტო პორტფელის "ხარისხის" გაუარესება. არ არის გამორიცხული, ამ მაჩვენებლის დღეს არსებული საშუალო 10-11%-იანი განაკვეთი საშუალო 15-16%-მდე, ან უფრო მეტადაც კი გაიზარდოს.
რაც შეეხება აქტიურობას, ამ მხრივ გამოცოცხლება მხოლოდ სატელევიზიო სარეკლამო ეთერში ბანკების საახალწლო სარეკლამო კლიპების გასვლის თვალსაზრისით თუ შეიმჩნევა. ისიც, ერთეული გამონაკლისების გარდა, ძველი სარეკლამო "ასორტიმენტით". რეალური საკრედიტო აქტიურობა ქვეყანაში არ ხდება. ფორმალურად ბანკები კრედიტებზე `ფასის~ დაწევას, კრედიტების გაიაფებას აცხადებენ, რეალურად კი, სესხების გაცემა მინიმალურია. ქართულ საბანკო სფეროს დღეს ოპტიმალურთან შედარებით საკმაოდ ჭარბი ლიკვიდობა გააჩნია, ანუ ე.წ. "დაუსაქონლებელი" ფული, რომელიც სერიოზულ ტვირთად აწვება მთელ საფინანსო ინდუსტრიას. მარტივად რომ ვთქვათ, ბანკებს აქვთ იმაზე გაცილებით მეტი ფული, რასაც სესხად გასცემენ, ხოლო ამ ფულის "მომსახურების" თანხა კი, ბანკებს გადასახდელი აქვთ. ანუ, ფინანსური საშუალებები ბანკებისთვის ყოველდღიურად "ძვირდება". ამასთან, იზრდება დეპოზიტების მოცულობა, რაც თითქოსდა კრიზისის დასრულებისა და ეკონომიკური ზრდის მაუწყებელ ერთგვარ ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენად გამოცხადდა. თუმცა, მე საპირისპირო მოსაზრება მაქვს ამასთან დაკავშირებით – როცა ქვეყანაში ეკონომიკა კვლავ რეცესიულ მდგომარეობაშია, როცა ქვეყანაში ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებითაც კი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ვარდნაა, როცა საგრძნობლად იზრდება უმუშევრობის დონე, როცა რეალური ეკონომიკის დაფინანსება არ ხდება და ქვეყანაში არ იქმნება რეალური დამატებული ღირებულება, დეპოზიტების მოცულობის მაჩვენებლის ზრდა მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ ეკონომიკაში ფულის ჩადებას საზოგადოება გაურბის. მეტიც, ხალხი ბიზნესიდან თანხების "ამოღებას" ახდენს, ხოლო ისედაც შემცირებული სარეზერვო ფინანსური ფონდების განთავსების ერთადერთ საშუალებად ქვეყანაში საბანკო დეპოზიტებიღა დარჩა. ეს ფინანსური თვალსაზრისით, ფრიად არასახარბიელო ტენდენციაა საბანკო სფეროსთვის და ზოგადად ეკონომიკისათვის, როცა დეპოზიტების მოცულობის ზრდა საკრედიტო აქტივობის ზრდის პროპორციულად არ მიმდინარეობს.
საყურადღებო და ნიშანდობლივია ისიც, რომ პირველად ქართული საბანკო ურთიერთობების ისტორიაში მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, წვრილ ბიზნესზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ქართველ ბანკირებს ეკონომიკური და ბიზნესპროცესების ხელოვნურად შეფერხებას, ეკონომიკურ საბოტაჟსა და არაკომპეტენტურობაში უკვე ღიად და დაუფარავად "ადანაშაულებენ".

რატომ არ შედგა შეთანხმება?


საყურადღებო გარემოება და დეტალი ამ მოლაპარაკებების პროცესში, ვფიქრობ, მთავრობის მიერ 2010 წლის განმავლობაში დაგეგმილი სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებების ემისიის თემაა, რომელიც გარკვეულწილად "ჩრდილში" მოექცა და ყურადღების მიღმა დარჩა. 2009 წელს მთავრობამ 270 მილიონი ლარის ღირებულების სახაზინო ვალდებულებები გამოუშვა, რომლებიც იმის გათვალისწინებით, რომ ჭარბი ლიკვიდობა ქვეყანაში მხოლოდ ბანკებს აქვთ, ძირითადად სწორედ კომერციული ბანკების მიერ იქნა შეძენილი. 2010 წლისთვის დაგეგმილია ამ მოცულობის 350 მილიონ ლარამდე გაზრდა. თუმცა, საბიუჯეტო ხარჯების გაწევის საჭიროებების გათვალისწინებით, გამორიცხული არ არის წლის განმავლობაში ამ მაჩვენებლის მეტობისაკენ, 400-450 მილიონ ლარამდე "დაკორექტირება". ანუ, მთავრობამ საბიუჯეტო ხარჯების გაწევისა და წინა წელს აღებული ვალების გასასტუმრებლად კვლავ დამატებითი ვალები უნდა აიღოს, მათ შორის, ქვეყნის შიდა წყაროებიდან. ოღონდ ამჯერად, უკვე მეტი ოდენობით. ამასთან ბუნებრივია, როგორც გასულ წელს, 2010 წელსაც სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებების განთავსებაც ბანკებში უნდა მოხდეს, ანუ ისევ ბანკებმა უნდა მისცენ სახელმწიფოს სესხი. აქ კი, მთავრობას მიმდინარე წელს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ბანკების თანადგომა და "დახმარება". ვფიქრობ, სავარაუდოდ სწორედ ეს თემა გახდა მთავრობასა და ბანკებს შორის ასე გაჭიანურებული მოლაპარაკებების და ერთგვარი "ვაჭრობის" მიზეზი. ამიტომაცაა, შექმნილი სიტუაცია ერთი შეხედვით პარადოქსული – მთავრობა სთავაზობს ბანკებს პირობების გაუმჯობესებასა და შეღავათებს, ბანკები კი ამის წინააღმდეგნი არიან.
როგორც ჩანს, მთავრობა იმდენადაა დაინტერესებული 2010 საფინანსო წლის განმავლობაში სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებების ბაზარზე განთავსების საკითხში ბანკებთან "პარტნიორობით", რომ მზადაა კიდევ დამატებითი მასტიმულირებელი პირობები შესთავაზოს საბანკო სფეროს. ფინანსთა სამინისტრომ გაახმოვანა ცნობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, საბანკო არხებს გარეთ თავისუფლად მოძრავი ფინანსური საშუალებები საბანკო არხებში მოექცევა. თუმცა, იქვე აღინიშნა, რომ ეს მთავრობის მხრიდან ყოველგვარი შეზღუდვებისა და მექანიკური ბარიერების დაწესების გარეშე განხორციელდება. მართალი გითხრათ, არ მჯერა ამ განცხადების გულწრფელობის. მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ამ მანევრით ერთგვარად `ნიადაგი~ მოსინჯა, რადგან სწორედაც რომ შეზღუდვების, ლიმიტებისა და მექანიკური ბარიერების დაწესების გარეშე ყოველივე ამის განხორციელდება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამისთვის კი, რეალურად ერთადერთი გზა არსებობს – ფულის მასის თავისუფალი მოძრაობის შეზღუდვა და ლიმიტების დაწესება ნაღდი ანგარიშსწორებით რიგი სავაჭრო ან ბიზნესგარიგებების განხორციელებაზე. სავარაუდოდ, ეს საკითხი უძრავი ქონებისა და ავტომობილების შეძენის ოპერაციებს შეეხება. ამ ეტაპზევე შემიძლია ვივარაუდო, რომ ამ ნოვაციის შედეგი მკვეთრად ნეგატიური იქნება. რადგან, ბარიერების დაწესება ბიზნესისათვის და ზოგადად ბიზნესურთიერთობებისთვის, მათ შორის, ფულის მოძრაობის ყოველგვარი შეზღუდვა და ლიმიტირება, ბიზნესაქტიობაზე ყოველთვის მკვეთრად ნეგატიურად მოქმედებს და არასდროს არის შედეგის მომტანი. საყურადღებოა ისიც, რომ თავისუფლად მოძრავი ფინანსური საშუალებების საბანკო არხებში მოქცევის თემა ვფიქრობ, დღეს ნაკლებად აქტუალურია. რას მისცემს ეს ნაბიჯი საბანკო სფეროს, ბიზნესს, ქვეყნის ეკონომიკას ან საზოგადოებას? ვფიქრობ, ახალი თავსატეხების გარდა, არაფერს. ქართული ბანკებისთვის მათი ჭარბი ლიკვიდობის ოპტიმიზაციისა და მათი საკრედიტო პორტფელების დაბალანსების უზრუნველმყოფი პირობების შექმნას უფრო აქვს დღეს სასიცოცხლო მნიშვნელობა, ვიდრე ქვეყანაში ფულის მასის მოძრაობისა და ფულადი ნაკადების "კორექტირების" ყოვლად გაუმართლებელი და უკანგადადგმული მექანიზმების დანერგვას, რომელთა ეკონომიკური შინაარსი უკვე დღესაა ბუნდოვანი, ხოლო ფინანსური ეფექტი კი, ფრიად საეჭვო. ამ თვალსაზრისით, უმთავრესი საზრუნავი საბანკო არხებიდან ფულის გარეთ გამოტანა უნდა იყოს, ანუ გაყინული საკრედიტო რესურსის "დასაქონლება", რითაც რეალური ეკონომიკა დაფინანსდება და არა, ახალი ფინანსური ფონდების მოძიება.
სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება მივაჩვიეთ ამა თუ იმ ეკონომიკური მოვლენის ცალმხრივად შეფასებას, ხოლო ეკონომიკური პარამეტრების კონტექსტიდან ამოგდებულად და განცალკევებულად "ცნობად" მიიღებს, რომ არაფერი ვთქვათ რიგ შემთხვევებში განზრახ, თუ უნებლიე შეცდომებზე. და ბუნებრივია, საზოგადოების დასკვნებიც, რომლებიც ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით კეთდება, ხშირად ზედაპირული და ცალმხრივია. მაგალითად, ინფლაციის დაბალი მაჩვენებლის ან საერთაშორისო რეიტინგებისა და საერთაშორისო კვლევების შედეგების თემებით სპეკულირება. ამ თემებს დღეს მთავრობის ეკონომიკური გუნდი მხოლოდ "ჩაკეტილ სისტემაში" განიხილავს. პროცესების არასრული და ცალმხრივი ანალიზი კი ადამიანებს უყალიბებს "ილუზორულ" ხედვებსა და უსაფუძვლო მოლოდინებს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური აღმავლობის და "დაძლეული" ეკონომიკური კრიზისის შესახებ. შედეგი მკვეთრად ნეგატიურია - საზოგადოების ნაწილი არაადექვატურად და არაეფექტურად, რეალური ბიზნესრისკების გაუთვალისწინებლად გეგმავს თავის აქტივობას და ბიზნესსაქმიანობას. და ის ფაქტი, რომ ქართული ბანკები დღეს შეზღუდულად აფინანსებენ ბიზნესს არის არა მარტო ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული სიფრთხილე და წინდახედულება, არამედ იმის განცდა და შიში, რომ საზოგადოების ნაწილის სტერეოტიპული და არასწორი ინფორმაციული "კვების" შედეგად, ადამიანების მოლოდინები და სიტუაციის რეალური შეფასების უნარი ხელოვნურად არის "კორექტირებული". სამწუხაროდ, რიგ შემთხვევებში, ეს პროცესი დღესაც "წარმატებით" გრძელდება, რაც ქართულმა ბანკებმა შესანიშნავად იციან. და ვფიქრობ, სწორედაც ამ უარყოფითი ტენდენციისა და ჯერ კიდევ ბუნდოვანი მოლოდინების შედეგია შეთავაზებული ახალი ინიციატივებისადმი ქართული ბანკების "გადაჭარბებულად" ფრთხილი დამოკიდებულება და გარკვეული თვალსაზრისით, უნდობლობა. ალბათ, არც თუ უსაფუძვლოდ.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48