ეკონომიკაში პროგნოზირება სულ უფრო რთული ხდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ეკონომიკაში პროგნოზირება სულ უფრო რთული ხდება
ნანახია: 724

პროგნოზირება რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის მომავალს ეხება – დიდი ხნის წინ დაადგინა მარკ ტვენმა. მსოფლიოში დღეს ეკონომიკის ბევრი ექსპერტია, რომლებიც სისტემატურად აკეთებენ სხვადასხვა პროგნოზებს. თუმცა, მსოფლიო ფინანსური კრიზისის წინასწარმეტყველება თითქმის ვერავინ მოახერხა. მისი შედეგები კი საკმაოდ დრამატული აღმოჩნდა ყველა ქვეყნისთვის. გაკოტრდნენ დიდი ბანკები და კომპანიები. მეტიც, თვით სახელმწიფოებიც კი აღმოჩნდნენ ბანკროტის წინაშე. ამის გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა ეკონომიკა, როგორც მეცნიერება და ეჭვის ქვეშ მოექცა ამ დარგში პროგნოზების სანდოობა.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), რომელიც 30 სახელმწიფოს აერთიანებს, მის წევრებს გასული წლის ივნისში 0,7 პროცენტიან ზრდას უწინასწარმეტყველებდა, ხოლო წლის ბოლოს ეს პროგნოზი მან 1,9 პროცენტამდე გაზარდა. მან ასეთი ზრდა მთავრობების მიერ გატარებული ანტიკრიზისული პოლიტიკის წარმატებითა და შესაბამისად, ვარდნის შეჩერებით ახსნა. თითქმის ყველა ეკონომისტმა 2009 წელს თავისი პროგნოზი რამდენჯერმე შეცვალა. ამ ფაქტმა კი მათ მიმართ ნდობა შეამცირა. მაგალითისთვის, გერმანიაში თითქმის ყველა წამყვანი და ავტორიტეტული ორგანიზაცია ვარაუდობდა ეკონომიკური კრიზისის მიერ გამოწვეული უარყოფითი შედეგების გაცილებით დიდ მასშტაბებს, რამაც საზოგადოებაში გარკვეული შიში გააჩინა. ამან კი გავლენა იქონია სამომხმარებლო ბაზარზე და ვაჭრობის შემცირება გამოიწვია. თუმცა, რეალური შედეგი, საბედნიეროდ, არც თუ ისე კატასტროფული აღმოჩნდა და ეკონომიკური რეცესია თითქმის არც კი დატყობია ქვეყანას. დღესდღეობით უკვე ყველა ერიდება მკაფიო პროგნოზის გაკეთებას, თუ როდის დასრულდება კრიზისი ან მოსალოდნელია თუ არა მისი მეორე ტალღა. გერმანიის ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტმა, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და რომლის შეფასებებს ხშირად იყენებენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ამ ეტაპზე უარი განაცხადა უახლოესი წლების პროგნოზირებაზე და ეს "ყავის ჭიქაში მარჩიელობას" შეადარა. მისმა ხელმძღვანელმა შიში გამოთქვა, რომ ასეთ პირობებში შეიძლება მომავალში მათ სერიოზულად აღარავინ დაუგდოს ყური.
რა არის ამ ყველაფრის მიზეზი? რა ართულებს პროგნოზის გაკეთებას ეკონომიკაში? მთავარი მიზეზი სანდო პროგნოზის გაკეთების სირთულისა არის გლობალიზაცია და მისი დღევანდელი მასშტაბები. რაც უფრო იხსნება ეკონომიკური საზღვრები და ხდება ბაზრების ინტეგრაცია, მით უფრო მეტი ფაქტორის ზეგავლენის ქვეშ ექცევა ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკა. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი 2008 წელს ამერიკული საინვესტიციო ბანკის "ლიმენ ბრაზერსის" (Lehman Brothers) გაკოტრება იყო, რომელმაც არამარტო აშშ-ს ეკონომიკაზე მოახდინა დიდი გავლენა, არამედ გამოწვეული ჯაჭვური რეაქციის შედეგად დიდი ზიანი მიაყენა მსოფლიოს ბევრ სახელმწიფოს. თუმცა მანამდე იყო 11 სექტემბრის ტერაქტი, რომლის უარყოფითი ზეგავლენა ასევე გასცდა ამერიკის საზღვრებს და გავლენა იქონია ბევრი ქვეყნის როგორც ეკონომიკაზე, ასევე პოლიტიკურ პროცესებზე. საინტერესოა ასევე ისიც, რომ ხშირად თავად პროგნოზები ახდენენ ეკონომიკურ პროცესებზე გავლენას და ამით კიდევ უფრო ართულებენ მას. ამიტომ, ბევრი ექსპერტი მიდის იმ დასკვნამდე, რომ ისეთი მოვლენების პროგნოზირება, როგორიცაა მაგალითად, მსოფლიო ფინანსური კრიზისი, თითქმის არ ექვემდებარება წინასწარმეტყველებას. ამის გამო, ბევრი მათგანი მომავალში არა ზუსტი პროცენტული მაჩვენებლების გამოქვეყნებას, არამედ მხოლოდ ზოგადი შეფასებებით შემოფარგვლას აპირებს.
საინტერესოა ის, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ქვეყნების მთავრობები და მასმედია ჯერჯერობით ისევ თხოვენ ექსპერტებს პროგნოზების გაკეთებას და ისევ ანგარიშობენ ეკონომიკის ზრდისა თუ ვარდნის სავარაუდო პროცენტულ მაჩვენებლებს. დღევანდელი ფინანსური კრიზისის პირობებში ძალიან განსხვავდება სხვადასხვა ექსპერტის შეფასებები და ხშირად ისინი ურთიერთგამომრიცხავიცაა. მათ პროგნოზებს კი მაინც იყენებენ პოლიტიკოსები, თუმცა, ვინ როგორ – ოპოზიციას პესიმისტური მაჩვენებლები ხიბლავს, ხელისუფლება კი უფრო ოპტიმისტურს ეყრდნობა.
საბოლოოდ უნდა ითქვას ის, რომ ფინანსურმა კრიზისმა, რომელმაც ქარიშხალივით გადაუარა მთელ მსოფლიოს, ზეგავლენა მოახდინა არამარტო ეკონომიკურ პროცესებზე, არამედ დააფიქრა მეცნიერები არსებული ეკონომიკური თეორიების ჭეშმარიტებაზე. განსაკუთრებული არამდგრადობა აჩვენა აქამდე არსებულმა საფინანსო სისტემამ, რომლის არასწორმა ფუნქციონირებამ აიძულა თვით ყველაზე ძველი კაპიტალისტური ქვეყნების მთავრობებიც კი, უშუალოდ ჩარეულიყო პროცესებში და ამით შეეჩერებინა კრიზისის კიდევ უფრო გამწვავება, რომელიც თავისთავად კიდევ უფრო დიდ დარტყმას მიაყენებდა რეალურ ეკონომიკას. ამან კი, თავის მხრივ, ეჭვქვეშ დააყენა სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკაში ჩაურევლობის პრინციპი და პოპულარობა დაუბრუნა კეინსიანიზმს. უნდა ვივარაუდოთ, რომ უახლოეს წლებში, განსაკუთრებით კი კრიზისის დამთავრების შემდეგ, აქტიურად დაიწყება ეკონომიკური თეორიების გადახედვა და გადამუშავება. თუმცა, უნდა ველოდოთ არა სოციალიზმისკენ შემობრუნებას, არამედ მაკროეკონომიკური გარემოს ცვლილებას, რომელიც ხელს შეუწყობს კაპიტალიზმის უფრო გამართულ ფუნქციონირებას.

გიგლა მიქაუტაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48