როგორი კონტროლის პალატა გააკონტროლებს მილიონებს? » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : როგორი კონტროლის პალატა გააკონტროლებს მილიონებს?
ნანახია: 1072

რა ბედი ელით რეფორმირებული უწყების თანამშრომლებს?

საქართველოს კონტროლის პალატა ცვლილებების მოლოდინშია. ქვეყნის მთავარი საფინანსო და ეკონომიკური უმაღლესი მაკონტროლებელი ორგანო ახალ უფლებამოსილებებს იძენს. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ინიცირებით წარმოდგენილ კანონპროექტზე დეპუტატები უკვე მეორე კვირაა მსჯელობენ. რატომ გახდა აუცილებელი შეცვლილიყო კონტროლის პალატის კანონმდებლობა და როგორი იქნება უწყების ახალი სტატუსი?
1997 წლიდან მოყოლებული, როცა პარლამენტმა კონტროლის პალატის შესახებ კანონმდებლობა შეიმუშავა, ამ ორგანომ დამოუკიდებელი ინსტიტუტის სტატუსი მიიღო, თუმცა კანონმდებლობაში არსებული ბევრი ხარვეზის გამო, ვერ ხერხდებოდა კონტროლის პალატის, როგორც სახელმწიფოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველი ორგანოს პოტენციალის სრულყოფილი რეალიზება, ხოლო ბევრ ნოვაციას, საკანონმდებლო დონეზე არარსებული ბერკეტების გამო, გასაქანი ვერ მიეცა. სწორედ არსებული კანონმდებლობის დახვეწის მიზნით, 2005 წელს მიღებული კონტროლის პალატის საერთო განვითარების სტრატეგიისა და რეორგანიზაციის განხორციელების გეგმის შედეგს წარმოადგენს ახალი საკანონმდებლო ინიციატივაც, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობა მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა მიიღეს. როგორც კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, ახალი დებულებები სრულად ითვალისწინებს მსოფლიოს განვითარებულ სახელმწიფოებში მოქმედი ანალოგიური ინსტიტუციების პრაქტიკას და სახელმწიფო აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებზე ეტაპობრივ გადასვლას. ახალი ცვლილებების მიხედვით, კონტროლის პალატის მიზანს არა მხოლოდ კანონდარღვევის პოსტფაქტუმ გამოვლენა წარმოადგენს, არამედ მისი პრევენცია. ამ მიზნით, პროექტი ითვალისწინებს პალატის იურისდიქციის გავრცელებას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტებზე. სიახლეა ის, რომ კანონპროექტი არ ადგენს ამ ბიუჯეტების მიმართ პალატის იურისდიქციის ისეთ ფარგლებს, როგორც ეს მოქმედ კანონშია. (მხოლოდ შემოსავლებისა და გასავლების საფუძვლიანობის შემოწმება) პროექტი განსაზღვრავს ამ ბიუჯეტების მთლიანი მომზადების პროცესში პალატის ჩართვას. აღნიშნული ნორმა საჯარო სახსრების გამოყენების კანონიერებისა და მიზნობრივად დახარჯვის კუთხით, პრევენციად უნდა მივიჩნიოთ. ამასთან, წინასწარი აუდიტის კუთხით, მნიშვნელოვანია საბიუჯეტო ორგანოების ვალდებულების გათვალისწინებაც, რომ მათ საბიუჯეტო შემოსავალსა და ხარჯებზე ეფექტიანი კონტროლის მიზნით, კონტროლის პალატა უზრუნველყონ სათანადო ინფორმაციით. იდეა ითვალისწინებს ამ ინფორმაციის ონლაინ რეჟიმში მუდმივ ბრუნვას, რითაც პალატას მიეცემა შესაძლებლობა, გააკონტროლოს სახსრების ხარჯვა. ახალ პაკეტში აღნიშნული და ერთმანეთისაგან განსხვავებულია აუდიტის ცალკეული ფორმის ცნებაც. (კომპლექსური, თემატური, გასვლითი, კამერალური, ფინანსური, თუ შესაბამისობის აუდიტები) ამ დიფერენციაციამ კონტროლის პალატას საშუალება მისცა თავად გადაეწყვიტა, თუ რა ტიპის იყოს კონკრეტული სუბიექტის მიმართ განსახორციელებელი აუდიტი. სიახლეა ისიც, რომ 2012 წლიდან ნავარაუდევია ამოქმედდეს ეფექტიანობის აუდიტის პრაქტიკაც, რაც გულისხმობს სახელმწიფო პროგრამების შედგენის, საინვესტიციო, ფინანსური, ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენების, მართვის სფეროში გაწეული საქმიანობის და მიღებული გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობის, ეკონომიურობისა და ეფექტიანობის ანალიზსა და შეფასებას. აგრეთვე, კანონპროექტი კონტროლის პალატას ანიჭებს უფლებას მიიღოს ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაციაც. (მაგ: საგადასახადო საიდუმლოება)
საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ კანონპროექტში აისახა და დაკონკრეტდა პალატის კომპეტენცია და უფლებამოსილება სახელმწიფო სახსრებისა და სხვა მატერიალური რესურსების, მხარჯავი თუ მმართველი სუბიექტების მიმართ, რამაც მოიცვა საჯარო სამართლის იურიდიული პირები (საჯარო სამართლის კორპორაციების მიმართ დადგენილია გარკვეული გამონაკლისი) და სახელმწიფოს 50% -ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირები. ამ უკანასკნელთა მიმართ, კონტროლის პალატის უფლებამოსილების ფარგლები არაერთხელ გამხდარა სასამართლო დავის საგანი. სწორედ პრაქტიკის გათვალისწინებას უნდა გულისხმობდეს კიდევ ერთი სიახლეც, რომლის მიხედვითაც, პალატის სისტემაში იქმნება ახალი ორგანო – დავების განმხილველი საბჭო. იგი უმაღლეს ნეიტრალურ საექსპერტო ერთეულს წარმოადგენს და მისი დასკვნა შემმოწმებელსა და შემოწმებულს შორის წარმოქმნილ დავასთან დაკავშირებით, გასაჩივრებას არ დაექვემდებარება. მართალია, ამ კანონპროექტის ინიციატორები ასაბუთებენ, რომ ამით კონტროლის პალატა, როგორც სახელმწიფო ფინანსური და მატერიალური რესურსების "მეურვე~ იძენს კვაზი სასამართლოს როლს, მაგრამ ქართული რეალობის გათვალისწინებით, რამდენად სამართლიანია საკითხისადმი ასეთი მიდგომა, ან გაამართლებს თუ არა ეს ნოვაცია, კითხვებს აჩენს.
კანონპროექტი ინტერესს იწვევს სახელმწიფოს მხრიდან დარღვევებზე რეაგირების ფორმების კუთხითაც. პალატა უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს პარლამენტს წინადადებით, აუდიტის შედეგად გამოვლენილი დარღვევის შედეგად, მთავრობის მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შეჩერების შესახებ. სწორედ პარლამენტია ის ორგანო, რომელიც აკონტროლებს მთავრობის მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კანონიერებას და დარღვევების შემთხვევაში, ამ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შეჩერების მოთხოვნით, უფლებამოსილია პრეზიდენტს მიმართოს. სადღეისოდ, ახალი მიდგომა უფრო კონკრეტული აღმოჩნდა ამ ნორმის მიმართ და აღნიშნულ პროცესში პალატის როლი უფრო მნიშვნელოვანი გახადა. ამასთანავე, კანონპროექტში გაუმჯობესებულია საზოგადოების ჩართვის მექანიზმები საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კონტროლზე, რომლის დახმარებით, შესაძლებელი იქნება იმ თემების შესწავლა, რომლის მიმართაც მომატებული საჯარო და საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. საპარლამენტო ფრაქციებს ენიჭებათ უფლება ყოველი მორიგი სესიის განმავლობაში, სულ მცირე, ერთხელ მოითხოვონ ამა თუ იმ საკითხზე კონტროლის პალატის მიერ შემოწმების განხორციელება. იმედია, რომ ასეთი ჩანაწერი მხოლოდ ფიქცია და ჩანაწერი არ იქნება და ის რეალურად იმუშავებს.
კონტროლის პალატის, როგორც ინსტიტუტის, ქმედითუნარიანობა, იმ ფინანსური დახმარებების ხარჯვითი ნაწილის გამჭვირვალეობაზე იქნება დამოკიდებული, რომელიც ქვეყანამ, აგვისტოს მოვლენების გამო, დონორი ორგანიზაციებისაგან მიიღო. ეს საკითხი საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და მსჯელობის საგნადაა ქცეული. ამიტომაც ის ერთგვარი ტესტია ქვეყნის მაკონტროლებელი ორგანოსათვის.
საქართველოს პარლამენტში ახალი ცვლილებების მიმართ პოლიტიკური კონსულტაციები უკვე დაიწყო. საპარლამენტო ოპოზიცია კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილთან შეხვედრისას აცხადებდა, რომ ოპოზიციას ახალ რეალობაში უფრო მეტი უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა უნდა მიეცეს. საპარლამენტო უმცირესობაში მიიჩნევენ, რომ კონტროლის პალატის ძლიერ ორგანოდ ჩამოყალიბება აუცილებელია, უნდა მოხდეს დავების განმხილველ საბჭოში ოპოზიციის წარმომადგენელთა გაზრდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი ფასადურ სახეს მიიღებს.
ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, თუ რა ბედი ეწევათ რეფორმირებული უწყების თანამშრომლებს. კანონპროექტში მათ შესახებ არაფერია ნათქვამი. სავარაუდოდ, უწყების ახლანდელ თანამშრომელთა გარკვეული ნაწილი სამუშაო ადგილს ვერ შეინარჩუნებს, რადგან იგეგმება თანამშრომელთა ხელახალი ატესტაცია ან კონკურსი. ეს კი ბუნებრივად გამოიწვევს იმ არასასიამოვნო რეალობას, რასაც სამსახურის დაკარგვა ჰქვია.





არჩილ კაიკაციშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48