ეროვნული ბანკი ხუმრობის ხასიათზეა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ეროვნული ბანკი ხუმრობის ხასიათზეა
ნანახია: 985

ეროვნული ბანკი ხუმრობის ხასიათზეა

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის (მპკ) 2008 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 100 საბაზისო პუნქტით შემცირდა. კომიტეტის ოთხშაბათის სხდომის გადაწყვეტილებით მონეტარული პოლიტიკის ძირითადი განაკვეთი 10-დან 9 პროცენტამდე შემცირდა.
როგორც სებ-ში განმარტავენ, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი გაურკვევლობის გამო, ისევე როგორც მრავალ ქვეყანაში, საქართველოშიც შემცირებულია მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა, ეკონომიკაზე მოქმედი ფუნდამენტური ფაქტორების არსებული პროგნოზებიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას შერბილების მიმართულებით ახორციელებს. სებ-ში მიაჩნიათ, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის ზრდას შეუწყობს ხელს.
"საერთაშორისო ბაზრებზე ძირითად სასაქონლო პროდუქტებზე მოსალოდნელია ფასების მნიშვნელოვანი შემცირების ტენდენციის გაგრძელება, რაც ზრდის დეფლაციის რისკს. ინფლაციის პროგნოზით, უფრო მაღალი ალბათობაა, ფაქტიური ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნე ინფლაციაზე დაბალი იყოს. ფასების შემცირების მიმართულებით მოქმედებს, ასევე, ფულადი აგრეგატების ზრდის დაბალი ტემპიც," - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
ორიგინალური ქვეყანა ვართ. მთავრობაც და ეროვნული ბანკიც ორიგინალური გვყავს. საქართველოში მაღალი ინფლაციის, ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების თუ მონოპოლიზებული ბაზრების შედეგად ფასები პერმანენტულად და შეუჩერებლად იზრდება. ეროვნული ბანკი კი ფაქტების საწინააღმდეგოდ ამტკიცებს, რომ "პროდუქციის გაძვირების ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს", მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბაზრის 80% იმპორტირებულ პროდუქციას უკავია, ხოლო ეროვნული ვალუტის გაუფასურება, რომ იმპორტიორებს პროდუქტის თვითღირებულებას უძვირებს, ამას დიდი ფილოსოფია და ეკონომისტობა არ სჭირდება. სებ-ის განცხადებით 2-3 კვირაში ფასები შემცირდება და ინფლაციის საწინააღმდეგო ბერკეტებს, როგორიცაა რეფინანსირების განაკვეთი, კიდევ ერთი პროცენტით ამცირებს. ემანდ ქვეყანაში დეფლაცია არ წარმოიშვასო. ჯერ ერთი, ის ციფრი, რომ ოქტომბერში ინფლაციის მაჩვენებელი 7% იყო, ექსპერტებში სერიოზულ ეჭვს იწვევს, სტატისტიკის დეპარტამენტის ობიექტურობიდან გამომდინარე. მეორე ბაზრის დახლებზე დალაგებული პროდუქტების ფასები ყველაზე ნათლად მეტყველებს, რომ ქვეყანაში ინფლაცია ჯერ კიდევ მყარად დგას და მასთან სერიოზული ბრძოლაა საჭირო. რა აძლევს ეროვნულ ბანკს ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს, უცნობია.
ორიგინალური ქვეყანა ვართ, აბა, რა! რუსეთს ომი მოვუგეთ და ახლა დროებითი საპარლამენტო კომისია შევქმენით, რომელიც იკვლევს, თუ რატომ მოვიგეთ ეს ომი. ეს "მაპი" კიდევ რით ვერ მოგვცეს, უცნაურია. რა, ნატოში ჩვენნაირი ორიგინალური ქვეყნები არ უნდათ?
ასეა თუ ისე, მთავრობისა თუ ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ან ვერ ხედავ, ან არ უნდათ, რომ დაინახონ რა ხდება რეალურად ჩვენს ქვეყანაში. ოპტიმისტური პროგნოზები, რომლებსაც საფუძველი არ გააჩნიათ, ჩვენი ქვეყნის გაჭირვებული მოსახლეობისათვის ვერაფერი ნუგეშია. ფაქტი კი ერთია, რომ საქართველოში გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობების გამო და ზუსტად გაძვირებული პროდუქტების შედეგად, გაჭირვებული მოსახლეობის რიცხვი დღითიდღე მატულობს.



მერაბ ჯანიაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48