ბანკები და ფინანსები » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ინფლაციასთან ბრძოლის შედეგები

ინფლაციასთან ბრძოლის შედეგებიინფლაციის სანაცვლოდ უფრო ნეგატიური პროცესი - დეფლაცია მივიღეთ

დეფლაციური პროცესის ნეგატიური გავლენა ეკონომიკაზე
2012 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ -0,03 პროცენტი შეადგინა. მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები შემცირდა 0,6 პროცენტით და მისმა წვლილმა აპრილის ინფლაციაში -0,19 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა ბოსტნეულის, ბაღჩეულის, კარტოფილისა და სხვა ბოლქვოვანების ქვეჯგუფზე (8,0 პროცენტი). ფასების 7,3-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე. ტრანსპორტის ჯგუფზე ფასები გაიზარდა 1,9 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციის მაჩვენებელში 0,24 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების 2,9-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა საწვავ-საპოხი მასალების ქვეჯგუფზე.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : ინტერვიუ უფროს სტატისტიკოსთან, ეკონომიკის ექსპერტთან ნოდარ კაპანაძესთან

ინტერვიუ უფროს სტატისტიკოსთან, ეკონომიკის ექსპერტთან ნოდარ კაპანაძესთან"სოფლის მეურნეობაში, სადაც დასაქმებულთა უდიდესი ნაწილია თავმოყრილი, ეკონომიკური ზრდა უმნიშვნელო ან საერთოდ უარყოფითია"

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტთან ლია ელიავასთან

ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტთან ლია ელიავასთან"კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების ფუნქციონირება საფინანსო სექტორს უფრო არამდგრადს გახდის"

"2011 წელს საბანკო სექტორის სამ ასეულზე მეტი მილიონის მოგება მხოლოდ ეროვნული ბანკის "დამსახურებაა"

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : მონოპოლიზებული საფინანსო სისტემა

მონოპოლიზებული საფინანსო სისტემაბანკები ეკონომიკის დაკრედიტების ნაცვლად, მასში ინვესტიციებს დებენ

მთელი საბანკო და სადაზღვევო სფერო 2-3 ბიზნესჯგუფს შორის არის გადანაწილებული


"საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონი, 47-ე მუხლი:
"საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კუთხით, ეროვნული ბანკის ამოცანაა საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა. ამ მიზნით, ეროვნული ბანკი ვალდებულია ხელი შეუწყოს საფინანსო სისტემის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას, სისტემური რისკის კონტროლს, კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას, პოტენციური რისკების შემცირებას".

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : LEGAL 500-მა საგადასახადო სამართლის საუკეთესო სპეციალისტი დაასახელა

LEGAL 500-მა საგადასახადო სამართლის საუკეთესო სპეციალისტი დაასახელაLEGAL 500-მა საქართველოში საგადასახადო სამართლის საუკეთესო სპეციალისტად ეფრემ ურუმაშვილი დაასახელა

ავტორიტეტულმა სარეიტინგო გამოცემამ LEGAL 500-მა საქართველოში საგადასახადო სამართლის საუკეთესო სპეციალისტად ეფრემ ურუმაშვილი დაასახელა. ეფრემ ურუმაშვილი იურიდიული კომპანია ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების ერთ ერთი დამფუძნებელია. ,,კომპანიას გააჩნია უდიდესი გამოცდილება საბანკო და საგადასახადო სამართალში, კომპანია ემსახურება საქართველოს ბანკს, ბანკს რესპუბლიკას. კომპანიის პარტნიორი ეფრემ ურუმაშვილი კი არის საუკეთესო სპეციალისტი საქართველოში საგადასახადო კანონმდებლობის სფეროში’ ნათქვამია LEGAL 500-ის შეფასებაში.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : "ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა ბიუჯეტს 133 700 000 ლარი დაუჯდა"

"ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა ბიუჯეტს 133 700 000 ლარი დაუჯდა"ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტს 133 700 000 ლარი დაუჯდა. ამის შესახებ ~ინტერპრესნიუსს” ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ განუცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის მშენებლობისთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრები სრულიად გამჭვირვალეა. მინისტრის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს მთელი კომპლექტის მშენებლობა რეგიონალური ფონდიდან ფინანსდება.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : სახელმწიფო ბიუჯეტი 200 მლნ 600 000 ლარით იზრდება

სახელმწიფო ბიუჯეტი 200 მლნ 600 000 ლარით იზრდებამიმდინარე წლის ბიუჯეტი 200 მლნ 600 000 ლარით იზრდება და 8 მილიარდ 216 მილიონი ხდება.
საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი მთავრობამ პარლამენტს დღეს წარუდგინა.
როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, გია ხუროშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, ბიუჯეტის შემოსულობების ზრდა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზირების საფასურიდან მისაღებმა სახსრებმა და ევროკავშირის მიერ დამატებით გამოყოფილმა გრანტებმა განაპირობა.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : წყალდიდობის შედეგად სადაზღვევო კომპანიების ხარჯები იზრდება

წყალდიდობის შედეგად სადაზღვევო კომპანიების ხარჯები იზრდებაწყალდიდობის შედეგად "ალდაგის" ხარჯები 10%-ით გაიზრდება.

"არდი": სტიქიის შედეგად მაისში ხარჯები 100 ათასი ლარით გაგვეზრდება

"ჯიპიაი" ხარჯების მატებას არ ელის

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : 2013 წლის შემდეგ საშემოსავლო გადასახადი 18% გახდება

2013 წლის შემდეგ საშემოსავლო გადასახადი 18% გახდება2013 წლის შემდეგ საშემოსავლო გადასახადი 18% გახდება. "საგადასახადო კოდექსში" შესატანი ცვლილებების თანახმად, საშემოსავლო გადასახადი 2013 წლის შემდგომ პერიოდში 18%-ით განისაზღვრება თუ პირის დასაბეგრი შემოსავლის 2% დაზოგვის სქემის შესაბამისად მმართველ კომპანიაში ირიცხება.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : ხელისუფლებამ პარლამენტის ახალი შენობის ღირებულება დაასახელა

ხელისუფლებამ პარლამენტის ახალი შენობის ღირებულება დაასახელაქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტს 133 700 000 ლარი დაუჯდა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ განაცხადა.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : BSTDB-მა ქართულ ბანკებს 84,5 მილიონი ევროს საკრედიტო რესურსი გამოუყო

BSTDB-მა ქართულ ბანკებს 84,5 მილიონი ევროს საკრედიტო რესურსი გამოუყოშავი ზღვის ვაჭრობის და განვითარების ბანკმა (BSTDB), ქართულ ბანკებს 84,5 მლნ ევროს საკრედიტო რესურსი გამოუყო

BSTDB-ის ვიცე-პრეზიდენტის მუსტაფა ბორანის განცხადებით, პროექტი 2 მიმართულებას მოიცავს - ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების და სხვა სექტორების დაფინანსებას.

ბორანის ინფორმაციით, ვაჭრობის სფეროს დაკრედიტების პროექტში ჩართულია „ბაზისბანკი" (4 მლნ აშშ დოლარი), „ქეი-ეს-ბი" (5 მლნ აშშ დოლარი), „ვითიბი ბანკი ჯორჯია" (3 მლნ აშშ დოლარი), ბანკი „ქართუ" (5 მლნ აშშ დოლარი).

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : კიდევ ერთი ქართული კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟაზე

კიდევ ერთი ქართული კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟაზესს „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის" 250 მილიონი დოლარის ნომინალის 5-წლიანი ობლიგაციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 9 მაისს განთავსდა

Fitch Ratings-მა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" ობლიგაციებს „BB-(exp)" რეიტინგი მიანიჭა

Euroweek.com–ის ინფორმაციით, საპროცენტო განაკვეთი სადებიუტო ფასიან ქაღალდებზე 9 მაისს საღამოს 7,125%-მდე შემცირდა, ხოლო თავდაპირველად 7.50–7.75%–ს შეადგენდა. უპრეცედენტოდ დაბალი განაკვეთის მიღწევა განაპირობა იმან, რომ მოთხოვნამ ფასიან ქაღალდებზე 4–ჯერ გადაჭარბა თავდაპირველად გაკეთებულ განაცხადს.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : EMEA Finance-მა „თიბისი ბანკი“ საქართველოში 2011 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა

EMEA Finance-მა „თიბისი ბანკი“ საქართველოში 2011 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელაგავლენიანმა ჟურნალმა EMEA Finance-მა „თიბისი ბანკი“ საქართველოში 2011 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა.

"თიბისის" ინფორმაციით, გამარჯვებულის შერჩევის დროს, ჟურნალმა გაითვალისწინა ბანკის წარმატებები საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე და ბანკის წამყვანი პოზიციები სამომხმარებლო და მცირე ბიზნესის დეპოზიტებში.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : არაოფიციალურად ყველა სადაზღვევო კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს

არაოფიციალურად ყველა სადაზღვევო კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს100 საავადმყოფოს პროექტმა სადაზღვევო კომპანიების დიდი ნაწილი გაკოტრების პირას მიიყვანა. ეროვნული ბანკი კი, რომელიც მზღვეველთა ზედამხედველობასაც ეწევა, ამ ყველაფერს უშფოთველად უყურებს. თუკი სადაზღვევო ბაზარი ამგვარად შეთხელდა, ქვეყანაში სულ 3-4 კომპანია დარჩება და მონოპოლიის საფრთხეც გაჩნდება.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტი ქადაგიძეს პროკურატურაში დაბრუნებას ურჩევს

„ქართუ ბანკის“ პრეზიდენტი ქადაგიძეს პროკურატურაში დაბრუნებას ურჩევს“ქართუ ბანკის“ პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ხელის შეშლაზე „ქართუ ბანკის“ მხრიდან, რაზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე პარლამენტში საუბრობს, წარმოადგენს „ეროვნული ბანკის“ მოთხოვნას, რომელიც მთელ მსოფლიოში უპრეცენდენტოა.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : საფინანსო სექტორის გამკაცრებული კონტროლი

საფინანსო სექტორის გამკაცრებული კონტროლი ხელისუფლება სესხების გამცემი ორგანიზაციების გაკონტროლებას იწყებს

ხელისუფლება სესხების გამცემი ორგანიზაციების გაკონტროლებას იწყებს. ცვლილება “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში შედის. ექსპერტების აზრით, კანონში ცვლილების უმთავრესი მიზანი საფინანსო სექტორში კონტროლის გამკაცრებაა.

მალე ბაზარზე გაჩნდება საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ახალი ტიპი - კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი, რომელსაც ეროვნული ბანკი გააკონტროლებს. კვალიფიციური საკრედიტო - ინსტიტუტი იქნება იურიდიული პირი, რომელიც სახსრებს მოიზიდავს ოთხასზე მეტი ფიზიკური პირისაგან ან რომლის მიერ ფიზიკური პირებისაგან მოზიდული სახსრების ოდენობა აღემატება ხუთ მილიონ ლარს. ასეთი პირი ვალდებული იქნება ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში დარეგისტრირდეს და ეროვნული ბანკის მიერ მისთვის დადგენილი მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : საქართველოში პარალელური საბანკო სისტემა იქმნება

საქართველოში პარალელური საბანკო სისტემა იქმნებახელისუფლება პარალელურ საბანკო სისტემას ქმნის. შეიქმნება საკრედიტო ინსტიტუტები, რომლებსაც ფიზიკური პირებისგან თანხის (ანაბრების) მოზიდვის უფლება ექნებათ. ამ ინიციატივაში სპეციალისტები მნიშვნელოვან საფრთხეებს ხედავენ. კერძოდ, ბიზნესსტრუქტურა, რომელიც ზემაღალი საპროცენტო განაკვეთების სანაცვლოდ მოსახლეობისგან ანაბრებს აკრეფს, შესაძლოა, საფინანსო ბაზრიდან აორთქლდეს და მეანაბრეები მოტყუებული და გაძარცვული დატოვოს. მით უმეტეს, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში ანაბრების დაცვის არანაირი მექანიზმი არ არსებობს.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : ემზარ ჯგერენაია: ,,ქუთაისის ინდუსტრიული ზონა ჯერჯერობით ვერ შედგა"

ემზარ ჯგერენაია: ,,ქუთაისის ინდუსტრიული ზონა ჯერჯერობით ვერ შედგა"„ზონას სკაპიტალიზაციის, ბაზრების მოძიების და მარკეტინგის პრობლემა აქვს“

ქუთაისის ინდუსტიული ზონა ჯერჯერობით ვერ შედგა და მას კაპიტალიზაციის, ბაზრების მოძიებისა და მარკეტინგის პრობლემები აქვს. ამის შეასხებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ემზარ ჯგერენაია აცხადებს.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : მთავრობა 2012 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 1 პროცენტით ზრდის

მთავრობა 2012 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 1 პროცენტით ზრდისმთავრობა 2012 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 1 %-ით 5-დან 6 %-მდე ზრდის. როგორც პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, 6 %-იან ეკონომიკურ ზრდაზე იქნება გათვლილი 2012 წლის ბიუჯეტი, რომელშიც ცვლილებები ახლა შედის.
"2012 წლის ბიუჯეტით ეკონომიკური ზრდა 2012 წელს 5 % უნდა ყოფილიყო, თუმცა არსებულმა რეალობამ აჩვენა, რომ 2012 წელს ეკონომიკის ზრდა 6 % იქნება.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : "ალდაგი ბისიაი" პარლამენტის ავტომობილებს დააზღვევს

"ალდაგი ბისიაი" პარლამენტის ავტომობილებს დააზღვევსპარლამენტის აპარატის კუთვნილ 84 მანქანას კომპანია "ალდაგი ბისიაი" 144 192 ლარად დააზღვევს.

აღნიშნულმა კომპანიამ პარლამენტის აპარატის კუთვნილი 84 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების სადაზღვევო მომსახურებაზე გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.
სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობა სადაზღვევო კომპანიამ, გამარტივებული ელექტრონული ტენდერით მიიღო.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : საქართველოს მთავრობა მსოფლიოს ფინანსური ცენტრების ანალოგს ქმნის

საქართველოს მთავრობა მსოფლიოს ფინანსური ცენტრების ანალოგს ქმნის"აქ ყველა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაცია იქნება წარმოდგენილი"

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : "ქეი ეს ბი ბანკს" 5 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო ხაზი გამოეყო

"ქეი ეს ბი ბანკს" 5 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო ხაზი გამოეყო"ქეი ეს ბი ბანკმა" და „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა“ საკრედიტო ხაზის გამოყოფის თაობაზე ხელშეკრულება გააფორმეს

„რადოსსონ ბლუ ივერიაში“ "ქეი ეს ბი ბანკმა" და „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა“ (BSTDB) ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას საკრედიტო ხაზის გამოყოფის თობაზე. ქეი-ეს-ბი ბანკს BSTDB–მა გამოუყო 5 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო ხაზი. პროექტის მიზანია დაეხმაროს წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, აგრეთვე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : “ქეი ეს ბი ბანკს” შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი ეწვია

“ქეი ეს ბი ბანკს” შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი ეწვიაორშაბათს, 7 მაისს ქეი-ეს-ბი ბანკს შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი ეწვია, რომელიც საქართველოში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : Agora.ge - ეკონომიკური ინფორმაციის წყარო

 Agora.ge - ეკონომიკური ინფორმაციის წყარო"სავალუტო ბაზარზე წარმატებისთვის უმთავრესია სრული და დროული ინფორმაციის ფლობა”

საქართველოში საფინანსო სექტორის განვითარებასთან ერთად იხვეწება პარალელური მომსახურებები, რომელთა გარეშეც აღნიშნული სფეროს განვითარება, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია. "აგორა ფინანსები" - როგორც პროექტი, ამ პროგრესული ტენდენციის ერთ–ერთი ნაწილია. საინფორმაციო პორტალ www.agora.ge-ზე მომხმარებელს საშუალება ეძლევა პრაქტიკულად ერთ სივრცეში ნახოს, შეაფასოს და გააანალიზოს წამყვანი ქართული საფინანსო ინსტიტუტების მიერ ბაზარზე გამოტანილი საკრედიტო თუ სადეპოზიტო პროდუქტები; დინამიკაში გაეცნოს კროს კურსებს, ბანკებში თუ გარე საბანკო ბაზარზე დაფიქსირებულ სავალუტო რეალობას.
"ბ&ფ” ესაუბრა "აგორა ფინანსების” დამფუძნებელს ლაშა ამაღლობელს.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : "საქართველოში დღეს კორუფცია მკაცრად ლიცენზირებული ბიზნესის სფეროა"

"საქართველოში დღეს კორუფცია მკაცრად ლიცენზირებული ბიზნესის სფეროა""ქვეყნის ხელისუფლებას აქვს პრეტენზია, რომ ნებისმიერი ბიზნესი გახდეს მისი ლეგალური თუ არალეგალური შემოსავლების წყარო"

ინტერვიუ "დამოუკიდებელი ექსპერტთა კლუბის" ხელმძღვანელთან სოსო ცისკარიშვილთან

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : ბანკებში დანაზოგი საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს აქვს

ბანკებში დანაზოგი საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს აქვსეროვნული დანაზოგი, როგორც შიდა ინვესტიციების წყარო, მნიშვნელოვანი ეკონომიკური კატეგორიაა. ახლახანს მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ახალი კვლევა, რომელიც სწორედ დანაზოგების თემას ეხება.
საქართველოში საბანკო ანგარიში ზრდასრული მოსახლეობის 33%-ს აქვს გახსნილი. დანაზოგი კი ბანკში მხოლოდ 1%-ს გააჩნია. ასეთ მონაცემებს შეიცავს მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიში - `საფინანსო ჩართულობის შეფასება~, რომლის თანახმადაც, მსოფლიოში საბანკო ანგარიში ზრდასრული ადამიანების 50%-ს აქვს გახსნილი.
სპეციალისტების თქმით, მსოფლიოს მასშტაბით 2,5 მილიარდი ადამიანია, რომელიც არ სარგებლობს საბანკო მომსახურებით. ამით ისინი ეკონომიკურ ზრდასა და საკუთარ შესაძლებლობებს აზარალებს.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 1.9 პროცენტით გაიზარდა

ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 1.9 პროცენტით გაიზარდაკომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა, არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით, 2012 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, 1.9 პროცენტით ანუ 145.8 მლნ ლარით გაიზარდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამ მონაცემებით საკრედიტო დაბანდების მოცულობამ მიმდინარე წლის პირველი აპრილისთვის 7.8 მლრდ ლარს გადააჭარბა.
ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 2.2 პროცენტით, ანუ 53.3 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა - 1.8 პროცენტით ანუ 92.5 მლნ ლარით.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : "ვითიბი ბანკი ჯორჯიამ” I კვარტალი 4,4 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა

"ვითიბი ბანკი ჯორჯიამ” I კვარტალი 4,4 მილიონი ლარის მოგებით დაასრულასს ვითიბი ბანკი ჯორჯიამ” 2012 წლის I კვარტალი 4,4 მლნ ლარის მოგებით დაასრულა (01/04/11- 3,6 მლნ ლარი).
ბანკის აქტივები, პირველი აპრილისთვის, 429,2 მლნ ლარით, საბაზრო წილი 3,4%-ით განისაზღვრება (377,9 მლნ ლარი; 3,5%).
ბანკის ცნობით, საანგარიშო პერიოდისთვის კლიენტების დეპოზიტების პორტფელი 190,8 მლნ ლარს, საკრედიტო -314 მლნ ლარს შეადგენს (01/04/11-233,7 მლნ).
პირველი აპრილისთვის, ბანკის კაპიტალი 429,2 მლნ ლარია.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : ბანკმა "ქართუ” I კვარტალი 74,257 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა

ბანკმა "ქართუ” I კვარტალი 74,257 მილიონი ლარის ზარალით დაასრულასს ბანკმა ქართუ” 2012 წლის I კვარტალი 74,257 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. 2011 წლის ანალოგიურ პერიოდში მოგება 6,2 მლნ ლარს შეადგენდა. გასული წლის ბოლოს კი 15,5 მლნ ლარს.
წლევანდელი ზარალი უზრუნველყოფის გარეშე დარჩენილი სესხების ჩამოწერამ განაპირობა. ზარალში ჩამოწერილი ვალების მოცულობა 147,5 მლნ ლარია (01/04/11 - 15,5 მლნ ლარი). საპროცენტო შემოსავლები 4,6 მლნ ლარია და აქედან სესხებიდან მიღებულია 4,1 მლნ ლარი (01/04/11 - 14,6 მლნ ლარი; 13 მლნ ლარი).
პირველი აპრილის მდგომარეობით, დეპოზიტების პორტფელი 58,8 მლნ ლარს (01/04/11 - 83,6 მლნ ლარი), სესხების - 247,2 მლნ ლარს შეადგენს (01/04/11- 437,7 მლნ ლარი). მთლიანი ვალდებულებები 230,7 მლნ ლარია (01/04/11 - 407მლნ ლარი). სააქციო კაპიტალი -112,9 მლნ ლარი (01/04/11 - 139,7 მლნ ლარი).

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : "ლიბერთი ბანკმა” ბაზარზე ახალი ვადიანი ანაბარი გამოიტანა

"ლიბერთი ბანკმა” ბაზარზე ახალი ვადიანი ანაბარი გამოიტანა"ლიბერთი ბანკმა” მომხმარებელს ახალი ვადიანი ანაბარი, "ოლიმპიური ქომაგი 2012” შესთავაზა.
აღნიშნული პროდუქტი ~პატრიოტი ქომაგის” სახეცვლილი ვარიანტია და 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მხარდასაჭერად შეიქმნა. თამაშები ლონდონში 27 ივლისს დაიწყება და 12 აგვისტომდე გასტანს.
ანაბრის სარგებლის ოდენობა დამოკიდებულია საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრების მიერ მოპოვებული ოლიმპური მედლების რაოდენობაზე და სახეობაზე.
ანაბარი იხსნება ლარში, 2012 წლის 26 ივლისის ჩათვლით და მას ვადა 2013 წლის 12 აგვისტოს ეწურება. მინიმალური სარგებელი 14%-ია, რომელსაც საქართველოს ნაკრების წევრის მიერ ყოველ მოპოვებულ ოქროს მედალზე 1%, ვერცხლის მედალზე 0,5%, ბრინჯაოს მედალზე კი 0,25% ემატება.

  სრულად ნახვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48