ახალი ამბები

სხვა სიახლეები
საქართველოს ეკონომიკის სექტორები ყველაზე დიდი სავაჭრო დეფიციტით - Galt...

2023 წელს საქართველოში საგარეო ვაჭრობის დეფიციტმა 9.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 18.3%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქონლის ექსპორტი 9.1%-ით, რეკორდულ 6.1 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა ასევე რეკორდული იყო იმპორტის მოცულობაც, რომელიც წლიურად 14.5%-ით გაიზარდა და 15.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.საქართველოს ეკონომიკაში ყველაზე მსხვილი სექტორი 15%-იანი წილით ვაჭრობაა და ყველაზე დიდი სავაჭრო დეფიციტიც ამ სექტორში ფიქსირდება. ამასთან, ბოლო 5 წლის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას თუ შევხედავთ, დეფიციტის 80%-ზე მეტს ვაჭრობის სექტორი განაპირობებს (ეს სექტორი მოიცავს  ყველა სახის საქონლით საცალო და საბითუმო ვაჭრობას), სადაც დეფიციტმა 2023 წელს. 7.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. თავის მხრივ, ამ სექტორში საგარეო სავაჭრო დეფიციტს ძირითადად სამომხმარებლო საქონლით, ავტომობილებით და საწვავით ვაჭრობა განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ ეს სავაჭრო დეფიციტი არ ნიშნავს რომ ეკონომიკაში დამატებული ღირებულება არ იქმნება. პირიქით, ვაჭრობის სექტორი საქართველოს ეკონომიკური ზრდის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია.ვაჭრობის სექტორის შემდეგ, ყველაზე დიდი საგარეო სავაჭრო დეფიციტი არის ტრანსპორტისა (-515 მლნ აშშ დოლარი) და მშენებლობის (-391 მლნ აშშ დოლარი) დარგებში. აღსანიშნავია, რომ მშენებლობის სექტორში სავაჭრო დეფიციტს ძირითადად სამშენებლო მასალებზე მზარდი მოთხოვნა განაპირობებს.ამასთან, არის დარგები, რომელთაც დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვთ, ასეთია: სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობა, პროფესიული & სამეცნიერო საქმიანობები და ელექტროენერგიის მიწოდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ელექტროენერგიის მიწოდების სექტორი, სადაც 2023 წელს საქართველო ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორი გახდა. აღნიშნული განაპირობა, ერთის მხრივ, ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარების კლებამ და შესაბამისად, იმპორტის შემცირებამ. ხოლო მეორეს მხრივ, საქართველოდან მზარდმა ექსპორტმა თურქეთის მიმართულებით, სადაც ელექტროენერგიის ფასი გლობალური ენერგეტიკული კრიზისის შემდეგ საკმაოდ მაღალ დონეზე შენარჩუნდა.მომდევნო 10 წლის განმავლობაში, საგარეო ვაჭრობის სტრუქტურაში დიდ ცვლილებებს არ ველოდებით. თუმცა, ძირითადად ექსპორტის იმპორტზე უფრო სწრაფად ზრდის ხარჯზე მოსალოდნელია სავაჭრო დეფიციტის ეტაპობრივი კლება.

1710839654

ლიბერთიმ ,,ტოპქარდის’’ პორტფელი შეიძინა

„ლიბერთის გუნდმა მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და შევიძინეთ რებანკის საცალო პროდუქტი „ტოპქარდი“, რაც ლიბერთის უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად ჩამოყალიბების გზაზე კიდევ ერთი სტრატეგიული ნაბიჯია.ლიბერთის საცალო მიმართულება დინამიურად ვითარდება, ძლიერდება გუნდი, იქმნება მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებული ახალი პროდუქტები და შეთავაზებები, რომელთა შორის „ტოპქარდი“ მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.მივესალმები ახალ მომხმარებლებს, რომლებიც სულ მალე შემოგვიერთდებიან და მადლობას ვუხდი ამ პროცესში ჩართულ ლიბერთისა და რებანკის გუნდის თითოეულ წევრს.“ - ბექა გოგიჩაიშვილი,  ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორილიბერთის შესახებ:ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4,500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება

1710839573

„საქართველოს რკინიგზამ“ კომპანია „იუჯითისთან“ ერთად კონტეინერული დატა...

აღნიშნული დატა ცენტრის უპირატესობა მის პორტატულობაში მდგომარეობს და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი სხვა ლოკაციაზე გადატანა, რაც პროექტის დაგეგმარებისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა. საქართველოს რკინიგზისა და იუჯითის ინჟინრების ჩართულობით, ლოკაციაზე, კერძოდ რკინიგზის ოფისში შესაბამისი პლატფორმა წინასწარ მომზადდა.დატა ცენტრის ტექნოლოგიურ გარემოში წარმატებით და შეუფერხებლად განხორციელდა საქართველოს რკინიგზის IT ინფრასტრუქტურაში არსებული მონაცემების მიგრაცია.საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მასში განთავსებული მონაცემებისთვის და აპარატურისთვის დაცულია უსაფრთხოება, ტემპერატურული რეჟიმი და ტენიანობა.შედეგად, საქართველოს რკინიგზას შეუფერხებლად მიეწოდება IT სერვისები, მონაცემები კი განთავსებულია უსაფრთხო და დაცულ გარემოში.Schneider Electric-ის კონტეინერული დატა ცენტრის საინჟინრო ინფრასტრუქტურის დიზაინი შესრულებულია Uptime Institute_ის საიმედოობის Tier III დონის მოთხოვნების მიხედვით.

1710837265

თიბისი კაპიტალი: დოლარი და ევრო ძვირი რომ არ იყოს, ლარის განაკვეთი უფრ...

ამასთან, მისივე აზრით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ განვითარებადი ქვეყნები ასევე დამოკიდებულნი არიან ძირითადად აშშ-სა და ასევე ნაწილობრივ ევროზონაში არსებულ განაკვეთებზე.„ამ მხრივ,  შერბილება ჯერ მხოლოდ პერსპექტივაა. მთლიანობაში, ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წელს რეფინანსირების განაკვეთი დამატებით კიდევ შემცირდება, თუმცა უკვე მხოლოდ ზომიერად. საბაზო სცენარით, წლის ბოლოსათვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის დაახლოებით 8%-იანი ან მცირედით უფრო დაბალი ნიშნული მოიაზრება.ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ თებერვლის წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესებას აჩვენებს. საკმაოდ ძლიერი იყო ექსპორტის მაჩვენებელი. საგარეო ვაჭრობის დეტალური ჩაშლა მოგვიანებით გამოქვეყნდება. ამასთან, ჯერ კიდევ დაახლოებით 26 თებერვლიდან დღევანდლამდე მოყოლებული, ლართან შედარებით ვალუტის დეპოზიტების უფრო მეტი ზრდა აღინიშნება, რაც ხშირად ლარის კურსზე გაუფასურების მიმართულებით მოქმედებს. თუმცა, ეს ფაქტორი დროებითია და ხშირად საპირისპირო მიმართულებით იცვლება. მიუხედავად ამისა, ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ მართალია მცირედით, მაგრამ საქართველოს ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით ლარი უფრო მეტად არის გამყარებული, ვიდრე ამას ე.წ. გრძელვადიანი ტენდენცია განაპირობებს“, – წერს თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი.

1710837145

USAID-ის პროექტის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ საერთაშორის...

ვიზიტი  29 იანვრიდან 23 თებერვლამდე გაგრძელდა და მისი მიზანი ჰიდროენერგეტიკის სექტორში საკადრო და უნარების საჭიროებების დეტალური შესწავლა იყო.პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეხვედრა შედგა, მიზნად ისახავს ჰიდროელექტროსადგურების ოპერატორების მოსამზადებელი ტრენინგ-პროგრამის შემუშავებას და დანერგავს საქართველოს ექვს რეგიონში.ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტები პროექტის გუნდთან ერთად ადგილზე ეწვიენ რეგიონებს და შეისწავლეს საჭიროებები შუახევის ჰესზე ზემო აჭარაში, საშუალა 2 და საშუალა 3 ჰესებზე გურიაში, ლახამის ჰესზე და მესტიაჭალა 2-ზე სვანეთში, დარიალის  ჰესზე, და დებედას ჰესზე ქვემო ქართლში. შეხვედრები ასევე გაიმართა პროექტის მონაწილე კოლეჯებში: ჰორიზონტი (ოზურეგთი), ბლექსი (შუახევი), თეთნულდი (მესტია), ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი (სტეფანწმინდა), და მოდუსი (მარნეული).ჰესებსა და კოლეჯებში მიღებული ინფორმაციისა და გადაცემული მასალების საფუძველზე საერთაშორისო ექსპერტები შეიმუშავებენ ჰესების ოპერატორის მოსამზადებელ ტრენინგ პროგრამას, რომლის შემდგომი განხილვა და ვალიდაცია პროექტის მონაწილე და პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდან მოხდება. საბოლოოდ,  ტრენინგ პროგრამა დაინერგება პროექტის მონაწილე კოლეჯებში.პროექტი ხორციელდება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ, USAID-ის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაცია (GREDA) და პროფესიული უნარების სააგენტო.

1710836779

ინოვაციური სტარტაპის სტატუსის კომპანიები გადასახადებისგან 3 წლით გათავ...

პრემიერის თქმით, შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება საქართველოს მთავრობის მიერ.„ინოვაციური ეკოსისტემის შემდგომი გაძლიერებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ახალი ინიციატივები, მათ შორის, მინდა გამოვყო გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სისტემის განვითარებაში. საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება საქართველოს მთავრობის მიერ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.დღეისათვის საქართველოში საგადასახადო შეღავათებით ვირტუალური ზონის პირის და საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მატარებელი კომპანიები სარგებლობენ, თუმცა მათი დაბეგვრა ნულოვანი არ არის.

1710836340