ახალი ამბები

სხვა სიახლეები
Qatar Airways-მა მსოფლიოში პირველი ციფრული ბორტგამცილებელი წარმოადგინა

Sama, რაც არაბულად „ცას“ ნიშნავს, არის სასაუბრო ხელოვნური ინტელექტი, რომელიც აღჭურვილია UneeQ ციფრული პლატფორმით. ინსტრუმენტი რეალურ დროში პასუხობს მგზავრების თხოვნას დანიშნულების ადგილის არჩევასთან დაკავშირებით და მოგზაურობის სასარგებლო რჩევებს.შემდეგ ეტაპზე ის დაჯავშნის ფრენებს და დაასრულებს ტრანზაქციებს მოგზაურთა სახელით აგენტ AI-ზე გადასვლის გზით.Sama 2.0-ზე წვდომა შესაძლებელია Qatar Airways QVerse-ისა და ავიაკომპანიის აპლიკაციის საშუალებით.

1710766394

კომპანია „არსი“ საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი გახდა

ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესასოციაცია ავრცელებს.„არქიტექტურულმა კომპანიამ 1992 წლიდან დაიწყო ბინათმშენებლობა. ამ პერიოდის განმავლობაში „არსის“ მიერ არაერთი პროექტი განხორციელდა როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში.2013 წლიდან „არსი“ ესტონურ კომპანია - FIRST TELECOM TRADING-თან ერთად იწყებს განსხვავებული კონცეფციის პროექტების შეთავაზებას მომხმარებლებისთვის, რაც გულისხმობს არა ცალკეული სახლების, არამედ ურბანული საცხოვრებელი კომპლექსების შექმნას.აღსანიშნავია, რომ ქართულ-ესტონური ჯგუფის პირველი წარმატებული პროექტი „შენი სახლი ჯიქიაზე“ იყო, სადაც 5.5 ჰექტარზე ახალი საცხოვრებელი უბანია განაშენიანებული. კომპლექსი მოიცავს 28 საცხოვრებელ სახლს, კომერციულ ფართებს, სარეკრეაციო და საზოგადოებრივ სივრცეებს. აღნიშნული კომპლექსი დღეს თბილისში საცხოვრებლად ერთ-ერთ მიმზიდველ ლოკაციად ითვლება, სადაც დაახლოებით 3,500 ადამიანი ცხოვრობს.მსგავსი კონცეფციით კომპანიის მიერ დასრულებული და მიმდინარე პროექტებია: „შენი სახლი კიკვიძის ბაღთან“, „შენი სახლი სამგორში“, „შენი სახლი ლისზე“, „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“. კომპანიას 2013 წლიდან დღემდე უკვე აშენებული და დასრულებული აქვს ჯამში 55 საცხოვრებელი სახლი, რომელთა საერთო მოცულობა 275,000 კვ.მ-ია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.მათივე თქმით, ბოლო 10 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 100 მლნ. ლარს შეადგენს, ხოლო ბიუჯეტში გადახდილი თანხა - 60 მლნ-ზე მეტია.„მივესალმებით კომპანია „არსის“ საქართველოს ბიზნესასოციაციაში. „არსი“ ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა, რომელმაც უმსხვილესი პროექტები განახორციელა ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. კომპანია წარმატებით ახორციელებს თავის მიზანს და ქმნის საუკეთესო საცხოვრებელ გარემოს, სადაც მნიშვნელოვანია ხარისხი და მომხმარებლის ინტერესები. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო უკეთ შევძლებთ ბიზნესინტერესების ადვოკატირებასა და შესაბამისად, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას“ - განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

1710763411

წნორში ბაზისბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა

ბაზისბანკის განახლებული ფილიალი მომხმარებელს სთავაზობს: საუკეთესო პირობებს ბიზნეს სესხებზე შეღავათიან აგრო სესხებს მეურნეობის განვითარებისთვის საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს ბიზნესისთვის ვალუტის საუკეთესო კურსებს ანაბრების მრავალფეროვან არჩევანს მაღალი საპროცენტო სარგებლით საუკეთესო შეთავაზებებს სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე ფიზიკური პირებისთვის საერთაშორისო და ადგილობრივი ფულადი გზავნილების სისტემებით სარგებლობას კომუნალური და სხვა სახის გადახდების შესაძლებლობას ბაზისბანკის წნორის ფილიალის გახსნას, ბანკის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი ფერმერები და ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.ფილიალი მომხმარებელს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10.00-18.00 საათამდე, შაბათს 10.00-14.30 საათამდე მოემსახურება, კვირა დასვენების დღეა.„ბაზისბანკი, საქართველოს მასშტაბით, 40 ფილიალით არის წარმოდგენილი და მომავალშიც გააგრძელებს ქსელის გაფართოებას. ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას მომხმარებლისთვის საუკეთესო საბანკო გამოცდილების შექმნა და ბანკთან ურთიერთობის გამარტივება წარმოადგენს. შესაბამისად, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ვთავაზობთ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც ზოგავს მათ დროს და კომფორტულს ხდის ფინანსური მომსახურების მიღებას.“ - აღნიშნა ბაზისბანკის საცალო ბიზნესის დირექტორმა, ლევან გარდაფხაძემ.

1710762660

საქართველოს ბანკისა და UNDP-ის თანამშრომლობით, მეწარმე ქალთა განვითარე...

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მეშვიდე ნაკადში 15 ქალი მეწარმე მონაწილეობდა. ოთხდღიან ტრენინგებზე მათ დარგის ექსპერტებისგან სასარგებლო ინფორმაცია და რეკომენდაციები მიიღეს, მათ შორის გაიგეს მეტი დეტალი ელ.კომერციის, გაყიდვების, გუნდის და ფინანსების მართვის, ადამიანის უფლებების, კომუნიკაციების და სხვა საკითხების შესახებ.პროექტის მომდევნო ეტაპზე მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, სურვილისამებრ, ექსპერტებთან ინდივიდუალური კონსულტაცია გაიარონ. პროგრამის ფარგლებში ასევე შეიქმნა სამი მასტერკლასი, რომელიც საქართველოს ბანკის უფასო საგანმანათლებლო პლატფორმაზე - Businesscourse.ge-ზეა ხელმისაწვდომი და მონაწილეებს მეწარმეობის საწყისებს, საბაზისო ციფრულ რესურსებს და ეფექტიან კომუნიკაციას აცნობს.აღსანიშნავია, რომ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა 360°-იან მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროექტია და ოთხ ღირებულებას ეფუძნება. ესენია: ცოდნა, მხარდაჭერა, გამოცდილება და თანამშრომლობა.პროგრამა ჯამში 200 ქალი მეწარმის მხარდაჭერას ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს მათ, საწარმოს განვითარებისთვის საჭირო ფინანსები საგრანტო კონკურსში მონაწილეობით მოიპოვონ. რაც მთავარია, მონაწილეები პროგრამის დახმარებით ახალ პროფესიულ კონტაქტებს და გამოცდილებას იძენენ.„ჩვენთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტისთვის, პრიორიტეტულია ისეთი პროექტების შექმნა, რომლებიც მცირე მეწარმეების განვითარებაზეა ორიენტირებული. განსაკუთრებით კი მხარში ვუდგავართ ქალ მეწარმეებს, რადგან ისინი, ბიზნესის დაწყებისა და განვითარების გზაზე, ხშირად, დამატებით ბარიერებს ხვდებიან. სწორედ ამიტომ, მოხარული ვართ, რომ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, ვქმნით მეწარმე ქალების განვითარების პროექტს და 200 ინოვატორ და მიზანდასახულ ქალს ვაძლევთ ცოდნის მიღების, სასარგებლო კონტაქტების დამყარების, ფინანსური რესურსების მოპოვების და უწყვეტი განვითარების შესაძლებლობას. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ სხვა საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერასაც, რაც არა მხოლოდ მეწარმე ქალებს, არამედ ბიზნესის სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლებს  გაუმარტივებს საქმიანობას“, - აღნიშნავს რუსუდან ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.გაიგეთ მეტი მეწარმე ქალების განვითარების პროგრამაზე ამ ბმულიდან და თვალი ადევნეთ საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივებს ბიზნესისთვის ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში.

1710760430

„ამ დროს ხდება გაბევრება, ეს კრიმინალია და თუ სახელმწიფომ არ შეუშალა ხ...

კომპანიებისთვის გამოწერილმა ჯარიმამ კი 2 მლნ ლარს გადააჭარბა. დეპარტამენტმა არ გაავრცელა ინფორმაცია, თუ რომელი კომპანიების ავტოგასამართ სადგურებზე გამოვლინდა საწვავის ხარისხთან დაკავშირებით დარღვევა.ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის შეფასებით კი, მსგავსი ქმედება კრიმინალია და მომხმარებელმა უნდა იცოდეს თუ სად იყიდება ცუდი ხარისხის საწვავი.„აგიხსნით რატომ არის კრიმინალი - ამ დროს ხდება გაბევრება ანუ იმპორტიორი/რეალიზატორი ცუდი ნივთიერების შერევით აბევრებს შემოტანილ საწვავს. ამ დროს საწვავში ხდება ქიმიური ნივთიერებების ( სპირტი, ჩინეთიდან შემოტანილი ქიმიური ფხვნილი) გარევა.ასევე მოგეხსენებათ ჩვენთან აკრძალულია 92 რეგულარის ტიპის საწვავზე დაბალი კატეგორიის შემოტანა/რეალიზაცია, თუმცა ეს აკრძალვა არ მოქმედებს სომხეთში, აზერბაიჯანში, სადაც მისი ყიდვა კაპიკებშია შესაძლებელი. თუ ამას სახელმწიფომ არ შეუშალა ხელი მივალთ სავალალო მდგომარეობამდე, ვგულისხმობ გაბევრებას, რაც ნიშნავს რომ 5 ტონის ნაცვლად კომპანია ყიდის 10 ტონას და შემოსავალს უმალავს სახელმწიფოს. მე დღეს კიდევ ველი, რომ ამის ჩამდენი კომპანიების შესახებ მონაცემები გამჟღავნდება,“ - განაცხადა იობაშვილმა.

1710758357

გაიგე როგორია თიბისელების სამუშაო გარემო

თიბისიში მეგობრული გარემო, მიზანმიმართულ და მოტივირებულ პროფესიონალებთან ურთიერთობა და რაც მთავარია,  გუნდური, გამორჩეული მუშაობის კულტურა ბედნიერ სამუშაო გარემოს ქმნის.სალომე გოგიჩაიშვილი მონაცემთა მეცნიერია, რომლისთვისაც თიბისიში ამ მიმართულებით მუშაობა პირდაპირ უკავშირდება ინიციატივებს, საინტერესო ადამიანებსა და მეგობრულ გარემოს, სადაც პროფესიულ განვითარებასთან ერთად, უამრავ ახალ უნარს იძენ.„ჩემთვის, იყო თიბისელი ნიშნავს იდგე განვითარებისა და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, მშვიდ და თანასწორ გარემოში და, რაც მთავარია, გქონდეს თვითგამოხატვის თავისუფლება. თიბისი იმ თავისუფალ გარემოს ქმნის, სადაც ინოვაციური აზროვნების საშუალება იქმნება."თიბისი გაძლევს სივრცეს განვითარდე შენთვის საინტერესო და განსხვავებული მიმართულებებით - ამას აღნიშნავს თიბისის მარკეტერი, ელისო გოგოხია.„როცა ხარ მარკეტერი თიბისიში, პირველ რიგში, იაზრებ მასშტაბებსა და გავლენას, რომელიც ქვეყნის მომავლის უკეთესობისკენ შეცვლაში შეგიძლია გქონდეს. ეს ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს და ამავდროულად, უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ." - ელისო გოგოხია.გიორგისთვის, რომელიც თიბისის მომსახურების მენეჯერია, თიბისი მოტივაციასთან, განვითარებასთან, მუდვიმ მოძრაობასა და, ამავდროულად, სტაბილურობასთან ასოცირდება."ვიყო თიბისელი, ჩემთვის, ძალიან საამაყოა. ბედნიერი ვარ, რომ  ჩემი და თიბისის ისეთი ღირებულებები, როგორიცაა - სხვებზე ზრუნვა, კეთილსინდისიერება, სანდოობა, თუ პასუხისმგებლობა, ერთმანეთთან თანხვედრაშია.თიბისი არის გზა მეტი შესაძლებლობისკენ, რომელიც მრავალმხრივ განვითარების საშუალებას გაძლევს." - გიორგი ანთელიძე, მომსახურების მენეჯერიᲜათია იორამაშვილი, თიბისის სერვის მენეჯერია, რომელიც ყოველდღიურად ცდილობს იზრუნოს როგორც მომხმარებელზე, ისე - თანამშრომლებზე და მათთვის სანდო და საიმედო გამოცდილებას ქმნის."ის, რომ ჩვენთან შესაძლებლობების ზღვა პოტენციალია, ეს სიახლე არაა. თიბისი ის ადგილია, სადაც ნებისმიერი ასაკისა თუ პროფესიის ადამიანს შეუძლია იპოვოს საკუთარი თავი. აქ, მიგნებული საქმე, საკუთარ თავში აღმოჩენილი მახასიათებლები, წარმატების გზაზე მიმავალი პირველი საფეხური ხდება."განვითარების მრავალმხრივი შესაძლებლობები, მეგობრული განწყობა, ინოვაციური გუნდი, შემოქმედებითობა, მოტივირებულ პროფესიონალებთან ურთიერთობა, თვითგანვითარებისა და ცოდნისკენ სწრაფვა – ეს არის ის გარემო, რაც თიბისის დიდ გუნდში მოსულ ადამიანს დაგხვდება. გახდი თიბისელი.

1710758280