ახალი ამბები

სხვა სიახლეები
სომხური ბანკების უმეტესობა რუსული Мир-ის ბარათებს აღარ მიიღებს

VTB-ს წარმომადგენლის თქმით, მათი სომხური ფილიალი გამონაკლისს წარმოადგენს."30 მარტიდან მომხმარებლებისთვის მიუწვდომელი გახდება (რედ. - Мир-ის ბარათებით) უნაღდო გადახდა POS ტერმინალებში და ნაღდი ფულის გატანა რესპუბლიკაში სხვა ბანკების ბანკომატებით". - თქვა VTB-ს სომხური ფილიალის წარმომადგენელმა.Мир-ის ბარათების ოპერატორზე, რუსეთის გადახდის ბარათების ეროვნულ სისტემაზე (НСПК) 2024 წლის თებერვლიდან აშშ-ს სანქციები არის დაწესებული. სანქციების დაწესების დროისთვის Мир-ის ბარათებს რუსეთის გარდა სომხეთში, ყაზახეთში, ბელარუსში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, ვიეტნამში, ვენესუელაში, კუბაში, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში გამოიყენებოდა.მანამდე, 2021 წელს აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოთქმული გაფრთხილების ფონზე, რომ მზად არის სანქციები დაუწესოს იმ საფინანსო ინსტიტუტებს, რომლებიც რუსეთის ფარგლებს გარეთ რუსული გადახდის სისტემის გამოყენებას შეუწყობენ ხელს, ყაზახეთის უმსხვილესმა სახალხო ბანკმა და ვიეტნამის BIDV-მა შეწყვიტეს რუსეთის გადახდის სისტემა მირის ბარათების მომსახურება.

1710842671

საქართველო ფორმაშია - საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთ...

შეხვედრა თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება (დასაწყისი 21:00 საათი), სადაც გამოვლინდება ფინალისტი, რომელიც თავის მხრივ დაელოდება მეტოქეს – საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს.ფინალური მატჩიც თბილისში გაიმართება.როგორც ყოველთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა და გავლენა ექნება დინამო არენაზე შეკრებილი გულშემატკივრის საერთო განწყობას, შემართებასა და თამაშში ჩართულობას. გულშემატკივრობის მნიშვნელობა ყველაზე კარგად ესმის საქართველოს ბანკს, რომელიც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია. ბანკმა უკვე დაიწყო მზადება და საქართველოც ფორმაში ჩააყენა. ქალაქში ბევრგან შეხვდებით ბილბორდებსა და ეროვნული ნაკრების ფორმაში „გადაცმულ“ ბანკის ფილიალებს.

1710840773

ჩინეთში Credit Suisse-ის ბიზნესს ჯეკ მას კომპანია $250 მილიონად ყიდულო...

გადაწყვეტილება კომპანიაში რესტრუქტურიზაციის მოტივით და საერთაშორისო გაფართოების სტრატეგიის შეცვალ აიხსნა.აღსანიშნავია, რომ Credit Suisse-ის აქტივების შეძენით კენ გრიფინის Citadel Capital-იც იყო დაინტერესებული, რომელიც უმსხვილესი ჰეჯ-ფონდია, თუმცა, როგორც ჩანს, აუქციონში ჯეკ მას Ant Group-მა გაიმარჯვა.ექსპერტების შეფასებით, Credit Suisse-ის აქტივების შესყიდვით Ant Group-ს კაპიტალის ბაზარზე თავის დამკვიდრება და საბანკო-საინვესტიციო მიმართულებით განვითარება სურს.შეგახსენებთ, რომ Ant Group-ის მფლობელობაშია აზიის რეგიონში ყველაზე მოთხოვნადი საგადახდო პლატფორმა Alipay, რომელიც მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს.რაც შეეხება უშუალოდ ჯეკ მას, Bloomberg-ის შეფასებით, მისი ქონება 31 მილიარდ დოლარს აღწევს.

1710840228

საქართველოს ეკონომიკის სექტორები ყველაზე დიდი სავაჭრო დეფიციტით - Galt...

2023 წელს საქართველოში საგარეო ვაჭრობის დეფიციტმა 9.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 18.3%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქონლის ექსპორტი 9.1%-ით, რეკორდულ 6.1 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა ასევე რეკორდული იყო იმპორტის მოცულობაც, რომელიც წლიურად 14.5%-ით გაიზარდა და 15.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.საქართველოს ეკონომიკაში ყველაზე მსხვილი სექტორი 15%-იანი წილით ვაჭრობაა და ყველაზე დიდი სავაჭრო დეფიციტიც ამ სექტორში ფიქსირდება. ამასთან, ბოლო 5 წლის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას თუ შევხედავთ, დეფიციტის 80%-ზე მეტს ვაჭრობის სექტორი განაპირობებს (ეს სექტორი მოიცავს  ყველა სახის საქონლით საცალო და საბითუმო ვაჭრობას), სადაც დეფიციტმა 2023 წელს. 7.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. თავის მხრივ, ამ სექტორში საგარეო სავაჭრო დეფიციტს ძირითადად სამომხმარებლო საქონლით, ავტომობილებით და საწვავით ვაჭრობა განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ ეს სავაჭრო დეფიციტი არ ნიშნავს რომ ეკონომიკაში დამატებული ღირებულება არ იქმნება. პირიქით, ვაჭრობის სექტორი საქართველოს ეკონომიკური ზრდის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია.ვაჭრობის სექტორის შემდეგ, ყველაზე დიდი საგარეო სავაჭრო დეფიციტი არის ტრანსპორტისა (-515 მლნ აშშ დოლარი) და მშენებლობის (-391 მლნ აშშ დოლარი) დარგებში. აღსანიშნავია, რომ მშენებლობის სექტორში სავაჭრო დეფიციტს ძირითადად სამშენებლო მასალებზე მზარდი მოთხოვნა განაპირობებს.ამასთან, არის დარგები, რომელთაც დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვთ, ასეთია: სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობა, პროფესიული & სამეცნიერო საქმიანობები და ელექტროენერგიის მიწოდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ელექტროენერგიის მიწოდების სექტორი, სადაც 2023 წელს საქართველო ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორი გახდა. აღნიშნული განაპირობა, ერთის მხრივ, ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარების კლებამ და შესაბამისად, იმპორტის შემცირებამ. ხოლო მეორეს მხრივ, საქართველოდან მზარდმა ექსპორტმა თურქეთის მიმართულებით, სადაც ელექტროენერგიის ფასი გლობალური ენერგეტიკული კრიზისის შემდეგ საკმაოდ მაღალ დონეზე შენარჩუნდა.მომდევნო 10 წლის განმავლობაში, საგარეო ვაჭრობის სტრუქტურაში დიდ ცვლილებებს არ ველოდებით. თუმცა, ძირითადად ექსპორტის იმპორტზე უფრო სწრაფად ზრდის ხარჯზე მოსალოდნელია სავაჭრო დეფიციტის ეტაპობრივი კლება.

1710839654

ლიბერთიმ ,,ტოპქარდის’’ პორტფელი შეიძინა

„ლიბერთის გუნდმა მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და შევიძინეთ რებანკის საცალო პროდუქტი „ტოპქარდი“, რაც ლიბერთის უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად ჩამოყალიბების გზაზე კიდევ ერთი სტრატეგიული ნაბიჯია.ლიბერთის საცალო მიმართულება დინამიურად ვითარდება, ძლიერდება გუნდი, იქმნება მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებული ახალი პროდუქტები და შეთავაზებები, რომელთა შორის „ტოპქარდი“ მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.მივესალმები ახალ მომხმარებლებს, რომლებიც სულ მალე შემოგვიერთდებიან და მადლობას ვუხდი ამ პროცესში ჩართულ ლიბერთისა და რებანკის გუნდის თითოეულ წევრს.“ - ბექა გოგიჩაიშვილი,  ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორილიბერთის შესახებ:ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4,500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება

1710839573

„საქართველოს რკინიგზამ“ კომპანია „იუჯითისთან“ ერთად კონტეინერული დატა...

აღნიშნული დატა ცენტრის უპირატესობა მის პორტატულობაში მდგომარეობს და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი სხვა ლოკაციაზე გადატანა, რაც პროექტის დაგეგმარებისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა. საქართველოს რკინიგზისა და იუჯითის ინჟინრების ჩართულობით, ლოკაციაზე, კერძოდ რკინიგზის ოფისში შესაბამისი პლატფორმა წინასწარ მომზადდა.დატა ცენტრის ტექნოლოგიურ გარემოში წარმატებით და შეუფერხებლად განხორციელდა საქართველოს რკინიგზის IT ინფრასტრუქტურაში არსებული მონაცემების მიგრაცია.საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მასში განთავსებული მონაცემებისთვის და აპარატურისთვის დაცულია უსაფრთხოება, ტემპერატურული რეჟიმი და ტენიანობა.შედეგად, საქართველოს რკინიგზას შეუფერხებლად მიეწოდება IT სერვისები, მონაცემები კი განთავსებულია უსაფრთხო და დაცულ გარემოში.Schneider Electric-ის კონტეინერული დატა ცენტრის საინჟინრო ინფრასტრუქტურის დიზაინი შესრულებულია Uptime Institute_ის საიმედოობის Tier III დონის მოთხოვნების მიხედვით.

1710837265