სიახლეები მარტი 2012 წელი » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მარტი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (97)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები სავალდებულო 1 აპრილიდან გახდება

ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები სავალდებულო 1 აპრილიდან გახდება1 აპრილიდან საქართველოში ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გამოყენება სავალდებულო ხდება. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სიახლე ადმინისტრირების გამარტივების მიზნით დანერგეს.

მათი განმარტებით, ელექტრონული ზედნადები სრულიად ჩაანაცვლებს ზედნადებს, რომელიც ქაღალდზე იწერებოდა, ხოლო მეწარმეები ადამიანური რესურსების და დროის დაზოგვას შეძლებენ. სამსახურში ამტკიცებენ, რომ ამ სიახლით გადამხდელს საშუალება ეძლევა, მოაწესრიგოს აღრიცხვიანობა, მინიმუმამდე შეამციროს შევსების დროს შეცდომების დაშვების რისკი და უზრუნველყოს ინფორმაციის დაცულობა.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : კერძო სექტორზე გადაბარებული სახელმწიფო ვალი

კერძო სექტორზე გადაბარებული სახელმწიფო ვალიდასავლეთის მთავრობებმა ინვესტორების წინააღმდეგ „ფინანსური რეპრესიები“ დაიწყეს

ანალიტიკოსებში გაჩნდა მოსაზრება, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მთავრობებმა ინვესტორების მიმართ „ფინანსური რეპრესიები“ დაიწყეს. საუბარია იმაზე, რომ ცენტრალური ბანკები ბაზარს ფულს „აყრიან“, მარეგულირებლები კი ფინანსურ კომპანიებს უბიძგებენ, მიღებული ფული სახელმწიფო დავალიანებებში ჩადონ.

ინფლაციის გათვალისწინებით, მთავრობებს ეს საშუალებას აძლევს, არა მხოლოდ შეამცირონ დავალიანების მომსახურების ხარჯები, არამედ მათი ლიკვიდაცია მოახდინონ.დასავლელი ანალიტიკოსები და ფონდების მმართველები უკვე აქტიურად განიხილავენ „ფინანსური რეპრესიების“ საფრთხეს.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : რუსეთის ანტიმონოპოლიურმა უწყებამ ”გაზპრომი” მონოპოლისტად გამოაცხადა

რუსეთის ანტიმონოპოლიურმა უწყებამ ”გაზპრომი” მონოპოლისტად გამოაცხადა„საიდუმლო არაა, რომ თავის დროზე, ფინანსური ნაკადების მისაღებად „გაზპრომი“ პრაქტიკულად თითოეულ კომფორამდე მივიდა. ასეთ კომფორულ მონოპოლიას დღეს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს“

„გაზპრომის“ სუფთა მოგება, რუსეთის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებით, 2011 წელს 2,4–ჯერ გაიზარდა და თითქმის 900 მილიარდი რუბლი (დაახლოებით 30 მილიარდი დოლარი) შეადგინა. კორპორაციის საერთო ამონაგები 3,4 ტრილიონ რუბლამდე, ანუ დაახლოებით 23%–ით გაიზარდა.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : საკრედიტო ბარათებით უკმაყოფილო კლიენტები

საკრედიტო ბარათებით უკმაყოფილო კლიენტებიკომერციული ბანკების მიმართ კლიენტთა პრეტენზიები იზრდება. 2012 წლის თებერვალში 194 პრეტენზია დაფიქსირდა, ხოლო იანვარში ეს მაჩვენებელი 169-ს შეადგენდა – ინფორმაციას Agora.ge ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სპეციალური სამსახურის სტატისტიკაზე დაყრდნობით ავრცელებს.

  სრულად ნახვა
 

პოლიტიკა : ულტიმატუმი სააკაშვილს

ულტიმატუმი სააკაშვილსვაჟა ბერიძე: ივანიშვილის მიერ დედოფლისწყაროში გაკეთებული განცხადება უსამართლობის პირობებში დაფიქსირებული მკვეთრი პოლიტიკური ტონია

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : ელექტრონული ზედნადებები - ახალი საფრთხე, ახალი ჯარიმები

ელექტრონული ზედნადებები - ახალი საფრთხე, ახალი ჯარიმებიელექტრონული ზედნადებების ამოქმედებამდე 2 დღე რჩება, ამდენიმე დრო აქვთ დარჩენილი მთელი საქართველოს სავაჭრო ობიექტებს, რომ სასწრაფოდ შეიძინონ კომპიუტერები (ვისაც არ აქვს), ჩართონ ინტერნეტში, დაიქირაონ ადამიანი, ვინც ზედნადებების ელექტრონულად გამოწერას უზრუნველყოფს. ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს ყველაფერი ასე მოკლე ვადაში მოესწროს.
ელექტრონული ზედნადებების წარმოების შესახებ ინიციატივა 1-ელი აპრილიდან უნდა ამოქმედდეს. ახალი ინიციატივის მიხედვით, პროდუქციის მიწოდებისას ქაღალდზე შევსებულ ზედნადებს ელექტრონული ჩაანაცვლებს. მეწარმეს ზედნადების ფორმის შევსება ინტერნეტით მოუწევს და სავალდებულო იქნება მისი შემოსავლების სამსახურისთვის გაგზავნა.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : სტუდენტების დასაქმების პროგრამაში ბიზნესი პასიურია

სტუდენტების დასაქმების პროგრამაში ბიზნესი პასიურიაკერძო კომპანიები სახელმწიფო სექტორთან შედარებით 7-ჯერ ნაკლებ სტუდენტს დაასაქმებენ

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : „ხალიკ ბანკმა" ბაზარზე ახალი იპოთეკური სესხი გამოიტანა

„ხალიკ ბანკმა" ბაზარზე ახალი იპოთეკური სესხი გამოიტანა"ხალიკ ბანკმა" იპოთეკური სესხის პირობები გაამარტივა და მომხმარებელს ახალი პროდუქტი „მარტივი იპოთეკა" შესთავაზა.

არსებული „ჩემი ოცნების სახლისგან" განსხვავებით, „მარტივი იპოთეკაზე" შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია" არ მოითხოვება. მსესხებელთა ამ კატეგორიაშია რეპეტიტორი, ძიძა, ან სხვა საქმიანობით დაკავებული.

  სრულად ნახვა
 

ბიზნესი : „სმარტი" „პასტა ზარას" ექსკლუზიურ რეალიზაციას იწყებს

„სმარტი" „პასტა ზარას" ექსკლუზიურ რეალიზაციას იწყებს სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი" მსოფლიოს წამყვანი იტალიური ბრენდის „პასტა ზარა" პროდუქტების ექსკლუზიურ რეალიზაციას იწყებს.

„პასტა ზარას" 16 სხვადასხვა სახეობის მაკარონის შეძენა მომხმარებელს 2,20-2,95 ლარად შეუძლია. როგორც კომპანიაში ამბობენ, პროდუქცია მრავალფეროვანია და მომხმარებელს არჩევანის გაკეთება სხვადასხვა გემოვნური თვისებების, ზომის, ფორმისა და ფერის მიხედვით შეუძლია.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : საქართველოს PayPal-ში ჩართვის საკითხი აპრილის შუა რიცხვებში გაირკვევა

საქართველოს PayPal-ში ჩართვის საკითხი აპრილის შუა რიცხვებში გაირკვევასაქართველოს ელექტრონული საგადახდო სისტემაში PayPal-ი ჩართვის საკითხი აპრილის შუა რიცხვებისთვის გაირკვევა.

როგორც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ქაშიბაძემ განაცხადა, საქართველოში PayPal-ი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის I კვარტალში უნდა შემოსულიყო, თუმცა კომპანიაში შიდა საკადრო გადაადგილებების გამო, პროცესი შეფერხდა. საკადრო გადაადგილებები PayPal-ის ევროპის ოფისის ხელმძღვანელის ცვლილებით იყო გამოწვეული.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : თურქეთი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და ქართული სახელმწიფო

თურქეთი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და ქართული სახელმწიფოარჩილ კაიკაციშვილი
იურისტი



ქართულ კანონმდებლობაში, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცნებას ცალკე განმარტება არ გააჩნია. უზენაესი სასამართლოს მიერ ერთ-ერთ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით, როდესაც კერძო პირები, მათ შორის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, მოღვაწეობენ საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხების საჯარო განხილვაში ან რომელიმე თემის ირგვლივ მიმდინარეობს კრიტიკა და მსჯელობა, საკითხი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის კატეგორიას განეკუთვნება, ასეთი მდგომარეობა საჯარო პირების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს მიმართ სხვადასხვა უფლებებსა და ვალდებულებებს წარმოშობს.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : ნავთობპროდუქტები ისევ იმპორტის ლიდერია

ნავთობპროდუქტები ისევ იმპორტის ლიდერიასაქართველოში იმპორტის მაჩვენებელი 2012 წლის იანვარ-თებერვალში, 2011 წლის იანვართან შედარებით 19%-ით გაიზარდა და 1,038 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

"საქსტატის" ინფორმაციით, უმსხვილეს საიმპორტო ათეულში პირველ ადგილზე ტრადიციულად ნავთობი და ნავთობპროდუქტებია, რომლის წილი იმპორტში 11,2%-ია და 116,615 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 21%-ით მეტია, ვიდრე 2011 წლის იანვარ-თებერვალში.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : მთავრობამ და სსფ-მ 387-მილიონიან ახალ პროგრამაზე შეთანხმებას მიაღწია

მთავრობამ და სსფ-მ 387-მილიონიან ახალ პროგრამაზე შეთანხმებას მიაღწიასაქართველოს მთავრობამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ), საქართველოსთვის 24-თვიანი, 250 მლნ SDR-ის (ამჟამინდელი კურსით 387 მლნ აშშ დოლარი) ფინანსური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს.

ამის შესახებ სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ედვარდ გარდნერმა ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და დასძინა, რომ საბოლოოდ პროგრამის დამტკიცების საკითხი ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უნდა განიხილოს, რომელიც სხდომას 11 აპრილს გამართავს.

  სრულად ნახვა
 

ენერგეტიკა : სახელმწიფო „თელასის" აქციონერად რჩება

სახელმწიფო „თელასის" აქციონერად რჩებასს „თელასის" აქციონერთა კრების გადაწყვეტილებით, კომპანიის საწესდებო კაპიტალი დამატებითი ჩვეულებრივი აქციების განთავსების გზით გაიზრდება. სულ განთავსდება 31 281 532 ცალი ახალი აქცია, რომელთა ნომინალური ღირებულება 1 ლარს შეადგენს. აღნიშნული აქციების განთავსების შემდეგ, „თელასის" საწესდებო კაპიტალი 112 429 418 ლარს შეადგენს.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : „თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა

„თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა„თელასის" სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით კომპანია „თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა.

„თელასის" ინფორმაციით, აშოტ მანუკიანი 2011 წლის ოქტომბრიდან ღია სააქციო საზოგადოების „რაზდანის ენერგეტიკული კომპანიის" (რაზდანის თბოელექტროსადგური) დირექტორად მუშაობდა, ხოლო 2011 წლის მაისიდან დახურული სააქციო საზოგადოების „სომხეთის ელექტროქსელების" გენერალური დირექტორის მრჩეველი იყო.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : „პროგრეს ბანკი" საცალო ბაზარზე აქტიურდება

„პროგრეს ბანკი" საცალო ბაზარზე აქტიურდება"პროგრეს ბანკმა" ბაზარზე ახალი პროდუქტი „მარტივი იპოთეკური სესხი" გამოიტანა.

ბანკის ცნობით, ის საცალო ბაზარზე აქტიურ კამპანიას აგრძელებს. ახალი სასესხო პროდუქტი ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის. სესხი დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავლების გარეშე, დროის უმოკლეს პერიოდში, მხოლოდ უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაიცემა.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : „საქართველოს ბანკი" ხვალ ახალ აქციონერებთან ერთად ბრიფინგს გამართავს

„საქართველოს ბანკი" ხვალ ახალ აქციონერებთან ერთად ბრიფინგს გამართავს„საქართველოს ბანკის" სათაო ოფისში (გაგარინის 29 ა) 29 მარტს, 12:00 სთ-ზე რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკთან (EBRD) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები ბანკის 10%-მდე აქციების შეძენის თაობაზე განაცხადებენ.
EBRD-ი და IFC-ი "საქართველოს ბანკის" დედა-კომპანიის Bank of Georgia Holdings-ის აქცინერები, 3 635 006 აქციაში 26,4 მლნ აშშ დოლარის სესხის კონვერტირებით გახდნენ.

  სრულად ნახვა
 

უცხოური პრესა : ბუნებრივმა კატაკლიზმებმა Lloyd's-ი შარშან 516-მილიონიან ზარალზე გაიყვანა

ბუნებრივმა კატაკლიზმებმა Lloyd's-ი შარშან 516-მილიონიან ზარალზე გაიყვანასადაზღვევო კომპანიამ Lloyd's of London 2011 წელს 516 მლნ ფუნტის ზარალი მიიღო, ხოლო 2010 წელს კომპანიის მოგებამ 2,2 მლრდ ფუნტი შეადგინა.
Reuters-ის ინფორმაციით, ზარალის ძირითადი მიზეზი გასულ წელს ბუნებრივი კატაკლიზმების დროს, მათ შორის იაპონიის მიწისძვრისა და ტაილანდის წყალდიდობისას, კომპანიის მიერ ანაზღაურებული ზარალები გახდა.

  სრულად ნახვა
 

ენერგეტიკა : საწვავის გაძვირების ქართული ლოგიკა

საწვავის გაძვირების ქართული ლოგიკასაქართველოში ბოლო სამი წლის ტენდენცია გრძელდება და ნავთობპროდუქტების ფასი თანდათანობით იზრდება. ბენზინისა თუ დიზელის საწვავის გაძვირებას ნავთობის იმპორტიორები, ეკონომიკის ექსპერტთა წრეები თუ რიგითი მომხმარებლები სხვადასხვაგვარად განმარტავენ. უკვე წლებია საზოგადოების ნაწილი აქტიურად გამოთქვამს პროტესტს საწვავის ფასების გამო და სხვადასხვა სახის სამოქალაქო აქტივობებს მიმართავს. რა იწვევს ბენზინისა თუ დიზელის გაძვირებას?

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : მიკროსაფინანსო სექტორში ბანკებთან შედარებით კრედიტები 2-2,5–ჯერ ძვირია

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარზე ყველაზე დაბალი განაკვეთები სამომხმარებლო და ბიზნეს-სესხებზეა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარზე ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი (13,2 %-დან) სამომომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე ფიქსირდება, ყველაზე მაღალი კი ავტოსესხზეა და 96 პროცენტსაც კი აღწევს.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : გაჯანსაღების ნიშნები ამერიკულ ეკონომიკაში

გაჯანსაღების ნიშნები ამერიკულ ეკონომიკაშიამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა 2012 წელს უფრო ძლიერი და სტაბილური გახდა, ვიდრე 2011-ში იყო. ასეთი განცხადება შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელმა ბენ ბერნანკემ ამერიკული არხის ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

„დიახ, მე ოდნავ უკეთ მძინავს. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არ ვიყოთ თვითკმაყოფილნი. წინ დიდი გზა გველის, ბევრს უნდა მივაღწიოთ, ჩვენ კვლავ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ,“ -განაცხადა ბერნანკემ.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : NDI-ის კვლევაში ქართული ეკლესიის ნდობის კოეფიციენტი ნდობას არ იმსახურებს

NDI-ის კვლევაში ქართული ეკლესიის ნდობის კოეფიციენტი ნდობას არ იმსახურებსარჩილ კაიკაციშვილი
იურისტი


NDI-ის მიერ 2012 წლის მარტში გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნდობის კოეფიციენტთან მიმართებით, საქართველოს მოსახლეობის რეალურ განწყობას ვერ ასახავს და არაზუსტი სურათი თავად უარყოფით იმიჯს უქმნის ავტორიტეტულ ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის საქმიანობას.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : $ 6,4 მილიარდის საიდუმლო (ნაწილი მე–2)

$ 6,4 მილიარდის საიდუმლო (ნაწილი მე–2)"ქველმოქმედაზე გაცილებით სწორი გზაა ბიზნესის წარმოება და სამუშაო ადგილების შექმნა, თუ ადამიანების დახმარება გინდა”

“მარტო რუსეთში ათასამდე ქართველი მოვთვალე, ვისაც 1 მილიონ დოლარზე მეტი აქვს”

“ლიბერალური ეკონომიკის და სოციალური სოლიდარობის თავსებადი მოდელის მოძებნა დღეს ბევრი ქვეყნის ყველაზე მთავარი გამოწვევაა”

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : $ 6,4 მილიარდის საიდუმლო (ნაწილი 1–ლი)

$ 6,4 მილიარდის საიდუმლო (ნაწილი 1–ლი)"ქველმოქმედაზე გაცილებით სწორი გზაა ბიზნესის წარმოება და სამუშაო ადგილების შექმნა, თუ ადამიანების დახმარება გინდა”

“მარტო რუსეთში ათასამდე ქართველი მოვთვალე, ვისაც 1 მილიონ დოლარზე მეტი აქვს”

“ლიბერალური ეკონომიკის და სოციალური სოლიდარობის თავსებადი მოდელის მოძებნა დღეს ბევრი ქვეყნის ყველაზე მთავარი გამოწვევაა”

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : დეველოპერები და ავტოიმპორტიორები ბანკებს ინერტულობაში ადანაშაულებენ

კრედიტით გაყიდული ავტომობილების წილი განახევრდა დეველოპერები და ავტოიმპორტიორები ბანკებს ინერტულობაში ადანაშაულებენ

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : საქართველოს ბანკს ბაზარზე აგროგანვადება გამოაქვს

საქართველოს ბანკს ბაზარზე აგროგანვადება გამოაქვს საქართველოს ბანკმა ახალი პროდუქტის - აგროგანვადების დანერგვის შესახებ განაცხადა. როგორც ბანკში განმარტავენ, პროდუქტი გათვლილია აგრო სექტორში მოქმედი ბიზნესის ხელშეწყობაზე, რაც გულისხმობს საქართველოს ბანკის მიერ აგრობიზნესში დასაქმებული პირების დაბალპროცენტიანი სესხით დაფინანსებას.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ტურისტებისთვის მიმზიდველ ქვეყნებს შორის საქართვლო 73–ეა

რუსეთი და ბალტიისპირეთის რესპუბლიკები საქართველოზე მიმზიდველ ტურისტულ ქვეყნებად დასახელდნენ

ტურისტებისთვის მიმზიდველ ქვეყნებს შორის საქართვლო 73–ეა

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : PayPal-ი ქართულ ბაზარზე მეორე კვარტალში შემოვა

PayPal-ი ქართულ ბაზარზე მეორე კვარტალში შემოვა PayPal-თან მოლაპარაკებები მიმდინარეობს ძალიან დიდი ხანია და შეფერხება ხელმძღვანელის ცვლილებამ გამოიწვია. რამდენიმე კვირის წინ ბარსელონაში გვქონდა მათთან შეხვედრა და დაგვპირდნენ, რომ დაიწყებენ უფრო აქტიურ მუშაობას ამ საკითხზე,” -განაცხადა კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ქაშიბაძემ.

  სრულად ნახვა
 

უცხოური პრესა : როგორ მივითვისოთ არჩევნების შედეგები

არჩევნების გამყალბებლები სულ უფრო გაქნილები ხდებიან, მაგრამ უფრო დიდი წუხილის საბაბი ბინძური პოლიტიკა ხდება.
როგორ მივითვისოთ არჩევნების შედეგები
ეს ჩრდილოეთ კორეის მუშათა პარტიისთვის კიდევ ერთი მშვენიერი დღე იყო. 2011 წლის 24 ივლისს, მუსიკისა და დაფდაფების ფონზე, განსვენებულმა კიმ ჩენ ირმა დიდ ბრბოში გაიკვლია გზა, რათა ქვეყნის ადგილობრივ არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. ისევე როგორც ყველა დანარჩენმა, მანაც ხმა მმართველ პარტიას მისცა. პარტიის 28, 116 კანდიდატიდან ყველამ გაიმარჯვა არჩევნებში, რომელშიც მოსახლეობის 99,97 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა და რომელშიც ამ კანდიდატებს კონკურენტები არ ჰყავდათ.

  სრულად ნახვა
 

უცხოური პრესა : როგორ უნდა გაყალბდეს არჩევნები

არჩევნების გაყალბების მოკლე გზამკვლევი ძალიან დაკავებული დესპოტებისთვის
როგორ უნდა გაყალბდეს არჩევნები
გამოკითხვის ერთადერთი შედეგი, რომელსაც საბოლოო ჯამში ითვალისწინებენ, არჩევენების დღეს დგება. თუმცა, არჩევნების გამოცდილი გამყალბებლებისთვის, ეს დამღუპველი რჩევაა. საარჩევნო დღეს უკვე ძალიან გვიანია. თუკი გადაწყვეტილი გაქვთ ოპონენტი ამომრჩევლები გატყიპოთ, საარჩევნო ყუთების ბიულეტინებით გამოტენოთ და შედეგები შეაკოწიწოთ, ამისთვის ვიღაც სადღაც აუცილებლად გიჩივლებთ. უცხოელი აბეზარი დამკვირვებლები გაგაკრიტიკებენ, მასები განრისხდებიან და თქვენი რეპუტაცია შეილახება.

  სრულად ნახვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48