| |
| სისტემაში შესვლა |
| |
| კალენდარი |
|
| ვალუტა |
|
|
| |
|
|
| საზოგადოება : საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის პრივატიზება იგეგმება |
საზოგადოებრივი მაუწყებელი 1960-იან წლებში შეიქმნა, ის არის ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას. როგორც ტელევიზიაში აცხადებენ, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა ამორტიზებულია და მოძველდა. მისი რეკონსტრუქცია კი გაცილებით ძვირი დაჯდება, ვიდრე ახალი შენობის აშენება.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : საქართველოს ბიუჯეტს ვირთხები მოუმრავლდნენ |
მიმდინარე წელს, მიუხედავად იმისა, რომ წლის ბოლომდე კიდევ სამი თვეა დარჩენილი, ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ვალდებულებების ემისიის გეგმას 12 მილიონი ლარით გადააჭარბა და 370 მილიონის ნაცვლად 382 მილიონის ნომინალის სახაზინო ვალდებულებები გამოუშვა. ამასთან აღსანიშნავია, რომ საპროცენტო განაკვეთმა რეკორდულ ნიშნულს 14.57%-ს მიაღწია. რასაც ექსპერტთა ნაწილი მთავრობის მიმართ ნდობის დაკარგვით და მაღალი ინფლაციის მოლოდინით ხსნის.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : რუსები პროდუქტების ფასებს ტელეფონის საშუალებით გაიგებენ |
მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალ პროგრამას გაუშვებს, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობას ოპერატიულ რეჟიმში შეეძლება საკვებ პროდუქტებზე ფასების გაგება, წარმოების ბალანსის ნახვა და ძირითადი აგროპროდუქციის - მარცვლეულის, ხორცის, რძის და შაქრის მოხმარება. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ელენა სკრინნიკმა განაცხადა, ამ სისტემაში შესვლის უფლება ნებისმიერ მსურველს ექნება, კერძოდ კი, ამის გაკეთება მობილური ტელეფონით იქნება შესაძლებელი, ნათქვამია სამინისტროს ოფიციალურ პრეს-რელიზში.
|
| |
| საზოგადოება : მეტროთი მგზავრობის მსურველებს "მეტრომანში" 2 ლარის გადახდა მოუწევთ |
მეტრო, ყველაზე იაფი და შედარებით პრაქტიკული საზოგადოებრივი ტრანსპორტია მთელ მსოფლიოში. თბილისის მეტროს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. ექსპლუატაციაში შევიდა 1966 წლის 11 იანვარს და მეოთხე მეტროს სისტემა იყო საბჭოთა კავშირში (მოსკოვის, ლენინგრადის და კიევის შემდეგ). თბილისში სხვადასხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტს შორის შეგიძლიათ ისარგებლოთ მეტროთი, რომელიც დილის 6 საათიდან ღამის 12 საათამდე ფუნქციონირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 250 000 ადამიანს ემსახურება.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : ბარაკ ობამამ მცირე ბიზნესს 30 მილიარდი დოლარი გამოუყო |
აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კანონს ხელი მოაწერა, რომელიც მცირე ბიზნესისთვის გადასახადების ჩამოჭრასა და ლგოტურ კრედიტირებას ითვალისწინებს.
|
| |
| საზოგადოება : “ფული არის ბოზი, რომელიც არასოდეს იძინებს” |
ლიბერალიზმის მქადაგებელი კომუნისტი და კომუნიზმის მქადაგებელი ლიბერტარიანელი
“ყველა პოლიტიკური თეორია, რა თქმა უნდა, გულისხმობს, რომ ადამიანთა უმეტესობა უცოდინარია”
ფრიდრიხ ოგიუსტ ჰაიეკი
. . კანონი, თანასწორი თამაშის წესები, თავისუფალი ბაზარი და კონკურენცია – ეს ღირებულებები ლამაზი ქალივითაა, რომელსაც შეიძლება ჩაეძინოს და სიამოვნება ვეღარ მოგანიჭოს.
|
| |
| საზოგადოება : როგორ შეითავსეს ნოტარიუსებმა სასამართლოს უფლებამოსილება |
2003 წლის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველომ უზარმაზარი ცვლილებები განიცადა, რეფორმები შეეხო სახელმწიფოში ყველას და ყველაფერს, ფასადების შეღებვით დაწყებული და საკანონმდებლო ცვლილებებით დამთავრებული. საქართველოს მოქმედი ხელისუფლებაც, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების გამოყენებით ყოველთვის აღნიშნავს, რომ საქართველო გახდა ცივილიზებული მსოფლიოს განუყოფელი ნაწილი და ქვეყნის განვითარებამ პროგრესისკენ შეუქცევადი ხასიათი მიიღო.
|
| |
|
|
|
|