| |
| სისტემაში შესვლა |
| |
| კალენდარი |
|
| ვალუტა |
|
|
| |
|
|
| ბანკები და ფინანსები : ”შავი სიის” ნაცვლად ერთიანი საკრედიტო ინფორმაციის ბაზა იქმნება |
კრედიტების აღება, პრაქტიკულად, უფრო გართულდება  ეროვნულმა ბანკმა პრობლემური მსესხებლების მიმართ მიდგომა შეცვალა. საკრედიტო პოლიტიკა შედარებით ლიბერალური ხდება. პრობლემური მსესხებლები ე.წ "შავ სიაში" აღარ მოხვდებიან.
|
| |
| ბიზნესი : იაპონიასთან შედარებით საქართველოში ინტერნეტი 11-ჯერ ძვირია |
 სოციალურ ქსელ facebook-ში სპეციალური გვერდია შექმნილი, რომლის საშუალებითაც ქართველი მომხმარებელი ინტერნეტ-პროვაიდერებს ტარიფების დაწევას და ხარისხის მომატებას სთხოვს. ამ ჯგუფის წევრების რაოდენობამ უკვე 9200-ს მიაღწია.
|
| |
| საზოგადოება : პარტიების შეთქმულება ხალხის წინააღმდეგ |
ოპოზიცია ხალხში არსებული მუხტის დაგდებაზე მუშაობს და ხელისუფლებასთანაა გარიგებული საქართველოში მოსახლეობის არასახარბიელო სოციალურ მდგომარეობას მაღალი კომუნალური გადასახადები, გამკაცრებული ადმინისტრაციული სანქციები თუ ზამთრისპირას სურსათის გაძვირება კიდევ უფრო დაამძიმებს. არაოფიციალური სტატისტიკით კი, ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს 2 მილიონამდე ადამიანი გასცდა. ცხოვრების დონის გაუარესება, ლოგიკურად, სოციალური უკმაყოფილების მასობრივად გამოხატვის საფუძველი შეიძლება გახდეს. რამდენად არის მოსალოდნელი სოციალური აფეთქება საქართველოში? _ ამ საკითხზე საინფორმაციო სააგენტო „მედიანიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა:
|
| |
| საზოგადოება : ქართული კომპანია IPM–ის გამოკითხვა ამერიკულ რეიტინგად გაასაღეს |
სოციოლოგიური კვლევის ქართული ”თავისებურებები” ყველა ქართული ტელეარხის საინფორმაციო გამოშვება 28 ოქტომბერს ამერიკული ორგანიზაცია "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევის შედეგებით იწყებოდა და ვისაც "აღარ ახსოვდა", კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ საქართველოში მმართველ პარტიასა და მის ლიდერს მოსახლეობის სრული მხარდაჭერა აქვთ. ისიც ხაზგასმით აღინიშნებოდა, რომ IRI-ს კვლევა აშშ-ს მთავრობისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) დაუკვეთეს, ხოლო უშუალოდ ტექნიკური მხარე ასევე ამერიკულმა და ძალზედ კომპეტენტურმა ორგანიზაციამ - "გელაპმა" (GALLUP) უზრუნველყო. www.interpressnews.ge ლუკა დოლიძე
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 7.5 პროცენტამდე ზრდის |
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) 2010 წლის 27 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.5 პროცენტს შეადგენს. სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 9.8 პროცენტი შეადგინა.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : საბანკო სექტორში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელება იგეგმება |
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი ანდრეი კონდაკოვი სებ–ის პრეზიდენტთან გიორგი ქადაგიძესთან შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობით დაინტერესდა
|
| |
| ბანკები და ფინანსები : სახაზინო ვალდებულებების საპროცენტო განაკვეთმა მაქსიმუმს მიაღწია |
აუქციონის შედეგით, დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 10.43%, მაქსიმალური 10.33%, ხოლო საშუალო შეწონილი პროცენტი 10.572სახაზინო ვალდებულებების №42 აუქციონის შედეგები%.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : "საქართველოს ფოსტა" და ”რეფერალური ჰოსპიტალი” მალე გაიყიდება |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ბრიფინგი ჩატარდა. პრივატიზაციის საკითხებში პრეს-სპიკერის, გიორგი კალანდაძის ინფორმაციით, სამინისტრო შპს "საქართველოს ფოსტის” გაყიდვის მიზნით აცხადებს ინტერესთა გამოხატვას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი კომპანიებისთვის.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : თურქეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის ისევ პირველ ადგილზეა |
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2010 წლის იანვარ-სექტემბერში, თურქეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : მთავრობა ევროობლიგაციებს ისევ გამოუშვებს |
უმიზნოდ აღებული მაღალპროცენტიანი კრედიტები ბიუჯეტის ლაბირინთებში იკარგება საქართველოს მთავრობა ევრობონდებს ლონდონის საფონდო ბირჟაზე კვლავ განათავსებს. აღნიშნულ საკითხზე, ჩინეთში ვიზიტად მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ადგილობრივ ბიზნესმენებთან შეხვედრისას ისაუბრა. პრემიერს არ დაუკონკრეტებია რა მოცულობის ობლიგაციების გამოშვება იგეგმება, თუმცა მისი განმარტებით მთავრობა ევრობონდების საფონდო ბირჟაზე განთავსებას 2011 წლისთვის გეგმავს.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : რეიტინგები იზრდება და რეალური ეკონომიკა იზღუდება |
 სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი "ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით" განისაზღვრება. ქვეყანა ეკონომიკურად თავისუფლად ითვლება, თუ არ ზღუდავს კერძო საკუთრების დაცვას, კონკურენციის თავისუფლებას, ნებაყოფლობით გაცვლას და ა.შ. ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლების ინდექსს 1995 წლიდან ორი დამოუკიდებელი საერთაშორისო ფონდი The Heritage Foundation და Wall Street Journal ერთობლივად, ყოველწლიურად აქვეყნებს.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : "საქართველოს ბანკმა" მორიგი ჯილდო დაიმსახურა |
ბანკმა საერთაშორისო გადარიცხვების შესრულების საუკეთესო ხარისხისთვის Commerzbank-ის ჯილდო მიიღო
|
| |
| უძრავი ქონება : ბორჯომის რკინიგზის სადგურის ახალი მფლობელი დავით სააკაშვილია? |
 საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, პრივატიზაციის პროცესმა აქტიური სახე მიიღო და ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი ძირითადი წყარო გახდა. საპრივატიზაციო გეგმის შესასრულებლად ხელისუფლება უკან არაფერზე იხევს და სტრატეგიული ობიექტების გაყიდვასაც არ ერიდება. ერთ-ერთი მათგანი "საქართველოს რკინიგზაა". ჩვენ არაერთხელ ვწერდით ამის შესახებ, მაგრამ "საქართველოს რკინიგზის" გასხვისების საკითხი დღის წესრიგში იმაზე ადრე დადგა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, თუმცა გასხვისება ნაწილ-ნაწილ ხდება.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : "ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების დანაშაულებრივი ლობისტია" |
ბიუჯეტის ახალ პროექტში მხოლოდ 900 მილიონს კი არ აწერია ”და სხვა”, დანარჩენი 6 მილიარდიც ”და სხვაშია”, რადგან ეს არ არის პროგრამული ბიუჯეტი და იქ რა რაში იხარჯება, არ არის მოცემული  ინტერვიუ "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთ ლიდერთან, ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტთან, ნოდარ ჯავახიშვილთან
|
| |
| ბანკები და ფინანსები : 2011 წლის ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯები იზრდება |
"ქამრების შემოჭერის" ფონზე 2011 წლის ბიუჯეტში ხელფასებზე 42 ათასი ლარით მეტი გამოიყოფა  2010 წლის ოქტომბრის დასაწყისში, პარლამენტში განსახილველად შევიდა 2011 წლის ბიუჯეტის პროექტი. მომავალი წლის ბიუჯეტი მიმდინარე წელთან შედარებით 30 მილიონი ლარით ნაკლებია და ხარჯების მოცულობა 6 მილიარდ 960 მილიონი ლარის ტოლ ნიშნულზეა გათვალისწინებული.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : გერმანიაში უმუშევართა დონემ 2010 წლის ოქტომბრის მონაცემებით 7,5%-ი შეადგინა |
 2010 წლის ოქტომბრის მონაცემებით, გერმანიაში უმუშევართა დონემ სეზონური რყევების გათვალისწინებით 7,5%-ს მიაღწია. ასეთი ინფორმაცია, ქვეყნის დამსაქმებელთა ფედერალურმა ბიურომ 28 ოქტომბერს გაავრცელა. ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 7,4%-ს შეადგენდა.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ეკონომიკაში ნობელანტები „ძებნის თეორიის“ ავტორები გახდნენ |
ნობელის პრემიის ახალი ლაურეატები  2010 წლის ნობელის პრემია ეკონომიკაში ერთდროულად სამმა მეცნიერმა მიიღო: პიტერ დაიმონდმა და დეილ მორტენსენმა აშშ-დან, ასევე ქრისტოფერ პისარიდესმა, რომელსაც აქვს ბრიტანეთის და კვიპროსის მოქალაქეობა. ლაურეატების ნაშრომები მიუხედავად იმისა, რომ გამოქვეყნებულია რამდენიმე ათეული წლის წინ, ამჟამად როგორც არასდროს აქტუალურია: კერძოდ, ისინი ხსნიან თუ რატომ რჩება ბაზარზე ვაკანტური ადგილები უმუშევრობის მაღალი დონის პირობებში.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : Symteco ქართულ საბანკო ბაზარზე ინოვაციური პროექტით შემოდის |
ლოკალური სისტემა “HandyPay Georgia” მობილურ გადახდებს და ფულად გზავნილებს ერთ სისტემაში გააერთიანებს საბანკო სერვისების დახვეწამ კარგა ხანია მოხსნა ისეთი პრობლემა, როგორიცაა რიგები ფილიალებთან კომუნალური, თუ სხვა გადახდების განხორციელების მიზნით. ბანკომატებმა, ნაღდი ფულის მიღების ფუნქციით, (cash-in) ბანკში მისვლის გარეშეც გახადა შესაძლებელი დეპოზიტის შევსება და ა.შ.
|
| |
| საზოგადოება : "გრინბერგის" შედეგები ქართულმა IPL-მა გადაამოწმა |
პოლიტიკოსები, პარტიები და ხალხი - რეიტინგი და განწყობა ბოლო პერიოდში საქართველოში ჩატარებული ერთადერთი ობიექტური სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით
WHO IS WHO
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ლარი მყარდება და პროდუქტი ძვირდება |
ეს კიდევ უფრო ზრდის იმპორტიორების მოგებას და მძიმედ აწვება მოსახლეობას ბოლო ორი თვეა ლარი მყარდება. ამ ხნის მანძილზე ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ 10 პუნქტით გამყარდა. ჩვეულებისამებრ, ლარის გამყარება იმპორტირებული პროდუქციის თვითღირებულებას აიაფებს. ლარის 5,5% გამყარების მიუხედავად, ქართულ ბაზარზე იმპორტირებული პროდუქციის ფასის შემცირება არ შეინიშნება. ინფორმაციისთვის მკითხველს შევახსენებთ, რომ 2010 წლის 3-10 ივნისს ლარი დოლარის მიმართ 9 პუნქტით, 4,4%-ით გაუფასურდა, რაზეც იმპორტიორებმა სწრაფადვე მოახდინეს რეაგირება და პროდუქციის ფასები გაზარდეს. მაგალითად ფარმაცევტებმა 9 ივნისს ყველა წამალი გააძვირეს 7-15%-ით. იგივე შეიძლება ითქვას სხვა პროდუქციის იმპორტიორებზე, რომლებმაც მაშინ ლარის გაუფასურებისგან, იმპორტირებული პროდუქტის თვითღირებულების ზრდა დაასახელეს. გაუგებარია, თუ ლარის კურსის დევალვაცია იმპორტის გაძვირებას იწვევს, რატომ არ ხდება იგივე პროცესი ეროვნული ვალუტის რევალვაციის დროს?
|
| |
| ბანკები და ფინანსები : „კორუფციის აღქმის ინდექსში" საქართველოს მაჩვენებელი გაუარესდა |
„მართალია 2003 წელს მოსულმა ხელისუფლებამ კორუფციას ბრძოლა გამოუცხადა, მაგრამ ეს უმეტესწილად დაბალ ეშელონებს შეეხო, ხოლო ელიტარული კორუფცია კვლავ მყარად დგას ქართულ სინამდვილეში. საქართველოში კორუფციის მაღალ დონეზე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც ხშირად საუბრობენ, მათ შორის Freedom House, რომელიც ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის კვლვას აწარმოებს ამ ორგანიზაციის ბოლო ანგარიშის თანახმად საქართველოს ყველაზე ცუდი მაჩვენებელი სწორედ, რომ კორუფციაში აქვს - 3,9 ქულა 10 შესაძლებლიდან. ამასთან აღსანიშნავია, რომ კორუფციის ეგრეთწოდებული ლეგალიზაციაც ხშირად ხდება, იგივე საკანონმდებლო დონეზე. მაგალითად, არის შემთხვევები, როცა იმის გამო, რომ რომელიმე ჩინოვნიკმა ან კონკრეტულმა ბიზნესმენმა იხეიროს, კანონებიც კი იცვლება“.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : "საბანკო სექტორმა კრიზისი გადალახა" |
ინტერვიუ "პროკრედიტ ბანკის" გენერალურ დირექტორთან მაია მერედოვასთან "ინფლაცია მხოლოდ ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნით არაა განპირობებული, ჩვენ იგი საზღვარგარეთიდან იმპორტირებულ საქონელთან ერთად შემოგვაქვს" "დასავლეთთან შედარებით ჩვენთან კრედიტებზე საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთებია" "ჩვენ პირველი ბანკი ვიყავით, რომელმაც დეპოზიტებზე, და საბოლოოდ კრედიტებზეც დაწია საპროცენტო განაკვეთები" "ახალხანს, რამდენიმე ბანკმა ეროვნულ ვალუტაში არსებულ ანაბრებზე განაკვეთები გაზარდა, რამაც შეიძლება ახლო მომავალში საპროცენტო განაკვეთების მატება კრედიტებზეც განაპირობოს" "გასულ თვეს ლარის დოლართან მიმართებაში გაცვლითი კურსის ძალიან დიდი მერყეობა იყო, იგი დღის განმავლობაშიც კი ბევრჯერ იცვლებოდა" ქ-ნი მაია მერედოვა 2007 წლიდან “პროკრედიტ ბანკი საქართველოს” დირექტორთა საბჭოს წევრია და სხვა განყოფილებებთან ერთად ადამიანური რესურსების, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისა და ორგანიზაციების განყოფილებებს კურირებს. საქართველოში მუშაობის დაწყებამდე ქ-ნი მაია მერედოვა მუშაობდა "პროკრედიტ ბანკი სერბიაში" და ფინანსურ კომპანიაში “პროკრედიტ მოლდოვა”. ქალბატონი მაია ასევე მუშაობდა ყირგიზეთში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიკრო და მცირე საწარმოთა ხელშეწყობის სამსახურის მრჩევლად და მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში კერძო და ფინანსური სექტორის განვითარების პროექტების მსოფლიო ბანკის კონსულტანტად.
|
| |
| საზოგადოება : ინტერვიუ გერმანელ ადვოკატთან ერიკ იოსტერთან |
ერიკ იოსტერი - თუკი ჟურნალისტს და ადვოკატს საკუთარი აზრის გამოთქმის შიში აქვს, ქვეყანაში დემოკრატია არ არსებობს
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ვის ვენდოთ – Greenberg -ს თუ "საქსტატს"? |
საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ამერიკული კომპანია Greenberg Quinlan Rosner-ის დაკვეთით, საქართველოში მოქმედმა კომპანიამ ACT-მ კვლევის ფარგლებში, სექტემბერ-ოქტომბერში 1200 მოქალაქე საზოგადოებრივ და სოციალურ თემებზე გამოკითხა. კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ საქართველოს მოსახლეობის 58% მიიჩნევს, რომ ქვეყნის განვითარების კურსი სწორია, 26%-ის აზრით კი ქვეყანა სწორი მიმართულებით არ ვითარდება.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ლეგალური კორუფცია ქართულად |
შემოსავლების სამსახური ბიზნესს მომსახურების სფეროში ახალ შეთავაზებებს პერმანენტულად სთავაზობს. თუმცა მისი მომსახურება, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების შემდეგ ფასიანია. თუ ადრე სამსახურის თანამშრომლები ბიზნესს ფინანსურ დოკუმენტაციასა და სხვადასხვა საგადასახადო ანგარიშგებასთან დაკავშირებულ საკითხებს უფასოდ უგვარებდნენ, ახლა ბიზნესი საგადასახადო უწყებას გადასახადებსაც გადაუხდის და ნებისმიერი სერვისისთვის მომსახურების თანხასაც.
|
| |
| საზოგადოება : "ბათუმის ქანდაკებების ფასი შეგნებულად არის გაბერილი" |
"ბათუმი ხდება ხელოვნების ცენტრი. აქ ჩამოდიან საუკეთესო შემსრულებლები, იდგმება ქანდაკებები იმ ხალხის მიერ, ვინც დგამს მსოფლიოს საუკეთესო ადგილებში ამ ქანდაკებებს. თვითონ ეს ბულვარი ევროპაში არის ერთ-ერთ საუკეთესო და ლევან ვარშალომიძესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 8 კილომეტრიანი ბულვარი კვარიათამდე გავაგრძელოთ და ეს ბულვარი 20 კილომეტრიანი გახდება. “ - განაცხადა პრეზიდენტმა.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : სომხური მაფია ამხილეს |
აშშ-ში დაკავებული სომხური მაფიის წევრების სახელები გამოაქვეყნეს. როგორც გაზეთი “ჟამანაკი” გადმოგვცემს, მათ შორის იყო პოგოს სატამიანი, რომელიც ერევანში, ოპერის თეატრთან არსებული კაფე “ატლანტიკის” მეწილეა. ამავე კაფის მეორე მეწილე კი, სომხეთის პოლიციის სამართველოს მაღალჩინოსანი, არსენ კაზარიანია. სატამიანმა აშშ-ში სომეხი მომღერლის, ტატას ბოლო კონცერტის ორგანიზება მოახდინა, წერს გაზეთი და ამატებს, რომ პოგოსი ერევნის პოლიცმეისტერის ნერსიკ ნაზარიანის შვილის ქორწილში იღებდა მონაწილეობას.
|
| |
| საზოგადოება : საგამოცდო ქულების შენახვა სტუდენტებს არათანაბარ რეიტინგში აყენებს?! |
აბიტურიენტებმა, რომელთაც გაიარეს ერთიანი სამაგისტრო გამოცდა 2009 წელს უფლება მიეცათ შეენახათ თავიანთი ქულები და ამ ქულებით მონაწილეობა მიეღოთ 2010 წლის საგრანტო კონკურსში. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ შარშანდელი ტესტები წლევანდელთან შედარებით გაცილებით ადვილი აღმოჩნდა და საგრანტო ქულების შენახვის წესმა ვერ უზრუნველყო შარშანდელი აბიტურიენტების რეიტინგულ სიაში სამართლიანად მოხვედრა.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : "სარეზერვო ფონდებიდან დახარჯულ თანხებზე მონიტორინგი არ ხორციელდება“ |
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა მომავალი წლის ბიუჯეტში პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების გაზრდას აპროტესტებს და აცხადებს, რომ "ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა ხელისუფლების ტყუილია. პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდს გიორგი ახვლედიანი ჯიბის ფულს უწოდებს, რადგან, მისი განცხადებით, ამ მიმართულებით კონტროლისა და მონიტორინგის საშუალება, ფაქტობრივად, არ არსებობს.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ბიუჯეტში ჯარიმებიდან შესული თანხა ყოველწლიურად იზრდება |
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 2009-2010 წლებში არაერთი გახმაურებული ფინანსური დარღვევის გამოვლინების შესახებ განაცხადეს და არაერთი მცირე, საშუალო თუ დიდი ბიზნესი დააჯარიმეს. ექსპერტთა მოსაზრებით, საგადასახადო სამსახური ბიზნესს სახელმწიფო ბიუჯეტის შესავსებად აჯარიმებს.
|
| |
|
|
|
|