| |
| სისტემაში შესვლა |
| |
| კალენდარი |
| « იანვარი 2009 » |
|---|
| | | | | | |
|---|
| | 1 | 2 | 3 | 4 | | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
|
| ვალუტა |
|
|
| |
|
|
| მსოფლიო ეკონომიკა : Sony და Toshiba ზარალს განიცდიან |
ელექტრონიკის დიდი მწარმოებლი ფირმები - "ტოშიბა" და "სონი", მიმდინარე ფინანსური წლის გამოკვლევის თანახმად, 2009 წელს 3 მლრდ. დოლარამდე იზარალებენ - ასე იტყობინება აზიური პრესა Nikkei Financial Daily.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : ევროკავშირში სოციალური სტაბილურობა ნულს უტოლდება |
რიგის ანალოგიური მოვლენები შესაძლოა საქართველოსა და უკრაინაშიც განმეორდეს
ბოლო ხანს განვითარებულმა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა, როგორც წესი, თავისი პოლიტიკური ნაყოფიც გამოიტანა. ამჯერად მისი მსხვერპლნი ბულგარეთი და ლატვია გახდნენ.
|
| |
| ბიზნესი : სად და რა ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ "ნახმარი" მანქანა |
საქართველოში საკმაოდ აპრობირებულია მეორადი ავტომობილების ბიზნესი, რომელსაც როგორც სხვადასხვა ფირმები, ასევე ინდმეწარმეები ახორციელებენ. საქართველოში მეორადი მანქანები ძირითადად გერმანიიდან, იაპონიიდან და ამერიკიდან ჩამოყავთ. ტრანსპორტირება საქართველომდე ძირითადად ორი გზით ხორციელდება: საზღვაო და სახმელეთო. ძირითადად ტრანსპორტირება მაინც ზღვით ხდება. ქართულ-გერმანული საკონტეინერო ფირმა უზრუნველყოფს როგორც ავტომობილების, ასევე სხვა სახის ტვირთების გადაზიდვას ამიერკავკასიის რეგიონში (ფრანკფურტი-ფოთი).
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ხმალაძესთან |
"გადასახადის გადამხდელი უდანაშაულო დამნაშავის როლში გამოდის"
|
| |
| უძრავი ქონება : ინტერვიუ ჯუმბერ ხატიაშვილთან |
დეველოპერებისა და სამშენებოლო კომპანიების უმეტესობა უკვე დაწყებული პროექტების დასრულებასაც ვეღარ ახერხებს. პირველი კომპანია, რომელმაც ომის შემდგომ საქართველოში ახალი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო "ბაგები სითი ჯგუფია". ახალ პროექტზე, კომპანიაში არსებულ მდგომარეობაზე, სამომავლო გეგმებსა და ზოგადად სექტორში არსებული ვითარების თაობაზე გაზეთს "ბანკები და ფინანსები" სამშენებლო კომპანია "ბაგები სითი ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჯუმბერ ხატიაშვილი ესაუბრა.
|
| |
| საზოგადოება : რატომ არის ESM დასაქმების გარანტია |
ESM-ის მფლობელი "ცოდნის ფონდია", რომლის დამაარსებელი კახა ბენდუქიძეა. "თავისუფალი უნივერსიტეტის" იდეა სწორედ მას ეკუთვნის. ეს არის "ESM-თბილისი"-ის, აზიისა და აფრიკის ინსტიტუტების გაერთიანება. ჩაფიქრებულია ე.წ. "კამპუსი"-ს, უმაღლესი სტანდარტების საუნივერსიტეტო ქალაქის აშენება. კახა ბენდუქიძემ განაცხადა, რომ მზად არის სრულიად უსასყიდლოდ დიდი ინვესტიციები ჩადოს განათლებაში. საწყის თანხად 100 მილიონი დასახელდა და სავარაუდოდ, ის 5-6 წლის მანძილზე უნდა აშენდეს.
|
| |
| პოლიტიკა : ინტერვიუ დავით გამყრელიძესთან |
დავით გამყრელიძე: "ის დრო წავიდა, როცა "საქართველო შევარდნაძის გარეშე" ლოზუნგით შეიძლებოდა ხელისუფლებაში მოსვლა. მოსახლეობას ახლა ის უფრო ადარდებს, თუ რა იქნება შემდეგ"
|
| |
| ენერგეტიკა : "ენგურჰესი" - ხარკი წაგებული ომისთვის |
"ენგურჰესთან" დაკავშირებული სკანდალი არ ცხრება. ოპოზიცია და ექსპერტები ხელისუფლებას სტრატეგიული ობიექტის რუსეთზე გასხვისებაში ადანაშაულებენ. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ რუსულ კომპანია "ინტერ რაოსთან" გაფორმებული მემორანდუმი საქართველოსთვის ეკონომიკურად მომგებიანია.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : "ბიზნესი და ეკონომიკა სულ სახელმწიფოს ხარჯზე ვერ იქნება" |
ინტერვიუ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბეჟან ბუცხრიკიძესთან.
- 30 დეკემბერს ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა, რაში მდგომარეობს იგი და რა არის მისი ძირითადი პრიორიტეტები?
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ინტერვიუ ზურაბ ნოღაიდელთან |
"საზოგადოება მზადაა გაუშვას ეს ხელისუფლება, მაგრამ არ არის მზად მოიყვანოს სხვა ძალა"
აგვისტოს მოვლენების შემდგომ ქართული პოლიტ-ბომონდი გააქტიურდა, რაც ლოგიკური და მოსალოდნელი იყო. თუმცა, ერთგვარ მოულოდნელობად იქცა ქართული "პოლიტიკური ცის კაბადონზე" ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის გამოჩენა. "სამართლიანი საქართველო" - ასე ჰქვია მის პოლიტიკურ პარტიას და ეს სახელწოდება გულისხმობს, დღევანდელ საქართველოში, ყოფილი პრემიერის აზრით, სამართლიანობის მწვავე დეფიციტია... "ხისტი", ჯიქური და წარმატებულად მიჩნეული ყოფილი ფინანსთა მინისტრი და პრემიერი ამბიციური განცხადებებით და მიზნებით გამოირჩევა.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ინტერვიუ ვლადიმერ პაპავასთან |
"გარდა გლობალური ფინანსური კრიზისისა, თავად ბანკების მიერ დაშვებული შეცდომებიც მათ სფეროში მთელი რიგი პრობლემების მიზეზი ხდება"
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ინტერიუ სოსო ცისკარიშვილთან |
ვიდრე არ შევეცდებით, რომ რეალურად საბაზრო ეკონომიკის გზაზე დავდგეთ, მანმადე, არა მგონია, საბაზრო ეკონომიკის სიკეთეზე და კონკურენტუნარიანობის ამაღლების აუცილებლობაზე რაიმე ქადაგება შედეგიანი გამოდგეს
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ინტერიუ დემურ გიორხელიძესთან |
2008 წელი საქართველოსთვის ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან მძიმე იყო. ისეთმა მოვლენებმა, როგორიცაა აგვისტოს ომი და მსოფლიო ფინანსური კრიზისი, რა თქმა უნდა, ქვეყანაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში არსებობს პრობლემები და მათ დასაძლევად საჭიროა მთავრობის კონკრეტული ღონისძიებები.
|
| |
| საზოგადოება : იუბილე ქუჩაში |
იუბილე ქუჩაში
26 დეკემბერს რუსთაველის თეატრში ევგენი ხარაძის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული საღამო გაიმართა, სადაც მისმა კოლეგებმა, მეცნიერებმა და მეგობრებმა სახელოვანი მეცნიერი გაიხსენეს, ეს დღე იმავდროულად ობსერვატორიის 70 წლის იუბილესთანაცაა დაკავშირებული, თუმცა ამჯერად ობსერვატორია შენობის, ლაბორატორიის გარეშე დარჩა. ის რისთვისაც ევგენი ხარაძე იბრძოდა და საკუთარი ცხოვრების დიდი ნაწილი მიუძღვნა, ახლა გადარჩენისთვის იბრძვის, დღის წესრიგში მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას.
|
| |
| საზოგადოება : გადავარჩინოთ მცირე მეწარმეობა და გადავრჩებით |
მაღაზიასა თუ ბაზარში პროდუქტის ყიდვისას, ტაქსით მგზავრობისას თუ კაფეში ყავის დალევისას არც კი ვფიქრობთ იმაზე, რომ იმ წუთას მცირე მეწარმის მომსახურებით ვსარგებლობთ. მცირე მეწარმე არის პირი, რომელსაც სახელმწიფოსგან მინიჭებული აქვს სამეწარმეო საქმიანობის უფლება და სანაცვლოდ იხდის გადასახადებს, თუმცა, "ბიზნესის ზვიგენებისგან" განსხვავებით, მისი თანამშრომლების რიცხვი და თანხის წლიური ბრუნვა გაცილებით ნაკლებია.
|
| |
| საზოგადოება : "2009 წლის ბიუჯეტი უმუშევრობის წინააღმდეგაა მიმართული" |
ინტერიუ ზურაბ მელიქიშვილთან მსოფლიო ფინანსური კრიზისისა და აგვისტოში გადატანილი ომის შემდეგ, მთავრობა, ოპოზიცია და ქართველი ექსპერტები საქართველოში არსებულ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას ერთხმად ადასტურებენ. საქართველოს ხელისუფლებაში მოვლენების უფრო პოზიტიურ განვითარებას ელიან და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კერძო სექტორში შემცირებების პროცესი უკვე დაიწყო, 2009 წლის ბიუჯეტში მთავრობის მხრიდან ჩადებული ინფრასტრუქტურული პროექტები დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის ალტერნატივად განიხილება.
|
| |
| საზოგადოება : ინტერიუ გია ხუხაშვილთან |
გასული წელი საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენებით იყო დატვირთული. არჩევნები, აგვისტოს ომი და ეკონომიური კრიზისი ქვეყნის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახა, გაჩნდა უამრავი გადაუჭრელი პრობლემა. ექსპერტების აზრით, გაზრდილი პოლიტიკური რისკების გამო, ქართული ეკონომიკა კიდევ კარგა ხანს ვერ გამოვა კრიზისიდან. 2008 წლის ძირითად პოლიტიკურ-ეკონომიურ მოვლენების შესახებ გვესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი:
|
| |
| ბანკები და ფინანსები : "2008 წელი საბანკო სექტორისთვის უმძიმესი გამოცდა იყო" |
ინტერიუ საქართვეოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტთან ზურაბ გვასალიასთან
|
| |
| პოლიტიკა : "დღეს საქართველოს ხელისუფლების იმიჯი ძალიან ცუდ დღეშია" |
ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან
- ბატონო რამაზ, თქვენი აზრით, რა იყო 2008 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ან მოვლენები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა?
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ლარის გაუფასურება მთელ ქვეყანას დიდ დარტყმას მიაყენებს |
"თუკი ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდება, ეს მთელ ქვეყანას დიდ დარტყმას მიაყენებს"
2008 წელს, როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე საქართველოს ეკონომიკაშიც ძალიან ბევრი ნეგატიური პროცესი განვითარდა. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური კრიზისი აღმოჩნდა. ამ საკითხთან დაკავშირებით გვესაუბრება ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური.
|
| |
| საზოგადოება : სუფრის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი |
ღვინის კულტურა რამდენიმე ათასეულ წელს ითვლის. არქეოლოგიური კვლევებით დადგენილია, რომ მისი ისტორია სათავეს საქართველოდან და ირანიდან იღებს. ღვინის დამზადებისთვის საჭირო ტექნოლოგიები ძველ რომში მზადდებოდა და უმჯებესდებოდა. მის განვითრებას ხელი ქრისტიანულმა სარწმუნოებამ შეუწყო, რომელიც მას დღესასწაულებზე იყენებდა. მუსლიმანური სარწმუნოება კი ღვინის მოხმარებას კრძალავდა და დღემდე ასე გრძელდება.
|
| |
|
|
|
|