| |
| სისტემაში შესვლა |
| |
| კალენდარი |
|
| ვალუტა |
|
|
| |
|
|
| ბანკები და ფინანსები : ბანკების რეიტინგი უხარისხო სესხების მიხედვით |
 საქართველოში მოქმედი ბანკებიდან ყველაზე უხარისხო სასესხო პორტფელი ,,კავკასიის განვითარების ბანკს’’ აქვს. ინფორმაცია გავრცელდა კომერციული ბანკების 2012 წლის პირველი კვარტალის ფინანსურ ანგარიშებზე დაყრდნობით. 2012 წლის პირველი კვარტალში ,,კავკასიის განვითარების ბანკის'' თბილისის ფილიალის მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 2,476 მლნ. ლარი შეადგინა, უმოქმედო სესხების წილი 69% –ს აღწევს. 2011 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 16,63%–ი იყო, გაცემული სესხები კი 1,562 მლნ. ლარი.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ბიძინა ივანიშვილის რუსული აქტივების 90 პროცენტი გაყიდულია |
ბიძინა ივანიშვილმა დეველოპერული ბიზნესი მილიარდ დოლარად გაყიდაბიძინა ივანიშვილის რუსული აქტივების 90 პროცენტი გაყიდულია – ამის შესახებ როიტერი მილიარდერის აქტივების მმართველი კომპანიის, „უნიკორის" პრეზიდენტზე დაყრდნობით წერს. შეგახსენებთ, ივანიშვილის დეველოპერული ბიზნესი თითქმის მილიარდ დოლარად გაიყიდა, ხოლო ბანკი „როსიისკი კრედიტი" - 352 მილიონ დოლარად. ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ბიზნეს ჯგუფმა БИН, ბიძინა ივანიშვილის დეველოპერული აქტივების შეძენის შესახებ შეთანხმებას მიაღწია. გარიგება, რომლის ღირებულებაც 982,5 მილიონი დოლარია, 2012 წლის 15 აგვისტომდე დასრულდება.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : EBRD-ს ახალი პრეზიდენტი ჰყავს |
 EBRD-ახალი პრეზიდენტი ბრიტანელი სუმა ჩაკრაბარტი (Suma Chakrabarti) ჰყავს – ინფორმაციას როიტერი ავრცელებს. ჩაკრაბარტი რომელმაც ტომასა მიროვი (Thomas Mirow) შეცვალა საფინანსო ორგანიზაციას მომავალი 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ამ დროსათვის ჩაკრაბარტი ბრიტანეთის იუსტიციის სამინისტროს მდივნის თანამდებობას იკავებს. ის პირველი ბრიტანელია, რომელიც EBRD–ის პრეზიდენტი გახდა.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : საბერძნეთს კატასტროფული შედეგები ელის |
საერთაშორისო ინსტიტუტები საბერძნეთის მიერ ევროზონის დატოვებისთვის ემზადებიან„მოხმარების მაჩვენებლები და საინვესტიციო კლიმატი ქვეყანაში მკვეთრად გაუარესდება, უმუშევრობის დონე ახალ რეკორდებს მოხსნის. მოქალაქეების უმრავლესობა, რომელსაც ბანკებში დანაზოგები აქვს, ქონების დიდ ნაწილს დაკარგავს,“ - ასეთ პროგნოზს აკეთებს გერმანულ საქმიან გამოცემებთან ინტერვიუში გერმანელი პროფესორი ვოლფგან ფრანცი, რომლის თქმითაც, ასეთი სცენარის რეალიზაციის შემთხვევაში, საბერძნეთი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების ორიენტირები |
”საქართველოს დემოკრატიზაციის გზამკვლევი””საქართველოს დემოკრატიზაციის გზამკვლევი” - ასე ჰქვია "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" მიერ ინიცირებულ პროექტს, რომლის ფარგლებშიც სტატიათა კრებული გამოვიდა. კრებული, ავტორთა აზრით, საინტერესო ან სასარგებლო აღმოჩნდება ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას მიჩვეული ქართული საზოგადოებისთვის. კრებულში ორი ძირითადი თემაა განხილული - სახელმწიფო უსაფრთხოება და ადამიანის უფლებათა დაცვა. ”საქართველოს დემოკრატიზაციის გზამკვლევში” გამოქვეყნებული სტატიები მკითხველს აღწერილობითი და შემეცნებითი ხასიათის ექსპერტულ ხედვებს სთავაზობს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა გლობალური პოლიტიკური რისკები, ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოგრაფიული უსაფრთხოება, ეკონომიკურ, ფინანსურ და საბანკო სისტემათა უსაფრთხოება და სხვა. კრებულის 15-ვე ავტორი დემოკრატიის პირდაპირი თუ ირიბი საფრთხეების თემას სპეციფიკურად უდგება, თუმცა არის კრებულის გამაერთიანებელი ორიგინალური ხაზიც.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : საქართველოს ეკონომიკის პრობლემები და განვითარების მიმართულებები |
"საქართველო, ერთ მოსახლეზე მშპ-ს მოცულობის აბსოლუტური ზრდის მიუხედავად, ბოლო 5 წლის მანძილზე პერმანენტულად უკან იწევს მსოფლიო თანამეგობრობასთან მიმართებაში""საქართველოს განვითარების კვლევითმა ინსტიტუტმა" 9 მაისს კონფერენცია გამართა, სადაც წარმოდგენილი იყო "საქართველოს ეკონომიკის პრობლემები და განვითარების მიმართულებები” პრეზენტაცია. კონფერენციაზე პრეზენტაციები წარადგინეს ეკონომისტებმა, თემურ მურღულია, დავით ნარმანია და იოსებ არჩვაძე. კონფერენციაზე განხილული იქნება საქართველოში არსებული ეკონომიკური პოლიტიკა და განვითარების პრობლემები, ფისკალური პოლიტიკა და საჯარო ფინანსების მართვის პრობლემები, ასევე სტატისტიკური აღრიცხვიანობის სუსტი მხარეები. დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში რიგ საკითხებში დაგროვილი ეკონომიკური პრობლემები არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. მათ მიერ შემუშავებულ დოკუმენტში მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის გზებია წარმოდგენილი.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ინფლაციასთან ბრძოლის შედეგები |
ინფლაციის სანაცვლოდ უფრო ნეგატიური პროცესი - დეფლაცია მივიღეთდეფლაციური პროცესის ნეგატიური გავლენა ეკონომიკაზე2012 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ -0,03 პროცენტი შეადგინა. მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები შემცირდა 0,6 პროცენტით და მისმა წვლილმა აპრილის ინფლაციაში -0,19 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა ბოსტნეულის, ბაღჩეულის, კარტოფილისა და სხვა ბოლქვოვანების ქვეჯგუფზე (8,0 პროცენტი). ფასების 7,3-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე. ტრანსპორტის ჯგუფზე ფასები გაიზარდა 1,9 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციის მაჩვენებელში 0,24 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების 2,9-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა საწვავ-საპოხი მასალების ქვეჯგუფზე.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ინტერვიუ უფროს სტატისტიკოსთან, ეკონომიკის ექსპერტთან ნოდარ კაპანაძესთან |
 "სოფლის მეურნეობაში, სადაც დასაქმებულთა უდიდესი ნაწილია თავმოყრილი, ეკონომიკური ზრდა უმნიშვნელო ან საერთოდ უარყოფითია"
|
| |
| საზოგადოება : ბაქომ "ევრო -2020"-ის ქართულ-აზერბაიჯანული პროექტი ჩააგდო |
თბილისი განაცხადს დამოუკიდებლად შეიტანს
გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში 12 სტადიონის აშენება მოუწევსფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ ~ევრო 2020”-ის მასპინძლობაზე განაცხადი დამოუკიდებლად შეიტანა. ეს განცხადება ზვიად სიჭინავამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ ბაქო საქართველოსთან ერთად ერთობლივი განაცხადის შეტანაზე უარს ამბობს. იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთან ერთად ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის არ იბრძოლებს, ინფორმაცია აზერბაიჯანულმა საიტმა "აზერისპორტმა" გაავრცელა.
|
| |
| საზოგადოება : მიხეილ სააკაშვილი - ბიზნესკლასით მხოლოდ ჩვენი ოპოზიციონერები მგზავრობენ |
პრეზიდენტს 200 მილიონიანი პერსოლანული თვითმფრინავი ჰყავს და ეკონომ-კლასით დაფრინავსთვითმფრინავებში, პირველ კლასში მხოლოდ ოპოზიციონერები სხედან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, საქართველოს ეროვნული ბიზნეს-დაჯილდოება ~მერკური 2012”-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ~ყველანი ერთად არიან ხოლმე შეკრებილები. თუ გინდა იხილო ჩვენი ოპოზიციის ღირსეული წარმომადგენლები, თან მას შემდეგ, რაც პირდაპირ ~გაზპრომის” ფულზე დაჯდნენ, პირველი კლასი მხოლოდ მათით არის სავსე. ისეთი უპირატესობის და სიამოვნების განცდაა, როდესაც გაივლი და მეორე კლასში დაჯდები ჩვეულებრივ, ნორმალურ მოქალაქეებთან და მათ გაუვლი გვერდზე. ვშიშობ, რომ ბიზნესმენებს ეს პრივილეგია არ გაქვთ და გიხდებათ ოპოზიციასთან ჯდომა, მაგრამ არაუშავს, ისინი ვერ გაგაფუჭებენ, რადგან თქვენ ყველაფრის ფასი იცით”, - განაცხადა სააკაშვილმა.
|
| |
| საზოგადოება : ცხვარი და ღვინო ნაციონალური მოძრაობისგან რუსთაველებს - ხმების სანაცვლოდ |
 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აქტიურადაა ჩაბულმული წინასაარჩევნო მარათონში და ყველანაირად ცდილობს კანონიერი თუ არაკანონიერი გზით სასურველ შედეგს მიაღწიოს. ძალიან საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა ქალაქ რუსთავში. რუსთავის საკრებულოს წევრმა ~ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, თამაზ გველუკაშვილმა სააღდგომოდ ქალაქის რამდენიმე უბანში საჩუქრად ცხვარი და ღვინო გააგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ ~საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს და მიიჩნევს, რომ შეიძლება, ეს ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაითვალოს. მათი განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა მოსახლეობას საჩუქრები დაურიგეს.
|
| |
| ბიზნესი : კორუფციული გარიგება თუ დაუდევრობა?! |
რიყის ტერიტორიის ჯერ გასხვისებისა და შემდეგ უკან გამოსყიდვით თბილისის ბიუჯეტმა 15 მილიონ ლარზე მეტი იზარალა"საქართეელოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" 11 მაისს თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ისტორიული ნაწილების რეაბილიტაციის პროცესში არსებული პრობლემების ანალიზი წარმოადგინა. საიას კვლევით, თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებულ ფონდებთან დაკავშირებით შეუძლებელია 2005–2011 წლების ბიუჯეტებიდან ფონდებისთვის გადაცემული თანხის ზუსტი ოდენობის დადგენა.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტთან ლია ელიავასთან |
"კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების ფუნქციონირება საფინანსო სექტორს უფრო არამდგრადს გახდის"
"2011 წელს საბანკო სექტორის სამ ასეულზე მეტი მილიონის მოგება მხოლოდ ეროვნული ბანკის "დამსახურებაა"
|
| |
| საზოგადოება : ”მერკური 2012"- ხელისუფლების ფავორიტი ნუვორიშების აღლუმი |
 რიგით მეორე ეროვნულ ბიზნეს–დაჯილდოება "მერკური 2012”-ზე "წლის ბიზნესად" შპს "ფერი" დასახელდა. ნომინაციაში გამარჯვებული პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირადად გამოაცხადა. ცნობისთვის: "ფერი” დაფუძნებულია 1991 წელს. კომპანიის საქმიანობა ძირითადად ფოკუსირებულია ენერგეტიკული პროექტების ფართო სპექტრის სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე.
|
| |
| საზოგადოება : თბილისის მერია იძულებული გახდა "გრინსერვისთან” ხელშეკრულება გაეუქმებინა |
გიგი უგულავა - კომპანიამ სახელმწიფოს მიმართ აღებული ვალდებულება არაკეთილსინდისიერად შეასრულა და საკითხი სამართალდამცავ ორგანოებს დამატებით შესასწავლად გადაეგზავნებათბილისის მერია კომპანია "გრინსერვისთან” ხელშეკრულება გააუქმა. კომპანია ~გრინსერვისის” მიერ შესყიდულ კიპარისის ნერგებთან დაკავშირებით, დღეს თბილის მერმა გიგი უგულავამ მერიაში თათბირი გამართა, რომელსაც გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ქორქაშვილი და სხვა თანამდებობის პირები ესწრებოდნენ. გიგი უგულავას განცხადებით, კომპანია "გრინსერვისმა” სახელმწიფოს მიმართ აღებული ვალდებულება არაკეთილსინდისიერად შეასრულა და საკითხი სამართალდამცავ ორგანოებს დამატებით შესასწავლად გადაეგზავნება.
|
| |
| საზოგადოება : საქართველო პროფკავშირების გარეშე |
"თავისუფალი პროფკავშირი” "გაერთიანებული პროფკავშირების” წინააღმდეგ
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 20 წელი გავიდა, 90 წელიწადზე მეტია, რაც საქართველოში მოქმედებს მხოლოდ ერთი, კომუნისტურ-ნაცისტურ-ფაშისტური ტიპის პროფკავშირი"თოთხმეტმა დამოუკიდებელმა პროფესიულმა ასოციაციამ "თავისუფალი პროფკავშირის" დამფუძნებელი საინიციატივო ჯგუფის სხდომა გამართა და ხელი მოაწერა მანიფესტს, რომლითაც ალტერნატიული პროფკავშირი "თავისუფალი პროფკავშირი - სოლიდარობა 2" დააფუძნა. მოვლენების ასეთი განვითარება ძალიან არ ეჭაშნიკა გაერთიანებულ პროფკავშირებს. ახალი და ძველი პროფესიული ორგანიზაციები თავიდანვე ერთმანეთის დაუძინებელ მტრებად იქცნენ.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : მონოპოლიზებული საფინანსო სისტემა |
ბანკები ეკონომიკის დაკრედიტების ნაცვლად, მასში ინვესტიციებს დებენ
მთელი საბანკო და სადაზღვევო სფერო 2-3 ბიზნესჯგუფს შორის არის გადანაწილებული"საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონი, 47-ე მუხლი: "საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კუთხით, ეროვნული ბანკის ამოცანაა საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა. ამ მიზნით, ეროვნული ბანკი ვალდებულია ხელი შეუწყოს საფინანსო სისტემის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას, სისტემური რისკის კონტროლს, კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას, პოტენციური რისკების შემცირებას".
|
| |
| საზოგადოება : "უდაბნო, ბერთუბანი, ჩიჩხიტური... ბაგრატიც დავკარგეთ!” |
 "ახალ ტაძარს”, იმ ბაგრატის ტაძართან, რომელიც X-XI-ე საუკუნეების მიჯნაზე, ბაგრატ III მეფობისას აიგო (975-1014 წლებში), ქუთაისში, უქიმერიონის გორაზე, საერთო არაფერი აქვს. თავადაც ხედავთ, რას წარმოადგენს ძველ ტაძარზე მიშენებული ახალი ნაგებობა. არ ვიცი, როგორ "ჩააწყობენ” "ჩვნები” იუნესკოსთან, რომ ამ ყოველივეს დიდი ხმაური არ მოყვეს, მაგრამ ძეგლებისადმი ასეთი დამოკიდებულება არაქართულია. 2010 წელს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში შეიტანა. ამის მიზეზად 2009 წელს ტაძარზე დაწყებული სარესტავრაციო სამუშაოები გახდა, რომლებიც ექსპერტების აზრით, შენობის მთლიანობას და ავთენტურობას არღვევს”.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : LEGAL 500-მა საგადასახადო სამართლის საუკეთესო სპეციალისტი დაასახელა |
LEGAL 500-მა საქართველოში საგადასახადო სამართლის საუკეთესო სპეციალისტად ეფრემ ურუმაშვილი დაასახელაავტორიტეტულმა სარეიტინგო გამოცემამ LEGAL 500-მა საქართველოში საგადასახადო სამართლის საუკეთესო სპეციალისტად ეფრემ ურუმაშვილი დაასახელა. ეფრემ ურუმაშვილი იურიდიული კომპანია ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების ერთ ერთი დამფუძნებელია. ,,კომპანიას გააჩნია უდიდესი გამოცდილება საბანკო და საგადასახადო სამართალში, კომპანია ემსახურება საქართველოს ბანკს, ბანკს რესპუბლიკას. კომპანიის პარტნიორი ეფრემ ურუმაშვილი კი არის საუკეთესო სპეციალისტი საქართველოში საგადასახადო კანონმდებლობის სფეროში’ ნათქვამია LEGAL 500-ის შეფასებაში.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : "ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა ბიუჯეტს 133 700 000 ლარი დაუჯდა" |
 ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტს 133 700 000 ლარი დაუჯდა. ამის შესახებ ~ინტერპრესნიუსს” ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ განუცხადა. მისი თქმით, პარლამენტის მშენებლობისთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრები სრულიად გამჭვირვალეა. მინისტრის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს მთელი კომპლექტის მშენებლობა რეგიონალური ფონდიდან ფინანსდება.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : სახელმწიფო ბიუჯეტი 200 მლნ 600 000 ლარით იზრდება |
 მიმდინარე წლის ბიუჯეტი 200 მლნ 600 000 ლარით იზრდება და 8 მილიარდ 216 მილიონი ხდება. საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი მთავრობამ პარლამენტს დღეს წარუდგინა. როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, გია ხუროშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, ბიუჯეტის შემოსულობების ზრდა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზირების საფასურიდან მისაღებმა სახსრებმა და ევროკავშირის მიერ დამატებით გამოყოფილმა გრანტებმა განაპირობა.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : ნავთობის ფასი ბოლო 5 თვის მინიმუმამდე დაეცა |
 WTI-ს მარკის ნავთობის ფასი ნიუ-იორკის ბირჟაზე 2,6%-ით დაეცა დაბარელზე 94 დოლარს ჩამოსცდა, რაც ბოლო 5 თვის განმავლობაში მინიმალური მაჩვენებელია. ვარდნის მიზეზი საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრის ალი ალ-ნაიმის განცხადება გახდა იმის შესახებ, რომ ბაზარზე შეთავაზებები მნიშვნელოვნად აჭარბებს მოთხოვნას, უახლოეს მომავალში კი Brent-ის მარკის ნავთობი სავარაუდოდ 100 დოლარზე ქვემოთ ჩამოვა.
|
| |
| საზოგადოება : უკრაინელი მილიარდერი ბათუმის ,,დინამოს” ყიდულობს |
 უკრაინელი მილიარდერი, ლვოვის ,,კარპატის” ყოფილი მფლობელი პეტრ დიმინსკი საქართველოში საფეხბურთო კლუბის ბათუმის ,,დინამოს” შეძენას აპირებს. უკრაინული მედიის შეფასებით, მისი ქონება 3 მილიარდი დოლარია. საფეხბურთო გუნდის გარდა მას აჭარაში საკურორტო და სხვადასხვა ტიპის ბიზნესები აინტერესებს.ამ დროსათვის ბათუმის ,,დინამოს” ბიუჯეტი 700 ათასი ლარია, ახალი მფლობელის შემდეგ მისი გაზრდა 2-3 მლნ. დოლარამდე იქნება შესაძლებელი.
|
| |
| ბიზნესი : ახლად დაფუძნებული კოალიცია "თავისუფალი ბიზნესისათვის” მუშაობას იწყებს |
ახლად დაფუძნებული კოალიცია "თავისუფალი ბიზნესისათვის” მუშაობას იწყებს. კოალიციის სამუშაო სტრატეგიისა და სამომავლო გეგმების შესახებ ცნობილი 16 მაისს სასტუმრო "თბილისი მარიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე გახდება. კოალიცია "თავისუფალი ბიზნესისათვის” ოთხ არასამთავრობო ორგანიზაციას "მწვანე ალტერნატივას”, ~ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას”, "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს” და” საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აერთიანებს.
|
| |
| საზოგადოება : საჯარო პირის შესახებ ინფორმაცია საიდუმლო ხდება |
 საჯარო პირის შესახებ ინფორმაცია დაიხურება და სამოქალაქო სექტორისთვის ხელმისაწვდომი აღარ იქნება. იურისტთა განმარტებით ასეთი შედეგი ექნება იმ პროექტის ამოქმედებას, რომელიც "ზოგადი ადმინისტრაციული" კოდექსიდან იმ ნორმის ამოღებას ითვალისწინებს, რომელიც აქამდე ამ ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფდა.
|
| |
| საზოგადოება : საქართველოში უმუშევრობის დონე რეგიონში ყველაზე მაღალია |
საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, ევროკავშირი ქვეყანაში უმუშევრობის ზრდას აფიქსირებს
|
| |
| საზოგადოება : დამსაქმებლების უფლებები იზრდება |
 ხელისუფლება დამსაქმებლების სასარგებლოდ შრომის კოდექსში მორიგ ცვლილებას გეგმავს. ცვლილებათა პროექტის თანახმად, დამქირავებელს უფლება ეძლევა დასაქმებულის წინაშე აღებული ვალდებულების შესრულება უვადოდ გადადოს. მოქმედი კანონით, დამსაქმებლების მიერ თანამშრომლებისადმი ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა მხოლოდ 90 დღე შეიძლება გაგრძელდეს.
|
| |
| საზოგადოება : საქართველო 12 ახალი სტადიონის აშენებას აპირებს |
ევრო 2020–ის მასპინძლობას იმ შემთხვევაში მივაღწევთ, თუ სააკაშვილს 8–9 წელიწადს ვაცდით„ევრო 2020“-ის მასპინძლობისთვის საჭიროა, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მინიმუმ 12 სტადიონი აშენდეს, რომელთაგან 2 აუცილებლად უნდა იყოს 50 ათას მაყურებელზე გათვლილი. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა. შეგახსენებთ: საქართველომ ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის შესახებ უეფაში განაცხადი დამოუკიდებლად შეიტანა. ქართული მხარის განცხადებით, აზერბაიჯანულ მხარესთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, თუმცა საბოლოოდ, იქიდან გამომდინარე, რომ აზერბაიჯანი ამ ეტაპზე 2020 წელს ოლიმპიური თამაშების ჩატარებაზეა ფოკუსირებული, ბაქომ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარებაზე უარი თქვა.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : წყალდიდობის შედეგად სადაზღვევო კომპანიების ხარჯები იზრდება |
წყალდიდობის შედეგად "ალდაგის" ხარჯები 10%-ით გაიზრდება.
"არდი": სტიქიის შედეგად მაისში ხარჯები 100 ათასი ლარით გაგვეზრდება
"ჯიპიაი" ხარჯების მატებას არ ელის
|
| |
| ბანკები და ფინანსები : 2013 წლის შემდეგ საშემოსავლო გადასახადი 18% გახდება |
 2013 წლის შემდეგ საშემოსავლო გადასახადი 18% გახდება. "საგადასახადო კოდექსში" შესატანი ცვლილებების თანახმად, საშემოსავლო გადასახადი 2013 წლის შემდგომ პერიოდში 18%-ით განისაზღვრება თუ პირის დასაბეგრი შემოსავლის 2% დაზოგვის სქემის შესაბამისად მმართველ კომპანიაში ირიცხება.
|
| |
|
|
|
|