
10 მილიონი აშშ დოლარი Invest in Visions-ისგან (IIV) – მიმართულია ფინანსური ინკლუზიის გაძლიერებისა და მიკროსაფინანსო სექტორის მხარდაჭერისკენ. 7 მილიონი აშშ დოლარი Global Gender Smart Fund-ისგან (GGSF) – მიზნად ისახავს ქალი მეწარმეების და ქალების მიერ წარმართვადი ბიზნესების მხარდაჭერისკენ. „მოხარულები ვართ, რომ ჩვენი და Incofin-ის მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ ერთ წარმატებულ ტრანზაქციაში აისახა. განსაკუთრებით აღსანიშნავია გამოყოფილი რესურსის მიზნობრიობა. თიბისი ლიზინგში ყოველდღიურად ვაკვირდებით მოთხოვნას, რომელიც მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს გააჩნია, ამიტომ გვაქვს შესაძლებლობა შევქმნათ მოქნილი და მათ საჭიროებებზე მორგებული ფინანსური გადაწყვეტილებები. ცალკე აღნიშვნის ღირსია ქალი მეწარმეების მხარდაჭერის შესაძლებლობა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ერთის მხრივ, ჩვენი, მეორეს მხრივ კი, ჩვენი პარტნიორი ინსტიტუტების ხედვას - გაძლიერდეს ფინანსური სექტორის ინკლუზიურობა“ - ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი.„ჩვენი და თიბისი ლიზინგის პარტნიორული ურთიერთობა ეფუძნება საერთო რწმენას, რომ მეწარმეობას დიდი ძალა აქვს. შესაბამისად, ახლად გამოყოფილი ფინანსური რესურსით არა მხოლოდ ვზრდით შესაძლებლობებს მცირე ბიზნესისთვის, არამედ ვუღებთ გამოცდილებების ახალ კარს ქალ მეწარმეებს! მოუთმენლად ველით იმის ხილვას, თუ როგორ აითვისებენ მიზნობრივი ჯგუფები აღნიშნულ დაფინანსებას, გააფართოებენ საკუთარ ბიზნესს და ჩვენთან ერთად შექმნიან უფრო ინკლუზიურ მომავალს საქართველოში.“- ხირტ პეეტერმანს, Incofin IM უფროსი საინვესტიციო ოფიცერი.როგორც საფინანსო ინსტიტუტებში აღნიშნავენ, ეს ტრანზაქცია ხაზს უსვამს მხარეების მზაობას, ერთის მხრივ - გააუმჯობესონ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, მეორეს მხრივ, გააძლიერონ ინკლუზიურობა ზემოთ აღნიშნული ჯგუფებისთვის.
1759839225

ინდექსი ზომავს ბოლო სამი წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წმინდა შემოდინების წილს ეკონომიკაში .შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 60,23% დაიმსახურა. საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 30 სახელმწიფოს.რეიტინგში საქართველოს ჩამორჩება მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, იტალია, შვეიცარია, შვედეთი, დანია, ნორვეგია, ფინეთი და ესპანეთი.
1759837984

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ მდგრად, დინამიკური განვითარების პროცესს აჩვენებს.როგორც არჩვაძემ აღნიშნა, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს სტაბილური განვითარების პოტენციალი აქვს და მასთან საქმიანი ურთიერთობების დაჭერა პერსპექტიულია.“იმ გლობალური მღელვარე ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების ფონზე, რაც ჩვენს გარშემო და მთლიანად მსოფლიოშია, საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ მდგრად, დინამიკური განვითარების პროცესს აჩვენებს, რაც მას პოზიტიურად გამოარჩევს არა მარტო სამეზობლოში, არამედ გლობალური მასშტაბითაც. საერთაშორისო ფინანსური, ეკონომიკური, სარეიტინგო კომპანიები ამას ხედავენ, აფასებენ, ობიექტურ შეფასებას აძლევენ. ეს არაერთი გამოკვლევით, შეფასებით დასტურდება. თანაც, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს შეფასება ეხება არა მარტო ეკონომიკის ზრდას, ეკონომიკის ფაქტობრივ მდგომარეობას, რასაც ჩვენი სტატისტიკური სამსახურიც და საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციები ადასტურებენ, არამედ ინსტიტუციურ მდგრადობასაც, დემოკრატიისკენ წინსვლისა და რიგი სხვა პარამეტრების მიხედვით.რაც შეეხება მიმდინარე მომენტს – მე შემიძლია, გითხრათ, რომ სახელმწიფომ ბოლო დღეებში საკმაოდ მაღალი მდგრადობა აჩვენა. ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ორ ფაქტს მოვიტან. ეს არის ვალუტის კურსი, რომელიც, ფაქტობრივად, არ შეცვლილა და მეორე, ეს არის ის, რომ სწორედ გუშინ “აზიის განვითარების ბანკთან” საკმაოდ სოლიდურ სასესხო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი იმისათვის, რომ ბათუმის გვერდის ავლით ევროპული სტანდარტების საგზაო ინფრასტრუქტურა აშენდეს, თავისი გვირაბით, ასაქცევი გზებით, უგრძესი ხიდით. ამისთვის დაახლოებით, 355 მილიონი დოლარი (306,6 მლნ ევრო) გამოიყო. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ენდობიან, თვლიან, რომ საქართველოს სტაბილური განვითარების პოტენციალი, რესურსი, მდგრადობა აქვს და მასთან საქმიანი ურთიერთობების დაჭერა საკმაოდ პერსპექტიულია”, – განაცხადა არჩვაძემ.მისივე თქმით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები მილიარდ-ნახევარზე მეტით შეავსო. როგორც არჩვაძემ აღნიშნა, ამ სავალუტო რეზერვების არსებობა ერთ-ერთი ფაქტორია იმისათვის, რომ ჩვენმა ვალუტამ სტაბილურობა შეინარჩუნოს.“რაც შეეხება ვალუტის კურსს – ვალუტის კურსი არა მარტო ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, არამედ ექსპორტ- იმპორტის მაჩვენებლებს და რიგ სხვა ინდიკატორებს უკავშირდება. მსოფლიო პრაქტიკაში ცვალებადობა საკმაოდ მიღებულია. შემიძლია დაგისახელოთ, რომ ევროსა და დოლარის ურთიერთმიმართებაში იყო დრო, როდესაც ერთი ევრო დოლარი და 60 ცენტი ღირდა, ასევე იყო დრო, როცა ერთი ევრო მხოლოდ 90 ცენტზე ჩამოვიდა. ამჟამად, ერთი ევრო დაახლოებით 1.16-ის დოლარის ფარგლებშია. ანუ, ასეთი ცვალებადი კურსი სხვა ბევრი, საქართველოზე განვითარებული და ძლიერი ეკონომიკისთვისაა დამახასიათებელი. ამიტომ, რამდენიმე პუნქტის ცვლილება რაიმე განგაშის, ან შეშფოთების საგანი არ უნდა იყოს. მე მეტსაც გეტყვით, მიმდინარე წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თავისი სავალუტო რეზერვები გაცილებით მეტი მოცულობით შეავსო, მილიარდ-ნახევარზე მეტია, რაც 2008 წლისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მთლიან რეზერვებს აღემატება. ანუ, პირველი რვა თვის განმავლობაში ჩვენი რეზერვები უფრო მეტად შეივსო, ვიდრე 2008 წლისათვის ჩვენი რეზერვების საერთო მოცულობა იყო. ეს უბრალოდ შედარებისათვის. სწორედ ამ სავალუტო რეზერვების არსებობაა ერთ-ერთი პირობა, განმაპირობებელი ფაქტორი იმისათვის, რომ ჩვენმა ვალუტამ სტაბილურობა შეინარჩუნოს, ეკონომიკური და საინვესტიციო საქმიანობისათვის პერსპექტივა, მიმზიდველობა უზრუნველყოს”-, განაცხადა სოსო არჩვაძემ.
1759837813

ამის შესახებ ანგურიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.“ლარის კურსი ძალიან სტაბილურია. ზაფხულის პერიოდში, აგვისტო – სექტემბრის პერიოდში ძალიან დიდი ვალუტაც შემოვიდა. ჩვენ ვნახეთ, რომ ეროვნულმა ბანკმა თავისი რეზერვები საკმაოდ შეივსო. ეს ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი მზადაა იმისათვის, რომ ყველა გამოწვევას უპასუხოს, რაც პოტენციურად შეიძლება, ლარის კურსს დაუდგეს.როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ ზრდასა და იმ მოცემულობაზე, რაც გვაქვს, რაც გავლენას ახდენს ზრდაზე, ყველა პარამეტრი წესრიგშია. არ არსებობს, რომ ლართან დაკავშირებით რაიმე ტიპის მერყეობა მოხდეს. ბოლო პერიოდში რაც რამდენჯერმე მოხდა, ეს ერთჯერადი, მსხვილი ტრანზაქციების შედეგი იყო და ამან, შეიძლება, რაღაცა ტიპის, უმნიშვნელოვან ზეგავლენა მოახდინოს, თუმცა, ეროვნულ ბანკს საკმაოდ შევსებული აქვს რეზერვები, იმაზე უკეთაა მზად, ვიდრე შარშან, როდესაც ლარზე შეტევა იყო და ცდილობდნენ, რაღაც ხელოვნური აჟიოტაჟების ფონზე ლარის გაუფასურება მოეხდინათ. იმის თქმა მინდა, რომ ეროვნული ბანკი წელს შარშანდელზე უფრო მზადაა. ზაფხულმა ეროვნულ ბანკს იმის საშუალება მისცა, რომ თავისი რეზერვები საკმაოდ დიდი რაოდენობით, რეკორდულად შეევსო.ამდენად, არანაირი საფუძველი არაა იმისა, ვიფიქროთ, რომ ლართან დაკავშირებით რაიმე შეიძლება, მოხდეს და გაუფასურდეს. ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო ნაკადებიდან შემოდინებები კვლავ შენარჩუნებულია”,- განაცხადა ანგურიძემ.
1759837582

ფორუმი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მას 4000-ზე მეტი სტუმარი და 50-მდე ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრება, როგორც უზბეკეთიდან, ისე - სხვადასხვა ქვეყნიდან.პირველ დღეს გაიმართება კონფერენცია - ,,საქართველო-უზბეკეთი აბრეშუმის გზა“, სადაც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საქართველოს მხრიდან გამოფენაში მონაწილე კომპანიები, ისე - უზბეკეთის ბიზნესსექტორის და ხელისუფლების წარმომადგენლები.კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, უკეთესად გაიცნონ უზბეკეთის ბაზარი, მისი თავისებურებები, გამოწვევები და შესაძლებლობები. ასევე, შეხვდნენ ინვესტორებსა და სხვადასხვა ბიზნეს და საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებს.კონფერენციის პირველი ნაწილი იმ ქართული ბიზნესებს დაეთმობათ, რომლებმაც უზბეკეთის ბაზარზე უკვე წარმატებით დაიმკვიდრეს თავი. სპიკერები დამსწრე აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ უზბეკეთის ბაზარზე გასვლასთან დაკავშირებით.კონფერენციის მეორე ნაწილში, უზბეკეთის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. მათ შორის - ეკონომიკის, ინვესტიციების სამინისტროს, ასევე ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრები. სპიკერები აუდიტორიას უზბეკეთის ბაზარზე არსებულ გამოწვევებს, შესაძლებლობებსა და საინვესტიციო გარემოს გააცნობენ, მათ შორის, კომპანიების რეგისტრაციის და საქმიანობის წამოწყების პროცედურებს.წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!
1759835663

Energizer-ის უპირატესობები საიმედო სასტარტო სიმძლავრე (Cold Cranking Amps – CCA), რაც უზრუნველყოფს სწრაფ დაქოქვას ნებისმიერი ამინდის პირობებში; არ საჭიროებს რეგულარულ სერვისებს (მაგალითად, წყლის დამატებას) – ჰერმეტულად დახურულია და მარტივია მისი ექსპლუატაცია; გამძლე კონსტრუქცია – კარგად უმკლავდება რთულ გზებსა და ინტენსიურ ექსპლუატაციას; ბრენდს აქვს მოდელების ფართო არჩევანი: სტანდარტული ავტომობილებისთვის, SUV-ებისთვის, სატვირთოებისთვის და Start-Stop სისტემის მქონე მანქანებისთვის. მოწინავე ტექნოლოგიები Stamped Grid Technology – Energizer-ის აკუმულატორები იწარმოება Stamped Grid Technology-ს გამოყენებით. ეს არის უნიკალური მეთოდი, რომელიც ამცირებს ენერგომოხმარებას და CO2-ის ემისიებს. ასევე იცავს კოროზიისგან და ახანგრძლივებს ექსპლუატაციის პერიოდს.AGM (Absorbent Glass Mat): განკუთვნილია Start-Stop სისტემის მქონე ავტომობილებისთვის. უზრუნველყოფს ექსპლუატაციის 3-ჯერ მეტ პერიოდს, მაღალ სასტარტო დენსა და ჰერმეტულობას, რაც საშუალებას აძლევს, ნებისმიერ მდგომარეობაში დამონტაჟდეს.EFB (Enhanced Flooded Battery): თხევადი ელექტროლიტის მქონე აკუმულატორი, რომელიც უკეთ უძლებს ღრმა განმუხტვას, სწრაფად იმუხტება და ეფექტიანად მუშაობს ექსტრემალურ ტემპერატურაშიც კი.ისტორია და რეპუტაციაEnergizer-ის ისტორია იწყება 1896 წლიდან, როდესაც პირველი სამომხმარებლო ბატარეა შეიქმნა. მას შემდეგ ბრენდი მუდმივად სთავაზობს მომხმარებლებს ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ პროდუქტს და იცავს ეკოლოგიურ სტანდარტებს.დღეს Energizer არის ბრენდი, რომელიც აერთიანებს მრავალწლიან გამოცდილებას, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და გარემოზე ზრუნვას. მისი გამძლე კონსტრუქცია, მაღალი სასტარტო სიმძლავრე და AGM/EFB ტექნოლოგიები უზრუნველყოფს ავტომობილის საიმედო მუშაობას ნებისმიერ პირობებში.ავტომობილისთვის ყველაზე ოპტიმალური აკუმულატორის შერჩევა, პროფესიონალი ტექნიკოსების დახმარებით, „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში, ასევე ცხელი ხაზის საშუალებით, ნომერზე 032 2 264444 დარეკვით არის შესაძლებელი. Energizer-ის აკუმულატორები ხელმისაწვდომია ონლაინ tegetashop.ge - ზეც.--თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
1759834560

თემურ ბასილია: ფულის რეფორმის შედეგად, 1995 წლის 25 სექტემბრიდან 2 ოქტ...
1759478966
დღეს 1 ოქტომბერს ქართული საზოგადოება გამოემშვიდობება ალი ისაევ-ავარსკი...
1759310004
„ბანკი ქართუს“ საკრედიტო რეიტინგი B+ დონემდე გაუმჯობესდა
1758888064
ჩვენი გასტრონომია ჩინელი და ინდოელი ტურისტებისთვის მიუღებელია, სასტუმრ...
1758718232
აფბა - სავალუტო რეზერვების რეკორდული ზრდა ლარის მიმართ ნდობას ამყარებს
1758877218